პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან" - რას პასუხობს მანანა აბრამიშვილის შვილი ნანკა კალატოზიშვილსა და ეკა დემეტრაძეს?
"არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან" -  რას პასუხობს მანანა აბრამიშვილის შვილი ნანკა კალატოზიშვილსა და ეკა დემეტრაძეს?

"ზო­გის­თვის ჩემი სა­ხე­ლი მხო­ლოდ ია­რა­ღია, რო­მელ­საც დე­და­ჩე­მის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებს“, - წერს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის, მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლის შვი­ლი, ამა­ვე თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი თეკ­ლა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • ამ­ბა­ვი გუ­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ამ­ბობ­და, რომ არ იწო­ნებ­და კო­ლე­გე­ბის პრო­ტეს­ტის ფორ­მას, რო­მე­ლიც ორი დღის წინ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე შედ­გა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სპექ­ტაკლ “მი­ჯაჭ­ვუ­ლი პრო­მე­თეს” დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბე­ბი, თამ­თა ინაშ­ვი­ლი, ანა ამი­ლახ­ვა­რი და ნა­ტა­ლია ყუ­ლოშ­ვი­ლი, სცე­ნა­ზე მა­ი­სუ­რე­ბით გა­მოჩ­ნდნენ, რო­მელ­ზეც ეწე­რა: "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან­დროს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მზი­ას, თა­ვი­სუფ­ლე­ბა სინ­დი­სის პა­ტიმ­რებს..."

პრო­ტეს­ტი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე

მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლის მი­მარ­თვას ასე­ვე ვი­დეო ჩა­ნა­წე­რით უპა­სუ­ხეს კო­ლე­გებ­მა - ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა და ეკა დე­მეტ­რა­ძემ აბ­რა­მიშ­ვილს შე­ახ­სე­ნეს, რომ მისი შვი­ლიც აქ­ცი­ებ­ზე იდგა.

"ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხარ, მა­ნა­ნი­კო, შენი შვი­ლი აქ­ცი­ებ­ზე დგას, გა­ვი­გე შენი პა­სუ­ხი, რომ მე მას ამ თე­მა­ზე არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბიო. იცი, რა­ტომ არ ხარ მარ­თა­ლი? შენ ირ­ჩევ ხა­რე­ბას და არა შენს შვილს, ეს სხვა­ო­ბაა ჩვენს შო­რის, რო­მე­ლიც არ­ბევს შენს შვილს, გა­ზით გუ­დავს. რა ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი?! ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, რომ "ნა­ცებს" გვე­ძა­ხი“, - ამ­ბობ­და ნან­კა ვი­დეო მი­მარ­თვა­ში.

  • სწო­რედ ამ თე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლის შვი­ლი. თეკ­ლა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ დე­დის პო­ზი­ცია და­იც­ვა. მისი თქმით, მარ­თა­ლია, აქ­ცი­ებ­ზე და­დი­ო­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ ეს არ იყო ის ბრძო­ლა, სა­დაც სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვა

თეკ­ლა სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე:

"მე ვარ მსა­ხი­ო­ბი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სა­ხე­ლი, ჩემი არ­ჩე­ვა­ნი. მაგ­რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ზო­გის­თვის ჩემი სა­ხე­ლი მხო­ლოდ ია­რა­ღია, რო­მელ­საც დე­და­ჩე­მის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებს. დედა - ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი მომ­ცა - ხდე­ბა სა­მიზ­ნე მათ­თვის, ვინც ცდი­ლობს, ჩე­მით მა­ნი­პუ­ლა­ცია მო­ახ­დი­ნოს, მას­ზე. მაგ­რამ ჩემი სა­ხე­ლი მხო­ლოდ მე მე­კუთ­ვნის და მას ვე­რა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად.

ბოლო დრო­ის მოვ­ლე­ნებ­ში მეც ვი­დე­ქი რამ­დენ­ჯერ­მე იმ ქუ­ჩებ­ში, სა­დაც დღეს უამ­რა­ვი ხმა ის­მის. ვი­დე­ქი, რად­გან მინ­დო­და სა­კუ­თა­რი თვა­ლით მე­ნა­ხა, გა­მე­გო, მეგ­რძნო. მაგ­რამ მა­ლე­ვე მივ­ხვდი - ეს არ იყო ჩემი ად­გი­ლი. ეს არ იყო ის ბრძო­ლა, რო­მელ­შიც ჩემი თავი ვი­პო­ვე. მე მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო, ად­გი­ლი, სა­დაც და­ვი­ბა­დე, რო­მელ­მაც შე­მი­ფა­რა და რო­მე­ლიც უძ­ვირ­ფა­სე­სია ჩემ­თვის.

რო­გორც კი ვი­ფიქ­რებ, რომ მას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, მა­შინ­ვე ჩა­ვერ­თვე­ბი ბრძო­ლა­ში, მაგ­რამ ჩემი თვა­ლით ნა­ნახ­მა, და­მარ­წმუ­ნა რომ ეს ის ბრძო­ლა არ იყო, სა­დაც ხმა­ლა­მო­ღე­ბულს მინ­დო­და მე­ო­მა. ეს ჩემი სამ­შობ­ლოს გა­დარ­ჩე­ნის ბრძო­ლა არ იყო. დე­და­ჩე­მი თა­ვი­დან­ვე წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და ამა­ზე ხში­რად გვი­კა­მა­თია. მაგ­რამ რაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ერთი რამ ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი - დე­და­ჩე­მი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია, და რო­გო­რიც არ უნდა იყოს ჩვე­ნი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, ეს არას­დროს შეც­ვლის ჩემს სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას მის მი­მართ.

ჩვენ არ ვართ ერთი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ არც მტრე­ბი ვართ. დე­და­ჩე­მი პა­ტივს სცემს ჩემს აზრს, და მე - მი­სას. არ მჭირ­დე­ბა არა­ვის დაც­ვა დე­და­ჩე­მის­გან და არც არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, ჩე­მით დე­და­ჩემს ებ­რძო­ლოს. ის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია, რაც ცხოვ­რე­ბამ მა­ჩუ­ქა და არა­ვის არას­დროს არ მივ­ცემ უფ­ლე­ბას მას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოს და მით უმე­ტეს ეს ჩემი სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

მე ვარ თა­ვი­სუ­ფა­ლი. მე მაქვს ჩემი ხმა, ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ჩემი ცხოვ­რე­ბა და ამას ვე­რა­ვინ შეც­ვლის".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან" - რას პასუხობს მანანა აბრამიშვილის შვილი ნანკა კალატოზიშვილსა და ეკა დემეტრაძეს?

"არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან" -  რას პასუხობს მანანა აბრამიშვილის შვილი ნანკა კალატოზიშვილსა და ეკა დემეტრაძეს?

"ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს“, - წერს რუსთაველის თეატრის მსახიობის, მანანა აბრამიშვილის შვილი, ამავე თეატრის მსახიობი თეკლა სულაქველიძე სოციალურ ქსელში.

  • ამბავი გუშინ დაიწყო, როდესაც მანანა აბრამიშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ არ იწონებდა კოლეგების პროტესტის ფორმას, რომელიც ორი დღის წინ, რუსთაველის თეატრის სცენაზე შედგა.

შეგახსენებთ, რომ სპექტაკლ “მიჯაჭვული პრომეთეს” დასრულების შემდეგ მსახიობები, თამთა ინაშვილი, ანა ამილახვარი და ნატალია ყულოშვილი, სცენაზე მაისურებით გამოჩნდნენ, რომელზეც ეწერა: "თავისუფლება ანდროს, თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს..."

პროტესტი რუსთაველის თეატრის სცენაზე

მანანა აბრამიშვილის მიმართვას ასევე ვიდეო ჩანაწერით უპასუხეს კოლეგებმა - ნანკა კალატოზიშვილმა და ეკა დემეტრაძემ აბრამიშვილს შეახსენეს, რომ მისი შვილიც აქციებზე იდგა.

"ცუდ მდგომარეობაში ხარ, მანანიკო, შენი შვილი აქციებზე დგას, გავიგე შენი პასუხი, რომ მე მას ამ თემაზე არ ველაპარაკებიო. იცი, რატომ არ ხარ მართალი? შენ ირჩევ ხარებას და არა შენს შვილს, ეს სხვაობაა ჩვენს შორის, რომელიც არბევს შენს შვილს, გაზით გუდავს. რა ფასეულობებზეა საუბარი?! ძალიან სასაცილოა, რომ "ნაცებს" გვეძახი“, - ამბობდა ნანკა ვიდეო მიმართვაში.

  • სწორედ ამ თემას გამოეხმაურა მანანა აბრამიშვილის შვილი. თეკლა სულაქველიძემ დედის პოზიცია დაიცვა. მისი თქმით, მართალია, აქციებზე დადიოდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს არ იყო ის ბრძოლა, სადაც საკუთარი თავი იპოვა

თეკლა სულაქველიძე:

"მე ვარ მსახიობი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სახელი, ჩემი არჩევანი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს. დედა - ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მომცა - ხდება სამიზნე მათთვის, ვინც ცდილობს, ჩემით მანიპულაცია მოახდინოს, მასზე. მაგრამ ჩემი სახელი მხოლოდ მე მეკუთვნის და მას ვერავინ გამოიყენებს ჩემგან დამოუკიდებლად.

ბოლო დროის მოვლენებში მეც ვიდექი რამდენჯერმე იმ ქუჩებში, სადაც დღეს უამრავი ხმა ისმის. ვიდექი, რადგან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, გამეგო, მეგრძნო. მაგრამ მალევე მივხვდი - ეს არ იყო ჩემი ადგილი. ეს არ იყო ის ბრძოლა, რომელშიც ჩემი თავი ვიპოვე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ადგილი, სადაც დავიბადე, რომელმაც შემიფარა და რომელიც უძვირფასესია ჩემთვის.

როგორც კი ვიფიქრებ, რომ მას საფრთხე ემუქრება, მაშინვე ჩავერთვები ბრძოლაში, მაგრამ ჩემი თვალით ნანახმა, დამარწმუნა რომ ეს ის ბრძოლა არ იყო, სადაც ხმალამოღებულს მინდოდა მეომა. ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო. დედაჩემი თავიდანვე წინააღმდეგი იყო და ამაზე ხშირად გვიკამათია. მაგრამ რაც უნდა მომხდარიყო, ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი - დედაჩემი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არასდროს შეცვლის ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას მის მიმართ.

ჩვენ არ ვართ ერთი ადამიანი, მაგრამ არც მტრები ვართ. დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე - მისას. არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან და არც არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს. ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, რაც ცხოვრებამ მაჩუქა და არავის არასდროს არ მივცემ უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს ეს ჩემი სახელის გამოყენებით განახორციელოს.

მე ვარ თავისუფალი. მე მაქვს ჩემი ხმა, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი ცხოვრება და ამას ვერავინ შეცვლის".

წაიკითხეთ ასევე: