პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმეზე, ჩვენებას სასამართლოს დახურულ სხდომაზე აძლევს
ბიძინა ივანიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმეზე, ჩვენებას სასამართლოს დახურულ სხდომაზე აძლევს

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ საქ­მე­ზე, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლია, ჩვე­ნე­ბას და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე აძ­ლევს.

სხდო­მის და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ა­ყე­ნა.

რო­გორც მი­ხე­ილ სად­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სხდო­მის ნა­წი­ლობ­რივ და­ხურ­ვის არ­გუ­მენ­ტი კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვაა. ამას­თან, და­კი­თხვის დროს, სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს ბანკსა და კლი­ენტს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებს.

ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რე. რო­გორც ად­ვო­კატ­მა ლე­ვან მა­ხა­რაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის მიზ­ნით სხდო­მის და­ხურ­ვის მო­თხოვ­ნა ზო­გა­დი ფრა­ზე­ბით არ უნდა იყოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი.

თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა ბა­ჩი­აშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილს ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

  • "მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იცის, რომ პრო­ცე­სის და­ხურ­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ჯა­როდ არ გას­ცეს კი­თხვებს პა­სუ­ხი. ძა­ლი­ან გთხოვთ, ობი­ექ­ტუ­რი იყოთ შე­ფა­სე­ბა­ში", - მი­მარ­თა ბა­ჩი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს.

მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და სხდო­მა და­ხუ­რა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დის­ტან­ცი­უ­რად, ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­კი­თხვა გა­სულ სხდო­მა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­თხო­ვა. ამის სა­ფუძ­ვლად პრო­კუ­რორ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ასა­კი და მისი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და­ა­სა­ხე­ლა.

დაც­ვის მხა­რე ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი იყო.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას ეხე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8986 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 43 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლი აქვს და­მა­ტე­ბი­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 9- დან 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმეზე, ჩვენებას სასამართლოს დახურულ სხდომაზე აძლევს

ბიძინა ივანიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმეზე, ჩვენებას სასამართლოს დახურულ სხდომაზე აძლევს

“ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენებას დახურულ სხდომაზე აძლევს.

სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

როგორც მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, სხდომის ნაწილობრივ დახურვის არგუმენტი კომერციული საიდუმლოების დაცვაა. ამასთან, დაკითხვის დროს, საუბარი შეიძლება შეეხოს ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობებს.

ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, კომერციული საიდუმლოების მიზნით სხდომის დახურვის მოთხოვნა ზოგადი ფრაზებით არ უნდა იყოს დასაბუთებული.

თავად ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს ობიექტური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა.

  • "მთელმა ქვეყანამ იცის, რომ პროცესის დახურვა ემსახურება იმას, რომ ივანიშვილმა საჯაროდ არ გასცეს კითხვებს პასუხი. ძალიან გთხოვთ, ობიექტური იყოთ შეფასებაში", - მიმართა ბაჩიაშვილმა სასამართლოს.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.

ბიძინა ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა გასულ სხდომაზე პროკურატურამ მოითხოვა. ამის საფუძვლად პროკურორმა დაზარალებულის ასაკი და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ის დაუსაბუთებელი იყო.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9- დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.