საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვეულებრივი სასწავლო დღე კოშმარად გადაიქცა..." - შვედეთის სკოლაში მამაკაცი შეიჭრა და სროლა ატეხა: რა დეტალები ხდება ცნობილი
"ჩვეულებრივი სასწავლო დღე კოშმარად გადაიქცა..." - შვედეთის სკოლაში მამაკაცი შეიჭრა და სროლა ატეხა: რა დეტალები ხდება ცნობილი

შვე­დე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი რე­გი­ო­ნის ქა­ლაქ ორებ­როს სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი სრო­ლი­სას სულ მცი­რე ხუთი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმელ­მა, 35 წლის კაც­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას ეს ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

  • შვე­დე­თის რამ­დე­ნი­მე მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბამ და ეროვ­ნულ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა SVT-მ თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ღუ­პუ­ლე­ბიც იყ­ვნენ, თუმ­ცა სხვა წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ხუ­თი­ვე დაჭ­რი­ლი გა­დარ­ჩა.

გა­მო­ცე­მე­ბი Aftonbladet და Expressen იუ­წყე­ბი­ან, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში ხუთი და­შა­ვე­ბუ­ლი შე­იყ­ვა­ნეს, მათ­გან ოთხს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ორი მათ­გა­ნი სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ხოლო ერ­თმა მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

"და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის ერთ-ერ­თია პირი, რო­მელ­საც თავ­დამ­სხმე­ლად მი­ვიჩ­ნევთ" – გა­ნა­ცხა­და ერებ­რუს პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა, რო­ბერ­ტო ეიდ ფო­რეს­ტმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ჯერ არ აქვთ მო­ტი­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 16:30 სა­ათ­ზე, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ცია სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში შე­ვი­და, სა­ი­და­ნაც აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და.

პო­ლი­ცი­ამ შვე­დურ მე­დი­ას­თან დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა, თუმ­ცა TV4-ის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმელს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წარ­სუ­ლი არ ჰქონ­და და ლე­გა­ლუ­რად ფლობ­და ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ერთ-ერ­თმა შე­ში­ნე­ბულ­მა სტუ­დენ­ტმა Snapchat-ზე გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ გარ­ბის შე­ში­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი სრო­ლის ად­გი­ლი­დან.

"ის­ვრი­ან, ღმერ­თო ჩემო!" – ის­მის ერთ-ერთი სტუ­დენ­ტის გან­წი­რუ­ლი ხმა.

  • შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მომ­ხდარს "შვე­დე­თის­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი დღე" უწო­და:

"ჩემი ფიქ­რე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაა, ვის­თვი­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­წავ­ლო დღე კოშ­მა­რად გა­და­იქ­ცა...“

სკო­ლის დი­რექ­ტო­რის თქმით, სკო­ლის პერ­სო­ნა­ლი და სტუ­დენ­ტე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"ვცდი­ლობთ, არ დავ­რჩეთ ქვე­და სარ­თუ­ლებ­ზე და თავი ავა­რი­დოთ ფან­ჯრებ­თან სი­ახ­ლო­ვეს. მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ფიქ­რო­ბენ, რა მოხ­დე­ბა შემ­დეგ,“ – თქვა მან.

ბოლო წლებ­ში შვე­დე­თი ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვეა, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს შო­რის, სა­დაც ია­რა­ღით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ხდე­ბა.

2023 წელს ქვე­ყა­ნა­ში 53 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა სრო­ლის შე­დე­გად, 2022 წელს კი – 62. იმა­ვე წელს, სტოკ­ჰოლ­მის ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 30-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და ლონ­დო­ნი­სას.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლა­დო­ბის ზრდა გა­მოწ­ვე­უ­ლია რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რით: ბან­დებს შო­რის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე ომე­ბით, ნარ­კო­ბაზ­რის გა­ფარ­თო­ე­ბით, ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბის მა­ტე­ბით, მზარ­დი სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბით, მა­ღალ­მა იმიგ­რა­ცი­ი­თა და მიგ­რან­ტე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის კრა­ხით.

