სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი რჩება ჩვენთან, როგორც ვიცით, გამოძიება დაწყებულია" - რას აცხადებენ კლინიკაში, სადაც, გავრცელებული ვერსიით, წყლით დაზიანებული ბავშვი მკურნალობს?
"ბავშვი რჩება ჩვენთან, როგორც ვიცით, გამოძიება დაწყებულია" - რას აცხადებენ კლინიკაში, სადაც, გავრცელებული ვერსიით, წყლით დაზიანებული ბავშვი მკურნალობს?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წუ­ხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვი წყლით "ბა­კუ­რი­ა­ნი ციდა" და­ზი­ან­და - და­ეწ­ვა პირ-ხახა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათა­სი ჭორ-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პა­ნი­კაა, მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წყა­ლი ბავ­შვებს არ და­ა­ლე­ვი­ნონ.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ერთი ბავ­შვი მარ­თლა წევს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და იქ მკურ­ნა­ლობს. იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მელ­საც ვე­სა­უბ­რეთ, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და სხვა დე­ტა­ლებ­ზე არა­ფე­რი გვი­თხრა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­სა­მე პირ­ზე გა­ცე­მის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. ამი­ტომ კლი­ნი­კის მხრი­დან კო­მენ­ტა­რი ვერ გა­კეთ­დე­ბა. ბავ­შვი რჩე­ბა კლი­ნი­კა­ში. რო­გორც ვი­ცით, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ვერ გა­ვა­კე­თებთ კო­მენ­ტარს, ბო­დი­ში. იუ­რის­ტის­გან მაქვს თხოვ­ნა რომ მე­სა­მე პირ­ზე არ გავ­ცეთ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია", - გვი­თხრა მან.

იგი­ვე გვი­თხრეს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში:

"ბავ­შვი წევს კლი­ნი­კა­ში, მშობ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა არ შე­იძ­ლე­ბა, მი­ზე­ზი რა არის, ამას კლი­ნი­კა ვერ იტყვის, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი იტყვი­ან".

კი­დევ ერთი უწყე­ბა, სა­დაც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა ვცა­დეთ, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოა, სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს:

"ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­გენ­ტო მოკ­ვლე­ვას ჩა­ა­ტა­რებს და შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას გა­ვა­კე­თებთ. ასე­თი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მოკ­ვლე­ვა ყო­ველ­თვის ტარ­დე­ბა".

კომ­პა­ნი­ა­შიც გვი­თხრეს, რომ თა­ვად გა­ავ­რცე­ლე­ბენ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

  • გა­ნახ­ლე­ბა: 14:54

კომ­პა­ნია IDS ბორ­ჯო­მის გან­ცხა­დე­ბა:

"სა­ქარ­თვე­ლოს გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ბა­კუ­რი­ა­ნი ცი­დას“ ბოთ­ლი­დან და­ლე­უ­ლი სი­თხით მოხ­და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. გაც­ნო­ბებთ, რომ კომ­პა­ნი­ის მხრი­დან მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად, გა­და­მოწ­მდა კონ­კრე­ტულ მა­ღა­ზი­ა­ში (სა­დაც ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მოხ­და პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა) ნი­მუ­შე­ბი და დარ­ღვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, შე­ვა­მოწ­მეთ ამ­ჟა­მად ქსელ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პარ­ტი­ის ნი­მუ­ში და ვა­დას­ტუ­რებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ ნი­მუ­შებ­ში დარ­ღვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ასე­ვე გა­და­მოწ­მდა სა­წარ­მოო პრო­ცე­სის სრუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ციკ­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს პრო­დუქ­ტში რა­ი­მე უცხო ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­ვედ­რას".

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბავშვი რჩება ჩვენთან, როგორც ვიცით, გამოძიება დაწყებულია" - რას აცხადებენ კლინიკაში, სადაც, გავრცელებული ვერსიით, წყლით დაზიანებული ბავშვი მკურნალობს?

"ბავშვი რჩება ჩვენთან, როგორც ვიცით, გამოძიება დაწყებულია" - რას აცხადებენ კლინიკაში, სადაც, გავრცელებული ვერსიით, წყლით დაზიანებული ბავშვი მკურნალობს?

სოციალურ ქსელში წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი წყლით "ბაკურიანი ციდა" დაზიანდა - დაეწვა პირ-ხახა.

სოციალურ ქსელში ათასი ჭორ-მართალი ვრცელდება, შეიძლება ითქვას, რომ პანიკაა, მშობლები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ აღნიშნული წყალი ბავშვებს არ დაალევინონ.

როგორც გავარკვიეთ, ერთი ბავშვი მართლა წევს იაშვილის კლინიკაში და იქ მკურნალობს. იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელსაც ვესაუბრეთ, პაციენტის მდგომარეობაზე და სხვა დეტალებზე არაფერი გვითხრა.

"სამწუხაროდ, ბავშვის მდგომარეობაზე პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გაცემის უფლება არ გვაქვს. ამიტომ კლინიკის მხრიდან კომენტარი ვერ გაკეთდება. ბავშვი რჩება კლინიკაში. როგორც ვიცით, გამოძიება დაწყებულია, მდგომარეობაზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს, ბოდიში. იურისტისგან მაქვს თხოვნა რომ მესამე პირზე არ გავცეთ არანაირი ინფორმაცია", - გვითხრა მან.

იგივე გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში:

"ბავშვი წევს კლინიკაში, მშობლის თანხმობის გარეშე ინფორმაციის გაცემა არ შეიძლება, მიზეზი რა არის, ამას კლინიკა ვერ იტყვის, შესაბამისი უწყებები იტყვიან".

კიდევ ერთი უწყება, სადაც ამ ინფორმაციაზე დეტალების გარკვევა ვცადეთ, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოა, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს:

"ნებისმიერ შემთხვევაში სააგენტო მოკვლევას ჩაატარებს და შესაბამის განცხადებას გავაკეთებთ. ასეთი სახის ინფორმაციაზე მოკვლევა ყოველთვის ტარდება".

კომპანიაშიც გვითხრეს, რომ თავად გაავრცელებენ მოგვიანებით ოფიციალურ ინფორმაციას.

  • განახლება: 14:54

კომპანია IDS ბორჯომის განცხადება:

"საქართველოს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას".

იხილეთ ასევე: