მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია 8 პირის ვინაობა, რომელსაც შსს სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება
ცნობილია 8 პირის ვინაობა, რომელსაც შსს სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება

"ამ წუ­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სი მო­ლის წინ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის გამო სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მის­ცეს: დი­მიტ­რი ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი, გიგი უგუ­ლა­ვა, ირაკ­ლი წიგ­ნა­ძე, ირაკ­ლი ტაბ­ლა­ძე, ნი­კო­ლოზ კუ­ტუ­ბი­ძე, ვა­სილ ელი­ა­ვა, ნი­კო­ლოზ ქუმ­სიშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე გო­გო­ლა­ძე" - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია „ცვი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

  • რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბა 8 პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ, სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­კა­ვე­ბუ­ლებს 4 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, მიმ­დი­ნა­რე წლის 2 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ი­სას, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის არა­ერ­თგზის მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჯგუ­ფუ­რად, უკა­ნო­ნოდ შე­ე­ცად­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ბლო­კი­რე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "სტრა­ტე­გი­უ­ლი ან/და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ნუს­ხის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2024 წლის 23 ოქ­ტომ­ბრის №361 დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი წარ­მო­ად­გენს სტრა­ტე­გი­უ­ლი ან/და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექტს.

ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ 2014 წლის 18 ივ­ნისს მი­ღე­ბუ­ლი №407-ე დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის გზე­ბის ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა, ხოლო აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთს სრუ­ლად მი­ე­კუთ­ვნე­ბა აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 2 თე­ბერ­ვალს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, და­ი­წყეს შეკ­რე­ბა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მსვლე­ლო­ბით თბი­ლი­სის გა­სას­ვლე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ი­ნაც­ვლეს. შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყ­ვნენ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და წევ­რებ­თან.

მი­უ­ხე­და­ვად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ად­გილ­ზე მყო­ფი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა, რომ აქ­ცი­ის წევ­რებს არ მო­ეხ­დი­ნათ სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ბლო­კი­რე­ბა, შეკ­რე­ბის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წი­ლი, არ და­ე­მორ­ჩი­ლა პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, გა­და­ვი­და გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე და შე­ე­ცა­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ბლო­კი­რე­ბას.

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, და­კა­ვე­ბუ­ლია 8 პირი.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ბლო­კი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნი­სა და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მიზ­ნით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რას ამ­ბო­ბენ ად­ვო­კა­ტე­ბი?

და­კა­ვე­ბუ­ლი ირაკ­ლი წიგ­ნა­ძის ად­ვო­კატ­მა, ლაშა ტყე­შე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­სა­მარ­თლო შე­ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბას, შე­ას­რუ­ლებს ზუს­ტად იმ ბრძა­ნე­ბას, რო­მელ­საც სის­ტე­მა და­ა­ვა­ლებს მას.

"თუ მას ბრა­ლი უკვე წა­რუდ­გი­ნეს, რა თქმა უნდა, უდი­დეს პრო­ცე­დუ­რულ დარ­ღვე­ვას აქვს ად­გი­ლი, რად­გან ყვე­ლამ იცო­და, რომ ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი. იზო­ლა­ტორ­ში იყო ჩემი ორ­დე­რი, ე.ი. სის­ტე­მამ იცო­და, რომ მას ჰყავ­და ად­ვო­კა­ტი, ე.ი. ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლებ­რი­ვი დარ­ღვე­ვით წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. მაგ­რამ თუ ამ მო­მენ­ტში ბრა­ლი არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით წა­ყე­ნე­ბუ­ლი და შსს-მ უბ­რა­ლოდ თქვა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, ესეც, რა თქმა უნდა კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. ჯერ გა­მო­ი­გო­ნეს რა­ღაც ახა­ლი მუხ­ლი, შემ­დეგ ამ მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე თვის უკან თა­ვის ცოლ­თან ერ­თად გა­უს­წორ­დნენ მან­ქა­ნა­ში.

ყვე­ლა ხე­დავ­და რო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­უს­წორ­და და დღემ­დე ის ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, ის არის პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. დღეს, როცა უკვე მე­ო­რე­ჯერ გა­უს­წორ­დნენ, სხვა ქუ­ჩა­ზე გზის გა­და­კეტვის დროს, როცა მათ გზა არ გა­და­უ­კე­ტი­ათ და სის­ტე­მა აბ­რა­ლებს, რომ გზა გა­და­კე­ტეს. იქაც სცე­მეს, პირ­და­პირ ხა­რე­ბა გა­უს­წორ­და. ამ თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ა­ნებს დღეს აკა­ვე­ბენ და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უნდა გა­ი­მარ­თოს. ახლა თქვენ გგო­ნი­ათ აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რა­მეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ? სა­სა­მარ­თლო შე­ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბას, შე­ას­რუ­ლებს ზუს­ტად იმ ბრძა­ნე­ბას, რო­მელ­საც სის­ტე­მა და­ა­ვა­ლებს მას. კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლია, სა­მარ­თა­ლი ამ სა­სა­მარ­თლო­ში არ არ­სე­ბობს. ახალ­გაზ­რდა ბიჭი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე არის და­კა­ვე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ტყე­შე­ლა­ძემ.

  • და­კა­ვე­ბუ­ლი ვა­სილ ელი­ა­ვა­სა და ალექ­სან­დრე გო­გო­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა, ნეს­ტან ლონ­და­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და რომ ისე ხდე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ არ ატყო­ბი­ნე­ბენ ად­ვო­კა­ტებს.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ და­კა­ვე­ბის დროს მათ მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დრო­საც, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მოხ­და მათ მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. დღეს ჩვენ ვე­ლო­დე­ბო­დით, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით მოხ­დე­ბო­და მათი სა­სა­მარ­თლო­ში გად­მოყ­ვა­ნა, ვი­გებთ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, რომ მათ მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის წარ­მო­ე­ბა იწყე­ბა. რა თქმა უნდა, მთლი­ა­ნად დარ­ღვე­უ­ლია დაც­ვის უფ­ლე­ბა, რად­გან ჩემი ორ­დე­რი იდო საქ­მე­ში და მი­ნი­მუმ ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბა მა­ინც შე­ეძ­ლოთ, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გა­დაჰ­ყავ­დათ. ჩემ­თან არა­ნა­ი­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ ვა­ყე­ნებ, რა გა­რე­მო­ე­ბა და რა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მათ მი­მართ. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვარ­კვევთ სად არი­ან ამ­ჟა­მად ეს პი­რე­ბი და რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა მათ მი­მართ.

მთლი­ა­ნად დარ­ღვე­უ­ლია დაც­ვის უფ­ლე­ბა, ად­ვო­კა­ტე­ბი სა­ა­თო­ბით ვყა­რა­უ­ლობთ სა­სა­მარ­თლო­ში, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ მოხ­დეს საქ­მის შე­მო­ტა­ნა და ისე არ გა­მო­ცხად­დეს სა­სა­მარ­თლო, რომ არ ვი­ყოთ ად­გილ­ზე. არ გვა­ტყო­ბი­ნე­ბენ ად­ვო­კა­ტებს და ისე ხდე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. რა თქმა უნდა ეს ხდე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დარ­ღვე­ვით“, - გა­ნა­ცხა­და ნეს­ტან ლონ­და­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ცნობილია 8 პირის ვინაობა, რომელსაც შსს სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება

ცნობილია 8 პირის ვინაობა, რომელსაც შსს სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება

"ამ წუთის ინფორმაციით, თბილისი მოლის წინ გამართული აქციის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს: დიმიტრი ბიძინაშვილი, გიგი უგულავა, ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე" - ამის შესახებ კოალიცია „ცვილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

  • როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება 8 პირის წინააღმდეგ, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.

