საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიშველი ბიანკა და კანიე უესტის დირექტივები - წყვილმა "გრემის" დაჯილდოებაზე საზოგადოება შოკში ჩააგდო, რის მერეც ღონისძიება დატოვეს
შიშველი ბიანკა და კანიე უესტის დირექტივები - წყვილმა "გრემის" დაჯილდოებაზე საზოგადოება შოკში ჩააგდო, რის მერეც ღონისძიება დატოვეს

რე­პე­რი კა­ნიე უეს­ტი და მისი მე­უღ­ლე, ბი­ან­კა ცენ­სო­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­ან­თი ქცე­ვი­თა და ჩაც­მის სტი­ლით სკან­და­ლებს იწ­ვე­ვენ, მაგ­რამ აღ­შფო­თე­ბამ კვი­რას, ლოს ან­ჯე­ლეს­ში, "გრე­მის" და­ჯილ­დო­ე­ბის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო პიკს მი­აღ­წია.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ აძ­ლევ­და უეს­ტი შე­მაშ­ფო­თე­ბელ მი­თი­თე­ბებს ბი­ან­კას, ვიდ­რე ის შავ ბეწ­ვის ქურ­ქს მო­იხ­სნი­და და სრუ­ლი­ად შიშ­ველ სხე­ულს გა­მო­ა­ჩენ­და, რა­მაც მა­ყუ­რე­ბე­ლი შოკ­ში ჩა­აგ­დო.

LipReader-ის დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და მთა­ვა­რი ანა­ლი­ტი­კო­სის, ნი­კო­ლა ჰიკ­ლინ­გის თქმით, უეს­ტი ცოლს ეუბ­ნე­ბო­და: "ახლა სცე­ნას დად­გამ", რა­ზეც ავ­სტრა­ლი­ელ­მა მო­დელ­მა თავი და­უქ­ნია. "დად­გი სცე­ნა, ეს აზ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა... ქურ­ქი უკ­ნი­დან ჩა­აგ­დე და შე­მობ­რუნ­დი, მე შენ­თან ვარ."

შო­კის­მომ­გვრე­ლი სცე­ნის შემ­დეგ წყვილ­მა გრე­მის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი სწრა­ფად და­ტო­ვა. და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, რომ და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ჭო­რე­ბის მი­ხედ­ვით, მათ ცე­რე­მო­ნი­ა­ლის და­ტო­ვე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მოს­თხო­ვეს, თუმ­ცა მე­ო­რე წყა­რო აღ­ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი მო­თხოვ­ნა არა­ვის მხრი­დან არ ყო­ფი­ლა და სა­ღა­მოს და­ტო­ვე­ბა წყვი­ლის სურ­ვი­ლი იყო.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძაფრ­მა რე­აქ­ცი­ამ პიკს მი­აღ­წია. წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის დი­ნა­მი­კის შე­სა­ხებ ბევ­რმა ფან­მა შიში გა­მოთ­ქვა. ინ­სა­ი­დე­რებ­მა ად­რეც გა­ამ­ჟღავ­ნეს, რომ ბი­ან­კას მე­გობ­რე­ბი "უკი­დუ­რე­სად შეშ­ფო­თე­ბულ­ნი" არი­ან.

ბი­ან­კა, რო­მე­ლიც Yeezy-ში არ­ქი­ტექ­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობ­და, პირ­ვე­ლად კა­ნი­ეს კიმ კარ­და­ში­ან­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, 2023 წლის იან­ვარ­ში და­უ­კავ­ში­რეს. კიმ­თან ქორ­წი­ნე­ბის დროს, კა­ნიე ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­და მას, რო­გორც თა­ვის "მუ­ზას", რომ­ლის მო­დურ არ­ჩე­ვან­ზეც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და. მე­გობ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის ბი­ან­კას­თა­ნაც იმა­ვეს აკე­თებს.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
ავტორი:

შიშველი ბიანკა და კანიე უესტის დირექტივები - წყვილმა "გრემის" დაჯილდოებაზე საზოგადოება შოკში ჩააგდო, რის მერეც ღონისძიება დატოვეს

შიშველი ბიანკა და კანიე უესტის დირექტივები - წყვილმა "გრემის" დაჯილდოებაზე საზოგადოება შოკში ჩააგდო, რის მერეც ღონისძიება დატოვეს

რეპერი კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა ცენსორი, წლების განმავლობაში თავიანთი ქცევითა და ჩაცმის სტილით სკანდალებს იწვევენ, მაგრამ აღშფოთებამ კვირას, ლოს ანჯელესში, "გრემის" დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო პიკს მიაღწია.

ვიდეოში ჩანს, როგორ აძლევდა უესტი შემაშფოთებელ მითითებებს ბიანკას, ვიდრე ის შავ ბეწვის ქურქს მოიხსნიდა და სრულიად შიშველ სხეულს გამოაჩენდა, რამაც მაყურებელი შოკში ჩააგდო.

LipReader-ის დამფუძნებლისა და მთავარი ანალიტიკოსის, ნიკოლა ჰიკლინგის თქმით, უესტი ცოლს ეუბნებოდა: "ახლა სცენას დადგამ", რაზეც ავსტრალიელმა მოდელმა თავი დაუქნია. "დადგი სცენა, ეს აზრიანი იქნება... ქურქი უკნიდან ჩააგდე და შემობრუნდი, მე შენთან ვარ."

შოკისმომგვრელი სცენის შემდეგ წყვილმა გრემის დაჯილდოების ცერემონიალი სწრაფად დატოვა. დასავლური მედია წერს, რომ დაუდასტურებელი ჭორების მიხედვით, მათ ცერემონიალის დატოვება ორგანიზატორებმა მოსთხოვეს, თუმცა მეორე წყარო აღნიშნავს, რომ მსგავსი მოთხოვნა არავის მხრიდან არ ყოფილა და საღამოს დატოვება წყვილის სურვილი იყო.

სოციალურ მედიაში საზოგადოების მძაფრმა რეაქციამ პიკს მიაღწია. წყვილის ურთიერთობის დინამიკის შესახებ ბევრმა ფანმა შიში გამოთქვა. ინსაიდერებმა ადრეც გაამჟღავნეს, რომ ბიანკას მეგობრები "უკიდურესად შეშფოთებულნი" არიან.

ბიანკა, რომელიც Yeezy-ში არქიტექტურის ხელმძღვანელად მუშაობდა, პირველად კანიეს კიმ კარდაშიანთან განქორწინებიდან რამდენიმე თვეში, 2023 წლის იანვარში დაუკავშირეს. კიმთან ქორწინების დროს, კანიე ხშირად მოიხსენიებდა მას, როგორც თავის "მუზას", რომლის მოდურ არჩევანზეც დიდ გავლენას ახდენდა. მეგობრები მიიჩნევენ, რომ ის ბიანკასთანაც იმავეს აკეთებს.

წყარო