სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასკი სახელმწიფო სამსახურს სკანდალურად იწყებს - ბრალდებები USAID - ის წინააღმდეგ: "ეს კრიმინალური ორგანიზაციაა, დროა, მოკვდეს“
მასკი სახელმწიფო სამსახურს სკანდალურად იწყებს - ბრალდებები USAID - ის წინააღმდეგ: "ეს კრიმინალური ორგანიზაციაა, დროა, მოკვდეს“

Tesla-ს და SpaceX-ის მფლო­ბე­ლი, მი­ლი­არ­დე­რი ილონ მას­კი, რო­მე­ლიც აშშ-ის ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა - დო­ნალდ ტრამპმა მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნა, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას სკან­და­ლუ­რად იწყებს და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში USAID-ს უმწვა­ვე­სად აკ­რი­ტი­კებს.

მან 2 თე­ბერ­ვალს X-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, რო­მელ­შიც USAID-ს “კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია“ უწო­და.

  • “USAID-ი არის კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. დროა, რომ მოკ­ვდეს“, - წერს მას­კი.

მან კონ­სერ­ვა­ტო­რი მაიკ ბენ­ცის ვი­დეო გა­ა­ზი­ა­რა, რო­მელ­შიც USAID-ზე, ინ­ტერ­ნეტ ცენ­ზუ­რა­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტრო­ლის სტრუქ­ტუ­რე­ბის შექ­მნის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

  • Freedom Online-ის ფონ­დის დი­რექ­ტო­რის, ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლის ვი­დე­ო­ში თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბიც ჩანს.

“ჩემს X-ის ან­გა­რიშ­ზე გავ­მარ­თე 50-სა­ა­თი­ა­ნი ლაივ სტრიმ ლექ­ცი­ე­ბი, რო­მელ­შიც გა­მომ­წე­რებს ინ­ტერ­ნეტ ცენ­ზუ­რი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გათ­ვლი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტრო­ლის სტრუქ­ტუ­რე­ბის შექ­მნა­ში, USAID-ის მთა­ვა­რი რო­ლის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რე.

რო­დე­საც ამ კვი­რა­ში სახ­ლში დავ­ბრუნ­დე­ბი, დავ­დებ ამ ჩა­ნა­წე­რებს“, - წერს ბენ­ცი.

  • გარ­და ამი­სა, მასკმა გა­აკ­რი­ტი­კა "დე­მოკ­რა­ტი­ის ეროვ­ნულ ფონ­დი"(NED).

"დე­მოკ­რა­ტი­ის ეროვ­ნულ ფონ­დი" კო­რუფ­ცი­ა­შია ჩა­ძი­რუ­ლი... დი­დია იმ ბო­რო­ტე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რაც NED-ს გა­უ­კე­თე­ბია", - წერს მას­კი X-ზე.

NED-ი 1983 წელს და­არ­სე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც, რო­გორც თა­ვად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, მსოფ­ლი­ო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გავ­რცე­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ილონ მას­კის X-ის ან­გა­რიშ­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ონ­ლა­ინ “დე­ბა­ტე­ბი“ ამ წუ­თებ­შიც გრძელ­დე­ბა. მი­ლი­არ­დე­რი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბებს აზი­ა­რებს და მათ მოკ­ლე ცი­ტა­ტე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბა - ეთან­ხმე­ბა ან დას­მულ კი­თხვებს იწო­ნებს.

დო­ნალდ ტრამ­პის თქმით, სა­ა­გენ­ტოს “რა­დი­კა­ლი გი­ჟე­ბი“ მარ­თა­ვენ და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­მა­ვალ­ზე მას შემ­დეგ იფიქ­რებს, რაც მის ხელ­მძღვა­ნე­ლებს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს.

Associated Press-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა USAID -ის ორი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი მას შემ­დეგ, რაც მათ უარი თქვეს ილონ მას­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი გა­და­ე­ცათ.

“მას­კის DOGE გუნდს არ გა­აჩ­ნდა ნე­ბარ­თვა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მის­თვის. ამი­ტომ USAID-ის უსაფრ­თხო­ე­ბის ორმა თა­ნამ­შრო­მელ­მა, ჯონ ვურ­ჰეს­მა და მის­მა მო­ად­გი­ლემ ბრა­ი­ან მა­კგილ­მა იუ­რი­დი­უ­ლად ვალ­დე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნი­ეს უარი ეთ­ქვათ აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა­ზე,“ - აღ­ნიშ­ნავს სა­ა­გენ­ტო, თუმ­ცა სტა­ტი­ა­ში­ვე წერს, რომ DOGE-მ აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ღო.

  • აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) ვებგ­ვერ­დი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბი ამ დრო­ის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლია.

“რო­ი­ტე­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებგ­ვერ­დი მას შემ­დეგ გა­ი­თი­შა, რაც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ა­გენ­ტოს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას გეგ­მა­ვენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო დღე­ებ­ში USAID-ის ათე­უ­ლო­ბით თა­ნამ­შრო­მე­ლი შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვეს.

დე­მოკ­რატ­მა სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ქმე­დე­ბებს უპ­რე­ცე­დენ­ტო უწო­და და მო­ი­თხო­ვა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებ­ზე. შა­ჰი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 თე­ბერ­ვალს სე­ნა­ტო­რე­ბის ორ­პარ­ტი­უ­ლი ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რას მო­იწ­ვე­ვენ.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2025 წლის იან­ვარ­ში დო­ნალდ ტრამპმა USAID-ის პროგ­რა­მე­ბი 90 დღით, აშშ-ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ კურსთან მათი შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნამ­დე შე­ა­ჩე­რა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტი თით­ქმის 43 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია. ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია უცხო­ე­თის ქვეყ­ნე­ბის­თვის აშშ-ის დახ­მა­რე­ბის მარ­თვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

მასკი სახელმწიფო სამსახურს სკანდალურად იწყებს - ბრალდებები USAID - ის წინააღმდეგ: "ეს კრიმინალური ორგანიზაციაა, დროა, მოკვდეს“

მასკი სახელმწიფო სამსახურს სკანდალურად იწყებს - ბრალდებები USAID - ის წინააღმდეგ: "ეს კრიმინალური ორგანიზაციაა, დროა, მოკვდეს“

Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა - დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დანიშნა, ამ თანამდებობაზე მუშაობას სკანდალურად იწყებს და საჯარო სივრცეში USAID-ს უმწვავესად აკრიტიკებს.

მან 2 თებერვალს X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც USAID-ს “კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა.

  • “USAID-ი არის კრიმინალური ორგანიზაცია. დროა, რომ მოკვდეს“, - წერს მასკი.

მან კონსერვატორი მაიკ ბენცის ვიდეო გააზიარა, რომელშიც USAID-ზე, ინტერნეტ ცენზურასა და პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნის მიმართულებებზეა საუბარი.

  • Freedom Online-ის ფონდის დირექტორის, ყოფილი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლის ვიდეოში თბილისში გამართული აქციებიც ჩანს.

“ჩემს X-ის ანგარიშზე გავმართე 50-საათიანი ლაივ სტრიმ ლექციები, რომელშიც გამომწერებს ინტერნეტ ცენზურისა და საზოგადოებაზე გათვლილი პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნაში, USAID-ის მთავარი როლის შესახებ ვესაუბრე.

როდესაც ამ კვირაში სახლში დავბრუნდები, დავდებ ამ ჩანაწერებს“, - წერს ბენცი.

  • გარდა ამისა, მასკმა გააკრიტიკა "დემოკრატიის ეროვნულ ფონდი"(NED).

"დემოკრატიის ეროვნულ ფონდი" კორუფციაშია ჩაძირული... დიდია იმ ბოროტებათა ჩამონათვალი, რაც NED-ს გაუკეთებია", - წერს მასკი X-ზე.

NED-ი 1983 წელს დაარსებული ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, როგორც თავად ორგანიზაციაში აცხადებენ, მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას ემსახურება.

ილონ მასკის X-ის ანგარიშზე, ორგანიზაციის შესახებ ონლაინ “დებატები“ ამ წუთებშიც გრძელდება. მილიარდერი სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებებს აზიარებს და მათ მოკლე ციტატებით ეხმაურება - ეთანხმება ან დასმულ კითხვებს იწონებს.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Did you know that USAID, using YOUR tax dollars, funded bioweapon research, including COVID-19, that killed millions of people? <a href="https://t.co/YVwyKA7ifs">https://t.co/YVwyKA7ifs</a></p>&mdash; Elon Musk (@elonmusk) <a href="https://twitter.com/elonmusk/status/1886129005759262964?ref_src=twsrc%5Etfw">February 2, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

დონალდ ტრამპის თქმით, სააგენტოს “რადიკალი გიჟები“ მართავენ და ორგანიზაციის მომავალზე მას შემდეგ იფიქრებს, რაც მის ხელმძღვანელებს გაათავისუფლებს.

Associated Press-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ გაათავისუფლა USAID -ის ორი მაღალი თანამდებობის პირი მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ილონ მასკის წარმომადგენლებისთვის საიდუმლო მასალები გადაეცათ.

“მასკის DOGE გუნდს არ გააჩნდა ნებართვა ამ ინფორმაციაზე წვდომისთვის. ამიტომ USAID-ის უსაფრთხოების ორმა თანამშრომელმა, ჯონ ვურჰესმა და მისმა მოადგილემ ბრაიან მაკგილმა იურიდიულად ვალდებულებად მიიჩნიეს უარი ეთქვათ აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომაზე,“ - აღნიშნავს სააგენტო, თუმცა სტატიაშივე წერს, რომ DOGE-მ აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა საბოლოოდ მიიღო.

  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი და სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდები ამ დროისთვის მიუწვდომელია.

“როიტერის“ ინფორმაციით, ორგანიზაციის ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში USAID-ის ათეულობით თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს.

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დეპარტამენტის წარმომადგენელთა ქმედებებს უპრეცედენტო უწოდა და მოითხოვა დაუყოვნებლივ რეაგირება ეროვნული უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელ შედეგებზე. შაჰინის ინფორმაციით, 3 თებერვალს სენატორების ორპარტიული ჯგუფის შეხვედრას მოიწვევენ.

  • შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა USAID-ის პროგრამები 90 დღით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მათი შესაბამისობის დადგენამდე შეაჩერა.

ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი თითქმის 43 მილიარდი დოლარია. ის პასუხისმგებელია უცხოეთის ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების მართვასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობაზე.

იხილეთ ასევე: