პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა დაუვიწყარ ფილმ "რეკორდში" ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელი - რას ჰყვებოდა ერთადერთ კინოროლსა და მის შემდგომ ცხოვრებაზე კობა ღვინიაშვილი?
გარდაიცვალა დაუვიწყარ ფილმ "რეკორდში" ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელი - რას ჰყვებოდა ერთადერთ კინოროლსა და მის შემდგომ ცხოვრებაზე კობა ღვინიაშვილი?

ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ცხა­დია, არ და­გა­ვი­წყდე­ბო­დათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტან­დე­მის: დიდი შე­მოქ­მე­დე­ბის: რე­ჟი­სორ გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ას, ოპე­რა­ტორ ირაკლი ონოფ­რიშ­ვი­ლის და კომ­პო­ზი­ტორ - გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი და­უ­ვი­წყა­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "რე­კორ­დი“ და მისი ახალ­გაზ­რდა "რე­კორდსმე­ნი“, შო­უ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჯო­ტია, ვის როლ­საც ფილმში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი კობა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს.

"შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი!“ - ეს ახალ­გაზ­რდა ჯო­ტი­ას და­უ­ვი­წყა­რი ფრა­ზაა, სხვაგ­ვა­რად მისი ნა­ტყორ­ცნი ქვა მდი­ნა­რეს ვერ გა­და­უფ­რენ­და და რე­კორ­დსაც ვერ და­ამ­ყა­რებ­და.

ბა­ტო­ნი კო­ბას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი წუ­ხელ შე­ვი­ტყვე "ფე­ის­ბუ­ქი­დან" და ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული...

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში“ ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, ერთხანს ჩვე­ნი მძღო­ლიც იყო - კვი­რა­ში ერთხელ, დი­ლა­ად­რი­ან, ერ­თსა­ა­თი­ა­ნი პირ­და­პი­რი რა­დი­ო­ე­თე­რი გვქონ­და მე და ჩემს ორ კო­ლე­გას და ბა­ტო­ნი კობა შინ გვა­კი­თხავ­და ხოლ­მე, სამ­სა­ხურ­ში წა­საყ­ვა­ნად. ვი­ცო­დი, ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს რომ ცხოვ­რობ­და, მა­ნამ­დე ქუ­ჩა­შიც მხვდე­ბო­და ხოლ­მე. ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობ­და, თუმ­ცა მო­სალ­მე­ბა კი გუ­ლი­ა­ნი იცო­და.

სწო­რედ იმ პირ­და­პი­რი ეთე­რე­ბი­სას, შინ რომ გვა­კი­თხავ­და ხოლ­მე მან­ქა­ნით, მი­თხრა, მეც აქვე ვცხოვ­რობ, მე­ზობ­ლად, მე­ექ­ვსე კვარ­ტალ­შიო. მა­ნამ­დეც ხში­რად ვხე­დავ­დი ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ მხო­ლოდ სა­ლამ­სა და მო­კი­თხვას ვჯერ­დე­ბო­დით, მერე კი უფრო დავ­მე­გობ­რდით. თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო.

ბოლო ხანს აღარ­სად შევ­ხვედ­რი­ვარ. სულ მე­ფიქ­რე­ბო­და, ნე­ტავ, რო­გორ არის-მეთ­ქი? მისი სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც ვერ­სად მი­ვაკ­ვლიე, ვერც - მო­ბი­ლუ­რის, არა­და, მინ­დო­და შევ­ხმი­ა­ნე­ბო­დი და კი­დევ ერთი ინ­ტერ­ვიუ ჩა­მე­წე­რა. უკა­ნას­კნე­ლად რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ღა­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი მა­რა­თო­ნი­სას, მეტ­რო­სად­გურ "დე­ლის­თან“ შეგ­ვხვდა მე და ჩემს მე­გო­ბარს. და­ბინ­დე­ბუ­ლი იყო, სა­უ­ბარ­ში გარ­თულ­მა ვერც შევ­ნიშ­ნე, უცებ კი ჩემი სა­ხე­ლი ჩა­მეს­მა. გავ­ხე­დე და უნებ­ლი­ეთ წა­მომ­ცდა, ჯო­ტია ცა­ა­ვაა-თქო. ბა­ტონ კო­ბას პი­რის­პირ - არა, მაგ­რამ, ზო­გა­დად, სულ ჯო­ტია ცა­ა­ვა­თი ვიხ­სე­ნი­ებ­დი ხოლ­მე ახ­ლობ­ლებ-ნაც­ნო­ბებ­ში. ტრა­დი­ცი­უ­ლად, გულ­თბი­ლად მო­მი­კი­თხა. დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ, მერე უცებ ვთხო­ვე, ერ­თად გა­და­ვი­ღოთ სა­მახ­სოვ­რო ფოტო-მეთ­ქი (აშ­კა­რად სატ­რა­ბა­ხოდ მინ­დო­და, სხვებ­საც რომ გა­ე­გოთ, ამ მო­რი­დე­ბულ "რე­კორდსმენს“ კარ­გად რომ ვიც­ნობ­დი). ჩემს მე­გო­ბარ­მა რამ­დე­ნი­მე კად­რი გა­დაგ­ვი­ღო. ახლა კი მხო­ლოდ ეს კად­რე­ბი და დიდი ხნის წინ ჩა­წე­რი­ლი ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ დამ­რჩა მის სა­მახ­სოვ­როდ...

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს არც ბა­ტო­ნი გუ­რამ პა­ტა­რა­ი­აა ცო­ცხა­ლი, არც ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ონოფ­რიშ­ვი­ლი და არც ბა­ტო­ნი გია ყან­ჩე­ლი, კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი მათი ფილ­მი­დან, წუ­ხელ კი ამ დი­დე­ბულ ტრი­ოს ბა­ტო­ნი კობა ღვი­ნი­აშ­ვი­ლიც შე­უ­ერ­თდა.

  • "შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი!“

ჯო­ტია ცა­ა­ვას ეს ფრა­ზა დღემ­დე ფრთი­ან გა­მო­ნათ­ქვა­მად შე­მოგ­ვრჩა, ისე­ვე, რო­გორც კი­დევ ბევ­რი ფრა­ზა ამ ფილ­მი­დან. ზო­გა­დად კი, რე­ჟი­სორ გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ას სა­ტე­ლე­ვი­ზიო მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "რე­კორ­დი“ ქარ­თვე­ლე­ბის სარ­ე­კორ­დო რა­ო­დე­ნო­ბამ იცის ზე­პი­რად, შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდებ­მა არ იცოდ­ნენ, მაგ­რამ მათ ოჯა­ხებ­ში მშობ­ლე­ბი ლა­პა­რა­კობ­დნენ ფილ­მის კვი­მა­ტი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით. "რე­კორ­დის“ რე­კორდსმე­ნი ჯო­ტია ცა­ა­ვაც ბევ­რს გვახ­სოვს და მე კი, რო­გორც გი­თხა­რით, მის ეკ­რან­ზე გამ­ცო­ცხლე­ბელს, ერთ დროს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ან თა­ნამ­შრო­მელ კობა ღვი­ნი­აშ­ვილს პი­რა­დად ვიც­ნობ­დი (ვწუხ­ვარ, რომ ამ სტა­ტი­ა­ში მას­ზე წარ­სულ­ში მო­მიხ­დე­ბა ლა­პა­რა­კი).

თავ­და­პირ­ვე­ლად მინ­და, ორი­ო­დე სი­ტყვით ფილმზეც გი­თხრათ: ფილ­მს სა­ფუძ­ვლად ჩეხი მწერ­ლის მო­თხრო­ბა და­ე­დო, თუმ­ცა სცე­ნა­რის ავ­ტო­რებ­მა, თა­ვად ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა და ამი­რან ჭი­ჭი­ნა­ძემ ისე გა­ა­ქარ­თუ­ლეს, ვე­რაფ­რით იტყვი, პირ­წმინ­დად ქარ­თუ­ლი არ არი­სო. სხვა­თა შო­რის, "რე­კორ­დი“ გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე "და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ“ და ერთი წლით "ჩა­უს­ვამთ სპორ­ტუ­ლი აფე­რის­ტო­ბის­თვის“, - საბ­ჭო­თა მი­ლი­ცი­ას მას­ხრად იგ­დებ­თო. მერე მი­ჩე­ხეს, მო­ჩე­ხეს, და­ა­მონ­ტა­ჟეს და რო­გორც იქნა, "შე­ი­წყა­ლეს“. სწო­რედ ასე­თი ვი­ხი­ლეთ ეკ­რან­ზე და ძა­ლი­ა­ნაც შე­ვიყ­ვა­რეთ.

ბა­ტონ კო­ბას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­დან დიდი დრო გა­ვი­და. მახ­სოვს, მა­შინ მი­თხრა, - დღე­საც ხში­რად მი­რე­კა­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ჩა­წე­რას მთხო­ვენ, მაგ­რამ ხომ იცი, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი დი­დად არ მიყ­ვარ­სო და იქვე და­ა­ყო­ლა, ძვე­ლი ნაც­ნო­ბო­ბის წყა­ლო­ბით შენ ვერ გე­ტყვი უარ­სო. ხათ­რი­ა­ნი კაცი იყო, მო­რი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ - ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რიც, არა­და, ფილმში ძა­ლი­ან სი­ტყვა­ძუნწ ადა­მი­ა­ნად იყო გა­მოყ­ვა­ნი­ლი... სი­ტყვა­ძუნ­წო­ბა­ზე რომ ვკი­თხე, ჩა­ე­ცი­ნა, - სი­ტყვა­ძუნ­წი კი არ ვარ, ცხო­ნე­ბულ­მა გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ამ მარ­გუ­ნა ასე­თი რთუ­ლი როლი. ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო დე­ბი­უ­ტიც ეგ იყო და - ფი­ნა­ლიც. ამ გა­მოც­დი­ლე­ბით მივ­ხვდი, რომ რაც მეტი სი­ტყვაა ფილმში, მით უფრო ად­ვი­ლია შე­სას­რუ­ლებ­ლად, პა­უ­ზა კი - ძნე­ლი­აო.

  • მისი ერ­თა­დერ­თი ფილ­მი და როლი

ჯო­ტია ცა­ა­ვას რო­ლის და ფილ­მის ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა რომ ვთხო­ვე, და­უ­ზარ­ლად მი­ამ­ბო...