აღსანიშნავია, რომ "სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 18 ივნისს მიღებული №407-ე დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ნუსხაშია შესული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთს სრულად მიეკუთვნება აღმაშენებლის ხეივანი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით, მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან.

მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება, შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას.

სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, დაკავებულია 8 პირი.

საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

რას ამბობენ ადვოკატები?

დაკავებული ირაკლი წიგნაძის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, რომ სასამართლო შეასრულებს დავალებას, შეასრულებს ზუსტად იმ ბრძანებას, რომელსაც სისტემა დაავალებს მას.

"თუ მას ბრალი უკვე წარუდგინეს, რა თქმა უნდა, უდიდეს პროცედურულ დარღვევას აქვს ადგილი, რადგან ყველამ იცოდა, რომ ადვოკატი ვიყავი. იზოლატორში იყო ჩემი ორდერი, ე.ი. სისტემამ იცოდა, რომ მას ჰყავდა ადვოკატი, ე.ი. ყველანაირი უფლებრივი დარღვევით წაუყენეს ბრალი. მაგრამ თუ ამ მომენტში ბრალი არ არის ჯერჯერობით წაყენებული და შსს-მ უბრალოდ თქვა, რომ გამოძიება დაიწყო, ესეც, რა თქმა უნდა კანონდარღვევაა. ჯერ გამოიგონეს რაღაც ახალი მუხლი, შემდეგ ამ მუხლის საფუძველზე დააკავეს თავისუფალი ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვის უკან თავის ცოლთან ერთად გაუსწორდნენ მანქანაში.

ყველა ხედავდა რომელი ადამიანი გაუსწორდა და დღემდე ის ადამიანი დაკავებული არ არის, ის არის პოლიციის მაღალჩინოსანი. დღეს, როცა უკვე მეორეჯერ გაუსწორდნენ, სხვა ქუჩაზე გზის გადაკეტვის დროს, როცა მათ გზა არ გადაუკეტიათ და სისტემა აბრალებს, რომ გზა გადაკეტეს. იქაც სცემეს, პირდაპირ ხარება გაუსწორდა. ამ თავისუფალ ადამიანებს დღეს აკავებენ და სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. ახლა თქვენ გგონიათ აღკვეთ ღონისძიებაზე რამეს გაითვალისწინებენ? სასამართლო შეასრულებს დავალებას, შეასრულებს ზუსტად იმ ბრძანებას, რომელსაც სისტემა დაავალებს მას. კანონი დარღვეულია, სამართალი ამ სასამართლოში არ არსებობს. ახალგაზრდა ბიჭი მტკიცებულებების გარეშე არის დაკავებული“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

  • დაკავებული ვასილ ელიავასა და ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა რომ ისე ხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომ არ ატყობინებენ ადვოკატებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაკავების დროს მათ მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და ფიზიკური ძალის გამოყენება. ტრანსპორტირების დროსაც, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში მოხდა მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება. დღეს ჩვენ ველოდებოდით, რომ ადმინისტრაციული წესით მოხდებოდა მათი სასამართლოში გადმოყვანა, ვიგებთ მოულოდნელად, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება იწყება. რა თქმა უნდა, მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება, რადგან ჩემი ორდერი იდო საქმეში და მინიმუმ ჩემთან დაკავშირება მაინც შეეძლოთ, როდესაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაჰყავდათ. ჩემთან არანაირი შეტყობინება ამასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, რა გარემოება და რა ხორციელდება მათ მიმართ. აუცილებლად გავარკვევთ სად არიან ამჟამად ეს პირები და რა საგამოძიებო მოქმედებები იგეგმება მათ მიმართ.

მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება, ადვოკატები საათობით ვყარაულობთ სასამართლოში, რომ მოულოდნელად არ მოხდეს საქმის შემოტანა და ისე არ გამოცხადდეს სასამართლო, რომ არ ვიყოთ ადგილზე. არ გვატყობინებენ ადვოკატებს და ისე ხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. რა თქმა უნდა ეს ხდება კანონმდებლობის სრული დარღვევით“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.