მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპის მტკიცებით, მოლაპარაკებები უკრაინასთან და რუსეთთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს  - რას ამბობენ უკრაინაში?
ტრამპის მტკიცებით, მოლაპარაკებები უკრაინასთან და რუსეთთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს  - რას ამბობენ უკრაინაში?

დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის ჩარ­თუ­ლო­ბით დის­კუ­სი­ე­ბი კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თუმ­ცა დე­ტა­ლე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

"ჩვენ გვაქვს და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა მხა­რეს­თან, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნას­თან და რუ­სეთ­თან და ვფიქ­რობ, რომ ეს დის­კუ­სი­ე­ბი რე­ა­ლუ­რად საკ­მა­ოდ კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

დო­ნალდ ტრამ­პის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბამ­დე, მის­მა სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­ში, კიტ კე­ლოგ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თუ რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას ომის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით მოგ­ვა­რე­ბა სურთ, ორი­ვე მხა­რეს გარ­კვე­ულ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა მო­უ­წევს.

"შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს სურს უკ­რა­ი­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, პო­ტენ­ცი­უ­რად წლის ბო­ლომ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კი­ე­ვი შეძ­ლებს რუ­სეთ­თან ზა­ვის შე­თან­ხმე­ბას უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში", - ამის შე­სა­ხებ Reuters-ს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­ში, კიტ კე­ლოგ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ჩე­რე­ბუ­ლია რუ­სეთ­თან ომის დროს, უნდა ჩა­ტარ­დეს.

"დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას აქვს არ­ჩევ­ნე­ბი ომის დროს. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ისი­ნი ასე მო­იქ­ცნენ. ვფიქ­რობ, ეს კარ­გია დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. ეს არის მყა­რი დე­მოკ­რა­ტი­ის მშვე­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კიტ კე­ლოგ­მა.

  • რას ამ­ბო­ბენ უკ­რა­ი­ნა­ში?

თუ კიტ კე­ლო­გის გეგ­მა მხო­ლოდ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა და არ­ჩევ­ნე­ბია, ეს ჩა­ვარ­დნი­ლი გეგ­მაა - პუ­ტი­ნი მხო­ლოდ ამ ორი რა­მით არ შე­შინ­დე­ბა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მრჩე­ვე­ლი, დი­მიტ­რო ლიტ­ვი­ნი უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთ­ში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს, კიტ კე­ლოგს, რომ­ლის თქმი­თაც უკ­რა­ი­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს.

"არ გვი­ნა­ხავს ბა­ტო­ნი კე­ლო­გის სრუ­ლი ინ­ტერ­ვიუ, ჩვენ ვნა­ხეთ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ცი­ტა­ტა არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამი­ტომ მისი პო­ზი­ცი­ის სრუ­ლად შე­ფა­სე­ბა რთუ­ლია. მაგ­რამ თუ მისი გეგ­მა მხო­ლოდ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა და არ­ჩევ­ნე­ბია, ეს წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გეგ­მაა - პუ­ტი­ნი მხო­ლოდ ამ ორი რა­მით არ შე­შინ­დე­ბა. მოს­კო­ვი აგ­რძე­ლებს რა­კე­ტე­ბი­სა და საბ­რძო­ლო წარ­მო­ე­ბის გაზ­რდას, სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის ახა­ლი გზე­ბის პოვ­ნას და ნავ­თო­ბი­დან ფუ­ლის შოვ­ნას. ცხა­დია, ყვე­ლა ეს ია­რა­ღი არ იქ­მნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მე­ზობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის მიზ­ნით. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ალი­ან­სი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან აშ­კა­რად არ არის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პა­ტი­ვის­ცე­მა“, - და­წე­რა ლიტ­ვინ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნას სურს, მისი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლი მიდ­გო­მა გა­მო­ი­ჩი­ნონ.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ტრამპის მტკიცებით, მოლაპარაკებები უკრაინასთან და რუსეთთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს  - რას ამბობენ უკრაინაში?

ტრამპის მტკიცებით, მოლაპარაკებები უკრაინასთან და რუსეთთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს  - რას ამბობენ უკრაინაში?

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით დისკუსიები კარგად მიმდინარეობს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

"ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასთან და რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიები რეალურად საკმაოდ კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის მიერ აღნიშნული კომენტარის გაკეთებამდე, მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარება სურთ, ორივე მხარეს გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევს.

"შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება, პოტენციურად წლის ბოლომდე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეძლებს რუსეთთან ზავის შეთანხმებას უახლოეს თვეებში", - ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც შეჩერებულია რუსეთთან ომის დროს, უნდა ჩატარდეს.

"დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობას აქვს არჩევნები ომის დროს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. ეს არის მყარი დემოკრატიის მშვენება“, - აღნიშნა კიტ კელოგმა.

  • რას ამბობენ უკრაინაში?

თუ კიტ კელოგის გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს ჩავარდნილი გეგმაა - პუტინი მხოლოდ ამ ორი რამით არ შეშინდება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, დიმიტრო ლიტვინი უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს, რომლის თქმითაც უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

"არ გვინახავს ბატონი კელოგის სრული ინტერვიუ, ჩვენ ვნახეთ მხოლოდ რამდენიმე ციტატა არჩევნების შესახებ, ამიტომ მისი პოზიციის სრულად შეფასება რთულია. მაგრამ თუ მისი გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებია, ეს წარუმატებელი გეგმაა - პუტინი მხოლოდ ამ ორი რამით არ შეშინდება. მოსკოვი აგრძელებს რაკეტებისა და საბრძოლო წარმოების გაზრდას, სანქციების გვერდის ავლის ახალი გზების პოვნას და ნავთობიდან ფულის შოვნას. ცხადია, ყველა ეს იარაღი არ იქმნება დემოკრატიული მეზობლების პატივისცემის მიზნით. რუსეთის სამხედრო ალიანსი ჩრდილოეთ კორეასთან აშკარად არ არის ცეცხლის შეწყვეტის პატივისცემა“, - დაწერა ლიტვინმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინას სურს, მისი მთავარი პარტნიორი ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა უფრო სიღრმისეული მიდგომა გამოიჩინონ.