გარ­და ამი­სა, უცხო­ურ­მა მა­ფი­ო­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის­თვის შვე­დე­თი „თავ­შე­საფ­რად“ იქცა, ხოლო ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჯგუ­ფებ­მა ბიზ­ნეს სექ­ტო­რებ­ში შე­აღ­წი­ეს და ქვე­ყა­ნა­ში ია­რა­ღის შე­ტა­ნის გზე­ბი იპო­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ჩვეულებრივი სასწავლო დღე კოშმარად გადაიქცა..." - შვედეთის სკოლაში მამაკაცი შეიჭრა და სროლა ატეხა: რა დეტალები ხდება ცნობილი

"ჩვეულებრივი სასწავლო დღე კოშმარად გადაიქცა..." - შვედეთის სკოლაში მამაკაცი შეიჭრა და სროლა ატეხა: რა დეტალები ხდება ცნობილი

შვედეთის ცენტრალური რეგიონის ქალაქ ორებროს სკოლაში მომხდარი სროლისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა, 35 წლის კაცმა მოგვიანებით თვითმკვლელობა სცადა, თუმცა პოლიციას ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

  • შვედეთის რამდენიმე მედია საშუალებამ და ეროვნულმა მაუწყებელმა SVT-მ თავდაპირველად განაცხადეს, რომ დაღუპულებიც იყვნენ, თუმცა სხვა წყაროების ცნობით, ხუთივე დაჭრილი გადარჩა.

გამოცემები Aftonbladet და Expressen იუწყებიან, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი დაშავებული შეიყვანეს, მათგან ოთხს ოპერაცია ჩაუტარდა. ორი მათგანი სტაბილურ მდგომარეობაშია, ხოლო ერთმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

"დაშავებულთა შორის ერთ-ერთია პირი, რომელსაც თავდამსხმელად მივიჩნევთ" – განაცხადა ერებრუს პოლიციის უფროსმა, რობერტო ეიდ ფორესტმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, სამართალდამცველებს ჯერ არ აქვთ მოტივის შესახებ ინფორმაცია.

მოგვიანებით, დაახლოებით 16:30 საათზე, შეიარაღებული პოლიცია სავარაუდო თავდამსხმელის საცხოვრებელ ბინაში შევიდა, საიდანაც აფეთქებების ხმა ისმოდა.

პოლიციამ შვედურ მედიასთან დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა TV4-ის ცნობით, თავდამსხმელს დანაშაულებრივი წარსული არ ჰქონდა და ლეგალურად ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს.

ინციდენტის შემდეგ ერთ-ერთმა შეშინებულმა სტუდენტმა Snapchat-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გარბის შეშინებული ხალხი სროლის ადგილიდან.

"ისვრიან, ღმერთო ჩემო!" – ისმის ერთ-ერთი სტუდენტის განწირული ხმა.

  • შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს "შვედეთისთვის ძალიან მტკივნეული დღე" უწოდა:

"ჩემი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, ვისთვისაც ჩვეულებრივი სასწავლო დღე კოშმარად გადაიქცა...“

სკოლის დირექტორის თქმით, სკოლის პერსონალი და სტუდენტები თავშესაფარში იმყოფებიან.

"ვცდილობთ, არ დავრჩეთ ქვედა სართულებზე და თავი ავარიდოთ ფანჯრებთან სიახლოვეს. მოსწავლეები შეშინებულები არიან და ფიქრობენ, რა მოხდება შემდეგ,“ – თქვა მან.

ბოლო წლებში შვედეთი ერთ-ერთი მოწინავეა, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, სადაც იარაღით ჩადენილი დანაშაულები ხდება.

2023 წელს ქვეყანაში 53 ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად, 2022 წელს კი – 62. იმავე წელს, სტოკჰოლმის ერთ სულ მოსახლეზე განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი დაახლოებით 30-ჯერ აღემატებოდა ლონდონისას.

ექსპერტები ამბობენ, რომ ძალადობის ზრდა გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით: ბანდებს შორის ტერიტორიების განაწილებაზე ომებით, ნარკობაზრის გაფართოებით, იარაღით ვაჭრობის მატებით, მზარდი სოციალური უთანასწორობით, მაღალმა იმიგრაციითა და მიგრანტების ინტეგრაციის კრახით.

გარდა ამისა, უცხოურმა მაფიოზური დაჯგუფებებისთვის შვედეთი „თავშესაფრად“ იქცა, ხოლო ორგანიზებულმა დანაშაულის ჯგუფებმა ბიზნეს სექტორებში შეაღწიეს და ქვეყანაში იარაღის შეტანის გზები იპოვეს.