მო­მიყ­ვა, რომ 1972-73 წლებ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, გა­რე­გა­და­ღე­ბის მან­ქა­ნა­ზე, ე. წ. კრან­ზე მუ­შა­ობ­და და იმ­ხა­ნად ხან­გრძლი­ვი მივ­ლი­ნე­ბით ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ას მა­ნამ­დეც იც­ნობ­და, ბა­თუმ­ში კი შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა. ათას რა­მე­ზე უსა­უბ­რი­ათ და ბო­ლოს ბა­ტონ გუ­რამ უთხო­ვია: მხატ­ვრულ ფილ­მს ვი­ღებ, წა­მო­დი გე­გეჭ­კორ­ში (ახ­ლან­დელ მარ­ტვი­ლის რა­ი­ონ­ში - ი.ხ.), მჭირ­დე­ბი, მივ­ლი­ნე­ბა­საც გა­გი­ფორ­მე­ბო. ბა­ტონ კო­ბას ბა­თუმ­ში საქ­მე­ე­ბი აღარ ჰქონ­და და უკვე თბი­ლის­ში აპი­რებ­და დაბ­რუ­ნე­ბას, ამი­ტომ რე­ჟი­სორს და­თან­ხმე­ბია და გაჰ­ყო­ლია.

მი­ამ­ბო:

"რე­კორ­დის“ გა­და­ღე­ბა და­წყე­ბუ­ლი იყო და ჯო­ტია ცა­ა­ვას როლს ას­რუ­ლებ­და გოგი ქავ­თა­რა­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ ბა­თუ­მის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. სხვა­თა შო­რის, შოუს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც სხვა გო­გო­ნა იყო - გოგი ქავ­თა­რა­ძის ბა­თუ­მე­ლი მე­ზო­ბე­ლი მე­დი­კო ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი. გოგი ჩემ­ზე ცო­ტა­თი უფ­რო­სი იყო და, თურ­მე, რეზო ჩხე­ი­ძეს მისი ასა­კის გამო უთ­ქვამს: უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა, გო­გიმ ფილმში "ხუტა უფ­როსს“ - ლა­მის თა­ვის კბი­ლა კაცს ბი­ძია და­უ­ძა­ხო­სო. გარ­და ამი­სა, მგო­ნი, გო­გი­მაც უარი თქვა, - ბა­თუ­მის თე­ატ­რში ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და ხში­რად ვერ ჩა­დი­ო­და გე­გეჭ­კორ­ში, ამი­ტომ გა­და­ღე­ბაც ჯან­ჯლ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, რო­გორც ჩანს, გუ­რამ­მა ჩემ­თან შეხ­ვედ­რი­სას გულ­ში ჩა­ი­დო, ჯო­ტი­ას როლ­ზე რომ მო­ვე­სინ­ჯე. სა­მეგ­რე­ლო­ში ჩა­სულს ეს რომ გა­მიმ­ხი­ლა, გა­ო­ცე­ბულ­მა ვუ­თხა­რი: ჩემო გუ­რამ, ცხოვ­რე­ბა­ში არ­სად მი­თა­მა­შია, სას­კო­ლო დად­გმებ­შიც კი არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მელ ფილმზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი-მეთ­ქი? - კაი რა, ამა­ზე ად­ვი­ლი რა არის! აბა თქვი: "შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი!“- აშ­კა­რად იხ­ტი­ბარს არ იტეხ­და. მე წყნა­რად გა­ვი­მე­ო­რე ფრა­ზა. - ბიჭო, გაბ­რა­ზე­ბულ­მა თქვი, შენ­ზე გა­ვა­კე­თე "სტავ­კა“, არ დამ­ღუ­პოო, - მთხო­ვა. ალ­ბათ, "სტავ­კა­ზე“ იც­რუა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ვი­ფიქ­რე, მოდი, თავს გა­მოვ­ცდი, თუ შევ­ძლებ თა­მაშს, გუ­რამ­საც და­ვეხ­მა­რე­ბი, თან, ალ­ბათ, ჰო­ნო­რარ­საც მომ­ცე­მენ-მეთ­ქი. ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე და გაბ­რა­ზე­ბულ­მა შევ­ძა­ხე: შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი-მეთ­ქი და... გა­მო­მი­ვი­და".

ფილ­მის ოპე­რა­ტორს, ირაკ­ლი ონოფ­რიშ­ვილს, თურ­მე, ბევ­რი დუბ­ლის გა­და­ღე­ბა არ უყ­ვარ­და, ამი­ტომ მეტ დროს რე­პე­ტი­ცი­ებს უთ­მობ­და. ბა­ტო­ნი კობა რე­პე­ტი­ცი­ას არ გა­დი­ო­და, - იქ უფრო არ გა­მომ­დი­ო­და თა­მა­ში და პირ­და­პირ მი­ღებ­დნენ, ალ­ბათ, მერე იმ კად­რე­ბი­დან სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი შე­ა­წე­ბეს და რა­ღაც გა­მო­მი­ვი­დაო.

"რე­კორდში“ შემ­სრუ­ლე­ბელ­თა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ან­სამ­ბლი კი შეკ­რი­ბა ბა­ტონ­მა გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ამ, თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სი საქ­მის უდი­დე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო: მა­ნუ­ჩარ შერ­ვა­ში­ძე დურუ ხუნ­ჭუ­ას როლ­ში, ასე­ვე, ცუ­ცას როლ­ში ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ევა ხუ­ტუ­ნაშ­ვი­ლი. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ნი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ და, სხვა­თა შო­რის, მა­ნუ­ჩა­რის გარ­და - კი­ნო­ში დე­ბი­უ­ტან­ტე­ბი.

ერთი შე­ხედ­ვით კუშტ ბა­ტონ კო­ბას იუ­მო­რის გრძნო­ბაც გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ჰქო­ნია, ისე ხა­ლი­სით დამ­თან­ხმდა ფილ­მის გა­და­ღე­ბის ე.წ. შავი მა­სა­ლის - კუ­ლი­სე­ბის ამ­ბე­ბის მო­ყო­ლას - როლი კარ­გად რომ მო­ერ­გოთ, ფილ­მის მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი სულ ფორ­მი­თა და ხუტა უფ­რო­სის მო­ტო­ციკ­ლით და­დი­ოდ­ნენ. ვარ­ჯი­შობ­დნენ რა...

"ერთხე­ლაც, "მი­ლი­ცი­ის უმ­ცროს ლე­ი­ტე­ნანტს“ ხუტა უფ­როსს და მის "მო­ად­გი­ლე“ ღინ­ტუს - მა­შინ­დე­ლი გე­გეჭ­კო­რის რა­ი­ო­ნის კულ­ტუ­რის სახ­ლის დი­რექ­ტორს, აწ გარ­დაც­ვლილ გუ­რამ ჟვა­ნი­ას, გზა­ზე საწ­ვა­ვი გა­უ­თავ­დათ. მო­დის, თურ­მე, "ურა­ლი“ - სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკა­ნო­ნოდ მოჭ­რი­ლი ხე­ტყით დატ­ვირ­თუ­ლი. ფორ­მი­ან­მა "მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა“ სატ­ვირ­თო გა­ა­ჩე­რეს და საწ­ვა­ვის თხოვ­ნა და­ა­პი­რეს. "ურა­ლის“ მძღოლ­მა გუ­რა­მი იცნო და ჰკი­თხა: დიდი ხა­ნია, ფორ­მა გაც­ვი­აო? გუ­რამ­მაც არ მო­ა­ტყუა: ერთი-ორი თვე­აო. მძღოლ­მა მე­ტის თქმა არ აცა­ლა - ოღონდ იმას არ და­ე­კა­ვე­ბი­ნა (ნამ­დვი­ლი მი­ლი­ცი­ე­ლი ეგო­ნა) და გუ­რა­მის­თვის ჯი­ბე­ში ფუ­ლის ჩა­ტე­ნას შე­ე­ცა­და. - რას შვრე­ბი, კაცო, საწ­ვა­ვი ჩა­მის­ხიო, - უთხრა გუ­რამ­მა. - საწ­ვავ­საც ჩა­გის­ხამ და ესეც გა­მო­მარ­თვიო, - არ მო­ეშ­ვა მძღო­ლი. ბო­ლოს­და­ბო­ლოს, გო­ვენ­მა და გუ­რამ­მა სი­ცი­ლით აუხ­სნეს, რომ ფილმში იღებ­დნენ და ნამ­დვი­ლი მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი არ იყ­ვნენ. გა­გიჟ­და, თურ­მე, ის კაცი და მე­ო­რე დღეს გე­გეჭ­კო­რის რეს­ტო­რან­ში მა­გა­რი სუფ­რა გა­შა­ლა. კარ­გა­დაც მო­ვულ­ხი­ნეთ. ისე, მოლ­ხე­ნა არც სხვა დღე­ებ­ში გვაკ­ლდა...

უი, პა­ტა­რა ექ­სცე­სიც მოხ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში. ერთხელ ნას­ვა­მი შე­ვე­დი ოთახ­ში, ბი­ჭე­ბიც ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ და "ჯო­კერს“ თა­მა­შობ­დნენ. ფილ­მის მე­ო­რე რე­ჟი­სორ­მა - ოთარ ასა­ნი­ძემ მი­თხრა: შენ, იცი, რომ მა­ნუ­ჩა­რი მარ­თლა გა­გი­ნებს იქი­თა ნა­პი­რი­დან? ჩემი თუ არ გჯე­რა, თვი­თონ მას ჰკი­თხეო. იმ­დენ­ჯერ გა­მი­მე­ო­რა, რომ და­ვი­ჯე­რე. მა­ნუ­ჩარ­მაც, ოღონდ ოთა­რი გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო, - ვა­გი­ნე­ბო, - და­ა­დას­ტუ­რა და ხელი აიქ­ნია. მეც "ავ­ვარ­დი“ და პა­ტა­რა გა­წევ-გა­მო­წე­ვა იყო, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­და. ისე, შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა მა­გი­ნებ­და - აბა, კაცი როლ­ში იყო შე­სუ­ლი და რა ექნა?! - მიყ­ვე­ბო­და ბა­ტო­ნი კობა.

  • ჯო­ტია ცა­ა­ვას სიყ­ვა­რუ­ლი - "კარ­გი გოგო შოუ“

ჯო­ტია ცა­ა­ვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კი არის შო­უ­ზე, თუმ­ცა კლა­სი­კურ რო­მან­ტი­კულ გმირს არ ჰგავს. თით­ქოს ცხოვ­რე­ბა­შიც არ ტო­ვებ­და რო­მან­ტი­კუ­ლი მა­მა­კა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას. ვერ მო­ვით­მი­ნე და და­ვინ­ტე­რეს­დი, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა ხდე­ბო­და, მარ­თლა "კარ­გი გოგო“ იყო შოუ-თქო და მა­შინ­ვე მო­მი­გო:

"რაკი გოგი ქავ­თა­რა­ძე აღარ თა­მა­შობ­და ფილმში, შოუს რო­ლის პირ­ვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მე­დი­კოც ბა­თუმ­ში დაბ­რუნ­და. გუ­რამ­მა როლი დიდი ჭყო­ნის მე­ურ­ნე­ო­ბის მთა­ვა­რი ინ­ჟინ­რის ქა­ლიშ­ვილს მი­ან­დო. კარ­გი გოგო იყო შოუ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვას მოს­წონ­და - ფილ­მის ერთ-ერთ ხმის რე­ჟი­სორს, ოთარს. ასე რომ, მე არა­ფერ შუ­ა­ში ვი­ყა­ვი..."

"რე­კორ­დის“ გა­და­ღე­ბის შემ­დეგ ბა­ტო­ნი კობა აღა­რა­ვის გა­და­უ­ღია. მი­თხრა, კარ­გა ხანს რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, მერე კი დავ­ბრუნ­დი, მაგ­რამ ვი­ღას ვეხ­სო­მე­ბო­დიო... ისე, არც თა­ვად ჰქო­ნია, თურ­მე, ფილმში გა­და­ღე­ბის სურ­ვი­ლი. თუმ­ცა ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მოს­კოვ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სულ პავ­ლი­კა სუ­ხოვს მის­თვის იქი­დან "დე­სან­ტი“გა­მო­უგ­ზავ­ნია - ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი, ბა­ტო­ნი კო­ბას კო­ორ­დი­ნა­ტე­ბიც მი­უ­ცა და აქ გა­და­ღე­ბულ ტე­ლე­ფილმში, სა­დაც ელ­დარ შენ­გე­ლა­ია და სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­წე­რეს, მის­გან და მისი მე­უღ­ლის­გა­ნაც აუ­ღი­ათ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. მახ­სოვს, იქვე და­ა­ყო­ლა, ასე რომ, ჩემი ცხოვ­რე­ბის "შოუც“ ნა­პოვ­ნი მყავს, ოღონდ მას დოდო ჰქვია და კი­დევ - ერთი ვა­ჟიც მყავ­სო.

ბა­ტო­ნო კობა, გა­გი­ნათ­ლოთ სული უფალ­მა და და­გიმ­კვიდ­როთ მა­რა­დი­უ­ლი სა­სუ­ფე­ვე­ლი მარ­თალ­თა შო­რის. სულ მახ­სოვ­დით და მე­მახ­სოვ­რე­ბით... მე კი არა, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ემახ­სოვ­რე­ბით - რე­კორდსმე­ნი და შო­უ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჯო­ტია ცა­ა­ვა, და­უ­ვი­წყა­რი ფილ­მი­დან - "რე­კორ­დი“!

  • ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

გარდაიცვალა დაუვიწყარ ფილმ "რეკორდში" ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელი - რას ჰყვებოდა ერთადერთ კინოროლსა და მის შემდგომ ცხოვრებაზე კობა ღვინიაშვილი?

გარდაიცვალა დაუვიწყარ ფილმ "რეკორდში" ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელი - რას ჰყვებოდა ერთადერთ კინოროლსა და მის შემდგომ ცხოვრებაზე კობა ღვინიაშვილი?

ქართული ფილმების მოყვარულებს ცხადია, არ დაგავიწყდებოდათ შესანიშნავი ტანდემის: დიდი შემოქმედების: რეჟისორ გურამ პატარაიას, ოპერატორ ირაკლი ონოფრიშვილის და კომპოზიტორ - გია ყანჩელის მუსიკით დამშვენებული დაუვიწყარი სატელევიზიო მხატვრული ფილმი "რეკორდი“ და მისი ახალგაზრდა "რეკორდსმენი“, შოუზე შეყვარებული ჯოტია, ვის როლსაც ფილმში არაპროფესიონალი მსახიობი კობა ღვინიაშვილი შესანიშნავად ასრულებს.

"შემაგინე და გესვრი!“ - ეს ახალგაზრდა ჯოტიას დაუვიწყარი ფრაზაა, სხვაგვარად მისი ნატყორცნი ქვა მდინარეს ვერ გადაუფრენდა და რეკორდსაც ვერ დაამყარებდა.

ბატონი კობას გარდაცვალების ამბავი წუხელ შევიტყვე "ფეისბუქიდან" და ძალიან მეტკინა გული...

წლების განმავლობაში "საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ერთად ვმუშაობდით, ერთხანს ჩვენი მძღოლიც იყო - კვირაში ერთხელ, დილაადრიან, ერთსაათიანი პირდაპირი რადიოეთერი გვქონდა მე და ჩემს ორ კოლეგას და ბატონი კობა შინ გვაკითხავდა ხოლმე, სამსახურში წასაყვანად. ვიცოდი, ჩემს სახლთან ახლოს რომ ცხოვრობდა, მანამდე ქუჩაშიც მხვდებოდა ხოლმე. ძალიან მოკრძალებული ადამიანი იყო, ბევრს არ ლაპარაკობდა, თუმცა მოსალმება კი გულიანი იცოდა.

სწორედ იმ პირდაპირი ეთერებისას, შინ რომ გვაკითხავდა ხოლმე მანქანით, მითხრა, მეც აქვე ვცხოვრობ, მეზობლად, მეექვსე კვარტალშიო. მანამდეც ხშირად ვხედავდი ქუჩაში, მაგრამ მხოლოდ სალამსა და მოკითხვას ვჯერდებოდით, მერე კი უფრო დავმეგობრდით. თბილი და ყურადღებიანი ადამიანი იყო.

ბოლო ხანს აღარსად შევხვედრივარ. სულ მეფიქრებოდა, ნეტავ, როგორ არის-მეთქი? მისი სახლის ტელეფონის ნომერიც ვერსად მივაკვლიე, ვერც - მობილურის, არადა, მინდოდა შევხმიანებოდი და კიდევ ერთი ინტერვიუ ჩამეწერა. უკანასკნელად რამდენიმე წლის წინ, ღამის ტრადიციული სპორტული მარათონისას, მეტროსადგურ "დელისთან“ შეგვხვდა მე და ჩემს მეგობარს. დაბინდებული იყო, საუბარში გართულმა ვერც შევნიშნე, უცებ კი ჩემი სახელი ჩამესმა. გავხედე და უნებლიეთ წამომცდა, ჯოტია ცაავაა-თქო. ბატონ კობას პირისპირ - არა, მაგრამ, ზოგადად, სულ ჯოტია ცაავათი ვიხსენიებდი ხოლმე ახლობლებ-ნაცნობებში. ტრადიციულად, გულთბილად მომიკითხა. დიდხანს ვისაუბრეთ, მერე უცებ ვთხოვე, ერთად გადავიღოთ სამახსოვრო ფოტო-მეთქი (აშკარად სატრაბახოდ მინდოდა, სხვებსაც რომ გაეგოთ, ამ მორიდებულ "რეკორდსმენს“ კარგად რომ ვიცნობდი). ჩემს მეგობარმა რამდენიმე კადრი გადაგვიღო. ახლა კი მხოლოდ ეს კადრები და დიდი ხნის წინ ჩაწერილი ჩვენი ინტერვიუ დამრჩა მის სამახსოვროდ...

სამწუხაროდ, დღეს არც ბატონი გურამ პატარაიაა ცოცხალი, არც ბატონი ირაკლი ონოფრიშვილი და არც ბატონი გია ყანჩელი, კიდევ რამდენიმე მსახიობი მათი ფილმიდან, წუხელ კი ამ დიდებულ ტრიოს ბატონი კობა ღვინიაშვილიც შეუერთდა.

  • "შემაგინე და გესვრი!“

ჯოტია ცაავას ეს ფრაზა დღემდე ფრთიან გამონათქვამად შემოგვრჩა, ისევე, როგორც კიდევ ბევრი ფრაზა ამ ფილმიდან. ზოგადად კი, რეჟისორ გურამ პატარაიას სატელევიზიო მხატვრული ფილმი "რეკორდი“ ქართველების სარეკორდო რაოდენობამ იცის ზეპირად, შეიძლება, ძალიან ახალგაზრდებმა არ იცოდნენ, მაგრამ მათ ოჯახებში მშობლები ლაპარაკობდნენ ფილმის კვიმატი გამონათქვამებით. "რეკორდის“ რეკორდსმენი ჯოტია ცაავაც ბევრს გვახსოვს და მე კი, როგორც გითხარით, მის ეკრანზე გამცოცხლებელს, ერთ დროს "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძალიან ყურადღებიან თანამშრომელ კობა ღვინიაშვილს პირადად ვიცნობდი (ვწუხვარ, რომ ამ სტატიაში მასზე წარსულში მომიხდება ლაპარაკი).

თავდაპირველად მინდა, ორიოდე სიტყვით ფილმზეც გითხრათ: ფილმს საფუძვლად ჩეხი მწერლის მოთხრობა დაედო, თუმცა სცენარის ავტორებმა, თავად ბატონმა გურამმა და ამირან ჭიჭინაძემ ისე გააქართულეს, ვერაფრით იტყვი, პირწმინდად ქართული არ არისო. სხვათა შორის, "რეკორდი“ გამოსვლისთანავე "დაუპატიმრებიათ“ და ერთი წლით "ჩაუსვამთ სპორტული აფერისტობისთვის“, - საბჭოთა მილიციას მასხრად იგდებთო. მერე მიჩეხეს, მოჩეხეს, დაამონტაჟეს და როგორც იქნა, "შეიწყალეს“. სწორედ ასეთი ვიხილეთ ეკრანზე და ძალიანაც შევიყვარეთ.

ბატონ კობასთან ინტერვიუს ჩაწერიდან დიდი დრო გავიდა. მახსოვს, მაშინ მითხრა, - დღესაც ხშირად მირეკავენ ჟურნალისტები და ჩაწერას მთხოვენ, მაგრამ ხომ იცი, ინტერვიუები დიდად არ მიყვარსო და იქვე დააყოლა, ძველი ნაცნობობის წყალობით შენ ვერ გეტყვი უარსო. ხათრიანი კაცი იყო, მორიდებული, მაგრამ - ძალიან კომუნიკაბელურიც, არადა, ფილმში ძალიან სიტყვაძუნწ ადამიანად იყო გამოყვანილი... სიტყვაძუნწობაზე რომ ვკითხე, ჩაეცინა, - სიტყვაძუნწი კი არ ვარ, ცხონებულმა გურამ პატარაიამ მარგუნა ასეთი რთული როლი. ჩემი სამსახიობო დებიუტიც ეგ იყო და - ფინალიც. ამ გამოცდილებით მივხვდი, რომ რაც მეტი სიტყვაა ფილმში, მით უფრო ადვილია შესასრულებლად, პაუზა კი - ძნელიაო.

