საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
300 მიწისძვრა ორ დღეში და მოჩვენებად ქცეული ტურისტების საყვარელი კუნძული - რა ხდება სანტორინიზე (ფოტოები)
300 მიწისძვრა ორ დღეში და მოჩვენებად ქცეული ტურისტების საყვარელი კუნძული - რა ხდება სანტორინიზე (ფოტოები)

სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძულ სან­ტო­რი­ნი­ზე სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ზრდის გამო სკო­ლე­ბი და­ხუ­რეს და სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი გა­ნა­ლა­გეს. ტე­რი­ტო­რი­ას ათა­სო­ბით მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ტო­ვებს. კუნ­ძულ­ზე ბოლო 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ასო­ბით მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და.

  • კვი­რას და­ახ­ლო­ე­ბით 9000-მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა კუნ­ძუ­ლი, სამ­შა­ბათს კი და­მა­ტე­ბი­თი გა­და­უ­დე­ბე­ლი ფრე­ნე­ბი იგეგ­მე­ბა. ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 300-ზე მეტი მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და. ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის თქმით, ბიძ­გე­ბი შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს.

"ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია. ახლა არა­ვინ მუ­შა­ობს. მთე­ლი კუნ­ძუ­ლი და­ცა­რი­ელ­და", - გა­ნუ­ცხა­და 18 წლის ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა სა­ა­გენ­ტო Reuters-ს.

უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი ასე­ვე შე­მო­ი­ღეს ეგე­ო­სის ზღვის რამ­დე­ნი­მე ახ­ლომ­დე­ბა­რე კუნ­ძულ­ზეც. ბერ­ძე­ნი ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ 4.7 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი არ უკავ­შირ­დე­ბა სან­ტო­რი­ნის მი­ძი­ნე­ბულ ვულ­კანს, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს.

სკო­ლე­ბი პა­რას­კე­ვამ­დე და­ხუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ასე­ვე გა­აფრ­თხი­ლა ხალ­ხი, მო­ე­რი­დონ კუნ­ძუ­ლის გარ­კვე­ულ უბ­ნებს და და­ა­ცა­რი­ე­ლონ სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი.

სამ­შა­ბათს დი­ლით, მთავ­რო­ბის, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კლი­მა­ტის კრი­ზი­სი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სა­ხილ­ვე­ლად შეხ­ვდნენ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მსგავს შეხ­ვედ­რას ოთხშა­ბათს უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

სე­ის­მო­ლო­გე­ბი ბოლო ბიძ­გებს უმ­ნიშ­ვნე­ლოდ თვლი­ან, თუმ­ცა უფრო დიდი მი­წისძვრის შემ­თხვე­ვა­ში პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა გა­აფრ­თხი­ლეს, და­ტო­ვონ ამუ­დის, არ­მე­ნი­სა და ფი­რას ძვე­ლი პორ­ტი მე­წყრის სა­შიშ­რო­ე­ბის გამო.

ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბი და­ფიქ­სირ­და სან­ტო­რი­ნის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით, პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლის ანიდ­რო­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­ბერ­ძნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ბოლო ბიძ­გე­ბი ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაც­ვლად ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფირ­ფი­ტე­ბის მოძ­რა­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

300 მიწისძვრა ორ დღეში და მოჩვენებად ქცეული ტურისტების საყვარელი კუნძული - რა ხდება სანტორინიზე (ფოტოები)

300 მიწისძვრა ორ დღეში და მოჩვენებად ქცეული ტურისტების საყვარელი კუნძული - რა ხდება სანტორინიზე (ფოტოები)

საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე სეისმური აქტივობის ზრდის გამო სკოლები დახურეს და საგანგებო სამსახურების ბრიგადები განალაგეს. ტერიტორიას ათასობით მაცხოვრებელი ტოვებს. კუნძულზე ბოლო 48 საათის განმავლობაში ასობით მიწისძვრა დაფიქსირდა.

  • კვირას დაახლოებით 9000-მა ადამიანმა დატოვა კუნძული, სამშაბათს კი დამატებითი გადაუდებელი ფრენები იგეგმება. ბოლო ორი დღის განმავლობაში 300-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა. ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ბიძგები შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

"ყველაფერი დაკეტილია. ახლა არავინ მუშაობს. მთელი კუნძული დაცარიელდა", - განუცხადა 18 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა სააგენტო Reuters-ს.

უსაფრთხოების ზომები ასევე შემოიღეს ეგეოსის ზღვის რამდენიმე ახლომდებარე კუნძულზეც. ბერძენი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ 4.7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები არ უკავშირდება სანტორინის მიძინებულ ვულკანს, თუმცა ამბობენ, რომ სეისმური აქტივობა შეშფოთებას იწვევს.

სკოლები პარასკევამდე დახურული იქნება. ხელისუფლებამ ასევე გააფრთხილა ხალხი, მოერიდონ კუნძულის გარკვეულ უბნებს და დააცარიელონ საცურაო აუზები.

სამშაბათს დილით, მთავრობის, შეიარაღებული ძალების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროში სიტუაციის განსახილველად შეხვდნენ.

პრემიერ-მინისტრი მსგავს შეხვედრას ოთხშაბათს უხელმძღვანელებს.

სეისმოლოგები ბოლო ბიძგებს უმნიშვნელოდ თვლიან, თუმცა უფრო დიდი მიწისძვრის შემთხვევაში პრევენციული ზომები იქნება მიღებული. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, დატოვონ ამუდის, არმენისა და ფირას ძველი პორტი მეწყრის საშიშროების გამო.

ყველაზე ძლიერი მიწისძვრები დაფიქსირდა სანტორინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პატარა კუნძულის ანიდროსის მიმდებარე ტერიტორიაზე. საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო ბიძგები ვულკანური აქტივობის ნაცვლად ტექტონიკური ფირფიტების მოძრაობას უკავშირდება.

წყარო