საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მონური სენი! ჩვენს პატარა, დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება" - რას წერს რობერტ სტურუა
"მონური სენი! ჩვენს პატარა, დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება" - რას წერს რობერტ სტურუა

"ჩვენ პა­ტა­რა, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში მთე­ლი სიძ­ლი­ე­რით გა­მეფ­და სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბა - რე­სენ­ტი­მენ­ტი" - ამის შე­სა­ხებ რე­ჟი­სო­რი რო­ბერტ სტუ­რუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"მო­ნუ­რი სენი!

  • ჩვენ პა­ტა­რა, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში მთე­ლი სიძ­ლი­ე­რით გა­მეფ­და სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბა - რე­სენ­ტი­მენ­ტი (Ressentiment - ინგლ. “წყე­ნას” ნიშ­ნავს).და თუ სა­უ­ბე­დუ­როდ ეს გრძნო­ბა გიღ­ვი­ვის ნა­წყენ გულ­ში, იცო­დე, ეს “რე­სენ­ტი­მენ­ტი” ისე დაგ­ბოღ­მავს და გა­გამ­წა­რებს, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ბო­რო­ტი და ავი ცხო­ვე­ლის თვი­სე­ბე­ბის ყურ­მოჭ­რილ მო­ნად იქ­ცე­ვი!

ფრიდ­რიხ ნიც­შემ, ვინც ეს ტერ­მი­ნი შე­მო­ი­ღო, ამ და­ა­ვა­დე­ბას “მო­ნე­ბის მო­რა­ლი” უწო­და!

“დამ­ცი­რე­ბუ­ლი და შე­უმ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი უბე­დუ­რე­ბის მი­ზეზს გარე სამ­ყა­რო­ში ეძებს! და გამ­წა­რე­ბუ­ლი სხვას აბ­რა­ლებს!”

ამა ქვეყ­ნის კა­ნო­ნე­ბი უსა­მარ­თლოდ მი­აჩ­ნია - მხო­ლოდ მის­მა სიმ­წრის­გან გა­ღა­რი­ბე­ბულ­მა გო­ნე­ბამ იცის, თუ რა კა­ნო­ნე­ბია სა­მარ­თლი­ა­ნი - და ბრძო­ლის შე­დე­გად თა­ვად შეც­ვლის ამ დამ­ყა­ყე­ბულ სი­ნამ­დვი­ლეს!

გა­გე­ცი­ნე­ბა, როცა მიხ­ვდე­ბი, რომ სწო­რედ ნი­ჭის სი­ღა­რი­ბის გამო უფალს, ბე­დის­წე­რას აბ­რა­ლებს თა­ვის უბე­დუ­რე­ბას და თავ­და­ვი­წყე­ბით ებ­რძვის მათ! დღეს კი მშობ­ლე­ბი შე­ი­ძუ­ლა, რათა მათ ჭიან გე­ნე­ტი­კის მსხვერ­პლად თვლის სა­კუ­თარ თა­ვის სუ­ლი­ერ სი­ღა­რი­ბეს!

და არ არის გა­საკ­ვი­რი, ყვე­ლა რომ სძულს! და სწო­რედ ამი­ტომ - მთელ სამ­ყა­როს მთე­ლი თა­ვი­სი ვე­ლუ­რი ინ­სტინ­ქტე­ბით ებ­რძვის და ყვე­ლაფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს და სპობს კი­დე­ვაც!

რა­ტომ??? რა­ტომ? რა­ტომ აბ­რა­ლებს “უნი­ჭო მონა” თა­ვის უფე­რულ ცხოვ­რე­ბას სხვებს! ჩვენ რა და­ვუ­შა­ვეთ? მაგ­რამ “ბო­რო­ტე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი ტვი­ნი” გულ­მოდ­გი­ნედ კარ­ნა­ხობს - “მხო­ლოდ შუ­რის­ძი­ე­ბით და­იბ­რუ­ნებ იმას, რაც წა­გარ­თვე­სო”…ის, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, არა­სო­დეს ჰქო­ნია!

და რა­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რას­დროს იხი­ლავს!" - წერს რო­ბერტ სტუ­რუა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"მონური სენი! ჩვენს პატარა, დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება" - რას წერს რობერტ სტურუა

"მონური სენი! ჩვენს პატარა, დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება" - რას წერს რობერტ სტურუა

"ჩვენ პატარა, დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება - რესენტიმენტი" - ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

"მონური სენი!

  • ჩვენ პატარა, დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება - რესენტიმენტი (Ressentiment - ინგლ. “წყენას” ნიშნავს).და თუ საუბედუროდ ეს გრძნობა გიღვივის ნაწყენ გულში, იცოდე, ეს “რესენტიმენტი” ისე დაგბოღმავს და გაგამწარებს, რომ მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყურმოჭრილ მონად იქცევი!

ფრიდრიხ ნიცშემ, ვინც ეს ტერმინი შემოიღო, ამ დაავადებას “მონების მორალი” უწოდა!

“დამცირებული და შეუმდგარი ადამიანი თავისი უბედურების მიზეზს გარე სამყაროში ეძებს! და გამწარებული სხვას აბრალებს!”

ამა ქვეყნის კანონები უსამართლოდ მიაჩნია - მხოლოდ მისმა სიმწრისგან გაღარიბებულმა გონებამ იცის, თუ რა კანონებია სამართლიანი - და ბრძოლის შედეგად თავად შეცვლის ამ დამყაყებულ სინამდვილეს!

გაგეცინება, როცა მიხვდები, რომ სწორედ ნიჭის სიღარიბის გამო უფალს, ბედისწერას აბრალებს თავის უბედურებას და თავდავიწყებით ებრძვის მათ! დღეს კი მშობლები შეიძულა, რათა მათ ჭიან გენეტიკის მსხვერპლად თვლის საკუთარ თავის სულიერ სიღარიბეს!

და არ არის გასაკვირი, ყველა რომ სძულს! და სწორედ ამიტომ - მთელ სამყაროს მთელი თავისი ველური ინსტინქტებით ებრძვის და ყველაფრის განადგურებაზე ოცნებობს და სპობს კიდევაც!

რატომ??? რატომ? რატომ აბრალებს “უნიჭო მონა” თავის უფერულ ცხოვრებას სხვებს! ჩვენ რა დავუშავეთ? მაგრამ “ბოროტებით გაჟღენთილი ტვინი” გულმოდგინედ კარნახობს - “მხოლოდ შურისძიებით დაიბრუნებ იმას, რაც წაგართვესო”…ის, რაც, სამწუხაროდ, არასოდეს ჰქონია!

და რასაც, სამწუხაროდ, ვერასდროს იხილავს!" - წერს რობერტ სტურუა.