  • მისი ერთადერთი ფილმი და როლი

ჯოტია ცაავას როლის და ფილმის ამბების გახსენება რომ ვთხოვე, დაუზარლად მიამბო...

მომიყვა, რომ 1972-73 წლებში ტელევიზიაში, გარეგადაღების მანქანაზე, ე. წ. კრანზე მუშაობდა და იმხანად ხანგრძლივი მივლინებით ბათუმში იმყოფებოდა. გურამ პატარაიას მანამდეც იცნობდა, ბათუმში კი შემთხვევით შეხვდა. ათას რამეზე უსაუბრიათ და ბოლოს ბატონ გურამ უთხოვია: მხატვრულ ფილმს ვიღებ, წამოდი გეგეჭკორში (ახლანდელ მარტვილის რაიონში - ი.ხ.), მჭირდები, მივლინებასაც გაგიფორმებო. ბატონ კობას ბათუმში საქმეები აღარ ჰქონდა და უკვე თბილისში აპირებდა დაბრუნებას, ამიტომ რეჟისორს დათანხმებია და გაჰყოლია.

მიამბო:

"რეკორდის“ გადაღება დაწყებული იყო და ჯოტია ცაავას როლს ასრულებდა გოგი ქავთარაძე, რომელიც მაშინ ბათუმის თეატრში მუშაობდა. სხვათა შორის, შოუს როლის შემსრულებელიც სხვა გოგონა იყო - გოგი ქავთარაძის ბათუმელი მეზობელი მედიკო ჯიჯეიშვილი. გოგი ჩემზე ცოტათი უფროსი იყო და, თურმე, რეზო ჩხეიძეს მისი ასაკის გამო უთქვამს: უხერხული იქნება, გოგიმ ფილმში "ხუტა უფროსს“ - ლამის თავის კბილა კაცს ბიძია დაუძახოსო. გარდა ამისა, მგონი, გოგიმაც უარი თქვა, - ბათუმის თეატრში ძალიან დაკავებული იყო და ხშირად ვერ ჩადიოდა გეგეჭკორში, ამიტომ გადაღებაც ჯანჯლდებოდა. მოკლედ, როგორც ჩანს, გურამმა ჩემთან შეხვედრისას გულში ჩაიდო, ჯოტიას როლზე რომ მოვესინჯე. სამეგრელოში ჩასულს ეს რომ გამიმხილა, გაოცებულმა ვუთხარი: ჩემო გურამ, ცხოვრებაში არსად მითამაშია, სასკოლო დადგმებშიც კი არ მიმიღია მონაწილეობა, რომელ ფილმზე მელაპარაკები-მეთქი? - კაი რა, ამაზე ადვილი რა არის! აბა თქვი: "შემაგინე და გესვრი!“- აშკარად იხტიბარს არ იტეხდა. მე წყნარად გავიმეორე ფრაზა. - ბიჭო, გაბრაზებულმა თქვი, შენზე გავაკეთე "სტავკა“, არ დამღუპოო, - მთხოვა. ალბათ, "სტავკაზე“ იცრუა, ყოველ შემთხვევაში, ვიფიქრე, მოდი, თავს გამოვცდი, თუ შევძლებ თამაშს, გურამსაც დავეხმარები, თან, ალბათ, ჰონორარსაც მომცემენ-მეთქი. ძალიან მოვინდომე და გაბრაზებულმა შევძახე: შემაგინე და გესვრი-მეთქი და... გამომივიდა".

ფილმის ოპერატორს, ირაკლი ონოფრიშვილს, თურმე, ბევრი დუბლის გადაღება არ უყვარდა, ამიტომ მეტ დროს რეპეტიციებს უთმობდა. ბატონი კობა რეპეტიციას არ გადიოდა, - იქ უფრო არ გამომდიოდა თამაში და პირდაპირ მიღებდნენ, ალბათ, მერე იმ კადრებიდან საუკეთესოები შეაწებეს და რაღაც გამომივიდაო.

"რეკორდში“ შემსრულებელთა ძალიან საინტერესო ანსამბლი კი შეკრიბა ბატონმა გურამ პატარაიამ, თითოეული თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალი იყო: მანუჩარ შერვაშიძე დურუ ხუნჭუას როლში, ასევე, ცუცას როლში ქუთაისის თეატრის მსახიობი ევა ხუტუნაშვილი. საერთოდ, ყველანი თეატრის მსახიობები იყვნენ და, სხვათა შორის, მანუჩარის გარდა - კინოში დებიუტანტები.

ერთი შეხედვით კუშტ ბატონ კობას იუმორის გრძნობაც გამძაფრებული ჰქონია, ისე ხალისით დამთანხმდა ფილმის გადაღების ე.წ. შავი მასალის - კულისების ამბების მოყოლას - როლი კარგად რომ მოერგოთ, ფილმის მილიციელები სულ ფორმითა და ხუტა უფროსის მოტოციკლით დადიოდნენ. ვარჯიშობდნენ რა...

"ერთხელაც, "მილიციის უმცროს ლეიტენანტს“ ხუტა უფროსს და მის "მოადგილე“ ღინტუს - მაშინდელი გეგეჭკორის რაიონის კულტურის სახლის დირექტორს, აწ გარდაცვლილ გურამ ჟვანიას, გზაზე საწვავი გაუთავდათ. მოდის, თურმე, "ურალი“ - სატვირთო მანქანა, სავარაუდოდ, უკანონოდ მოჭრილი ხეტყით დატვირთული. ფორმიანმა "მილიციელებმა“ სატვირთო გააჩერეს და საწვავის თხოვნა დააპირეს. "ურალის“ მძღოლმა გურამი იცნო და ჰკითხა: დიდი ხანია, ფორმა გაცვიაო? გურამმაც არ მოატყუა: ერთი-ორი თვეაო. მძღოლმა მეტის თქმა არ აცალა - ოღონდ იმას არ დაეკავებინა (ნამდვილი მილიციელი ეგონა) და გურამისთვის ჯიბეში ფულის ჩატენას შეეცადა. - რას შვრები, კაცო, საწვავი ჩამისხიო, - უთხრა გურამმა. - საწვავსაც ჩაგისხამ და ესეც გამომართვიო, - არ მოეშვა მძღოლი. ბოლოსდაბოლოს, გოვენმა და გურამმა სიცილით აუხსნეს, რომ ფილმში იღებდნენ და ნამდვილი მილიციელები არ იყვნენ. გაგიჟდა, თურმე, ის კაცი და მეორე დღეს გეგეჭკორის რესტორანში მაგარი სუფრა გაშალა. კარგადაც მოვულხინეთ. ისე, მოლხენა არც სხვა დღეებში გვაკლდა...

უი, პატარა ექსცესიც მოხდა ფილმის გადაღების პერიოდში. ერთხელ ნასვამი შევედი ოთახში, ბიჭებიც ნასვამები იყვნენ და "ჯოკერს“ თამაშობდნენ. ფილმის მეორე რეჟისორმა - ოთარ ასანიძემ მითხრა: შენ, იცი, რომ მანუჩარი მართლა გაგინებს იქითა ნაპირიდან? ჩემი თუ არ გჯერა, თვითონ მას ჰკითხეო. იმდენჯერ გამიმეორა, რომ დავიჯერე. მანუჩარმაც, ოღონდ ოთარი გაჩუმებულიყო, - ვაგინებო, - დაადასტურა და ხელი აიქნია. მეც "ავვარდი“ და პატარა გაწევ-გამოწევა იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ისე, შეიძლება მართლა მაგინებდა - აბა, კაცი როლში იყო შესული და რა ექნა?! - მიყვებოდა ბატონი კობა.

  • ჯოტია ცაავას სიყვარული - "კარგი გოგო შოუ“

ჯოტია ცაავა შეყვარებული კი არის შოუზე, თუმცა კლასიკურ რომანტიკულ გმირს არ ჰგავს. თითქოს ცხოვრებაშიც არ ტოვებდა რომანტიკული მამაკავის შთაბეჭდილებას. ვერ მოვითმინე და დავინტერესდი, სინამდვილეში რა ხდებოდა, მართლა "კარგი გოგო“ იყო შოუ-თქო და მაშინვე მომიგო:

"რაკი გოგი ქავთარაძე აღარ თამაშობდა ფილმში, შოუს როლის პირველი შემსრულებელი მედიკოც ბათუმში დაბრუნდა. გურამმა როლი დიდი ჭყონის მეურნეობის მთავარი ინჟინრის ქალიშვილს მიანდო. კარგი გოგო იყო შოუ, მაგრამ სინამდვილეში სხვას მოსწონდა - ფილმის ერთ-ერთ ხმის რეჟისორს, ოთარს. ასე რომ, მე არაფერ შუაში ვიყავი..."

"რეკორდის“ გადაღების შემდეგ ბატონი კობა აღარავის გადაუღია. მითხრა, კარგა ხანს რუსეთში ვცხოვრობდი, მერე კი დავბრუნდი, მაგრამ ვიღას ვეხსომებოდიო... ისე, არც თავად ჰქონია, თურმე, ფილმში გადაღების სურვილი. თუმცა ჩვენი ტელევიზიიდან მოსკოვში სამუშაოდ წასულ პავლიკა სუხოვს მისთვის იქიდან "დესანტი“გამოუგზავნია - ტელეოპერატორი და პროდიუსერი, ბატონი კობას კოორდინატებიც მიუცა და აქ გადაღებულ ტელეფილმში, სადაც ელდარ შენგელაია და სხვა ცნობილი ადამიანები ჩაწერეს, მისგან და მისი მეუღლისგანაც აუღიათ ინტერვიუები. მახსოვს, იქვე დააყოლა, ასე რომ, ჩემი ცხოვრების "შოუც“ ნაპოვნი მყავს, ოღონდ მას დოდო ჰქვია და კიდევ - ერთი ვაჟიც მყავსო.

ბატონო კობა, გაგინათლოთ სული უფალმა და დაგიმკვიდროთ მარადიული სასუფეველი მართალთა შორის. სულ მახსოვდით და მემახსოვრებით... მე კი არა, მთელ საქართველოს ემახსოვრებით - რეკორდსმენი და შოუზე შეყვარებული ჯოტია ცაავა, დაუვიწყარი ფილმიდან - "რეკორდი“!

  • ავტორი: ირმა ხარშილაძე