მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს“ - მეუფე შიო
“უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს“ - მეუფე შიო

“უფა­ლი ყო­ველ­თვის მი­დის იმას­თან, ვინც უფალს ეძებს, უფალ­თან შეხ­ვედ­რას ეძებს და ვი­საც მისი და­ნახ­ვა სურს. მაგ­რამ რო­გორ უნდა და­ვი­ნა­ხოთ ქრის­ტე? - თუ და­ვი­ცავთ მის მცნე­ბებს, შე­ვუდ­გე­ბით მას და გავ­ხდე­ბით მისი მო­წა­ფე­ე­ბი, აი, მა­შინ ვი­ხი­ლავთ უფალს,“ - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად იც­ვლე­ბა, სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბა ქრის­ტეს შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ვიდ­რე იყო მა­ნამ­დე.

“სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა. ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ კვი­რა დღეს, გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

დიდი მარ­ხვის და­წყე­ბამ­დე ერთი თვით ადრე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იწყებს ჩვენს მომ­ზა­დე­ბას მარ­ხვის­თვის და გვახ­სე­ნებს იმას, რისი გა­გე­ბაც მრა­ვალ ადა­მი­ანს უჭირს, რომ უამ­რა­ვი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი საზ­რუ­ნა­ვის გარ­და, არ­სე­ბობს კი­დევ ზრუნ­ვა სულ­ზე, ჩვენს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ზე და რომ სწო­რედ ეს საზ­რუ­ნა­ვი არის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

დღეს წმინ­და სა­ხა­რე­ბა მოგ­ვი­თხრობს ერთ ძა­ლი­ან მდი­დარ კაც­ზე, რო­მე­ლიც იყო გა­და­სა­ხა­დე­ბის ამ­კრეფ­თა უფ­რო­სი, სა­ხე­ლად ზაქე. იმ ეპო­ქა­ში ზა­ქეს ეს პრო­ფე­სია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო გა­მომ­ძალ­ვე­ლო­ბას­თან, მექ­რთა­მე­ო­ბას­თან, უსა­მარ­თლო­ბას­თან, უწე­სო­ბას­თან. ამი­ტომ, რა თქმა უნდა, ეს მეზ­ვე­რე­ე­ბი ადა­მი­ა­ნებს სძულ­დათ.

ერთხელ, რო­დე­საც უფა­ლი იესო ქრის­ტე ქა­ლაქ­ში შე­დი­ო­და, ზა­ქემ მო­ინ­დო­მა მისი და­ნახ­ვა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ტან­და­ბა­ლი იყო, რომ ამას ვერ ახერ­ხებ­და. ამი­ტომ მან გა­ა­კე­თა ის, რაც იყო გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი. იმ­დე­ნად უნ­დო­და ქრის­ტეს და­ნახ­ვა, რომ პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით ხეზე ავი­და, რათა იქი­დან და­ე­ნა­ხა უფა­ლი. ე.ი. მთე­ლი ამ ქა­ლა­ქის თვალ­წინ (ყვე­ლა იც­ნობ­და მას, რა თქმა უნდა), ის არ და­ე­ძებ­და, რომ ამის­თვის შე­იძ­ლე­ბა და­ე­ცი­ნათ, და­ემ­ცი­რე­ბი­ნათ, ოღონდ მა­ცხო­ვა­რი ენა­ხა.

გულ­თამ­ხილ­ველ­მა უფალ­მა, რა თქმა უნდა, შე­ამ­ჩნია მისი ასე­თი გან­წყო­ბა; ამან მი­ი­პყრო ქრის­ტეს ყუ­რა­დღე­ბა და რო­დე­საც ჩა­მო­უ­ა­რა ზა­ქეს, მო­იხ­მო თა­ვის­თან და შემ­დეგ სახ­ლშიც კი ეს­ტუმ­რა მას. ზა­ქე­ზე იმ­დე­ნად იმოქ­მე­და უფ­ლის გულ­მო­წყა­ლე­ბამ, ლმო­ბი­ე­რე­ბამ, რომ მას­ში მოხ­და ის, რა­საც ეწო­დე­ბა სი­ნა­ნუ­ლი. მან უთხრა ქრის­ტეს, რომ მე ცოდ­ვი­ლი კაცი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამი­ე­რი­დან მინ­და ჩემი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ვას­წო­რო; ჩემი ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვარს და­ვუ­რი­გებ გლა­ხა­კებს და თუ ვინ­მეს­თვის რამე გა­მო­მი­ძა­ლავს, ოთხმა­გად ავუ­ნა­ზღა­უ­რებ, ოთხმა­გად მი­ვა­გე­ბო. უფალ­მა უთხრა: “დღეს მო­ვი­და ამ სახ­ლის ხსნა, რად­გან ესეც შვი­ლი აბ­რა­ა­მი­სი არის“ (ლკ. 19,9). აი, ასე მოხ­და ზა­ქეს ფე­რის­ცვა­ლე­ბა.

აი, ასეთ ცოდ­ვილ კაც­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლას სძულ­და და მუ­დამ სცო­დავ­და, გა­იღ­ვი­ძა ქრის­ტეს ხილ­ვის წყურ­ვილ­მა. მას ეს წყურ­ვი­ლი ჰქონ­და ძა­ლი­ან დიდი. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­დის ეკ­ლე­სი­ა­ში, მაგ­რამ ასე­თი წყურ­ვი­ლი ქრის­ტეს და­ნახ­ვი­სა ბევ­რს არ აქვს. ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მით, ზოგს შვი­ლი ავად გა­უხ­და, ზოგს პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა, ზოგს რა­ღაც მძი­მე აზ­რე­ბი აწუ­ხებს, ან ნა­წყე­ნია და ამ წყე­ნით მო­ცუ­ლია, ან შური აწუ­ხებს, ან რა­ღაც სხვა პრობ­ლე­მე­ბი და უნ­დათ ამის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ღმერ­თს სთხო­ვენ, მაგ­რამ რა იშ­ვი­ა­თია, ძმე­ბო და დებო, რომ ადა­მი­ანს ეთ­ქვას: “მე მინ­და ქრის­ტეს და­ნახ­ვა!“. სწო­რედ ამი­ტო­მაც არ გვეს­მის, ჩვენც არ გვე­უბ­ნე­ბა უფა­ლი იმ სი­ტყვებს, რომ­ლე­ბიც უთხრა ამ კაცს: “ზაქე, სწრა­ფად ჩა­მო­დი, მე დღეს შენს სახ­ლში უნდა დავ­რჩე“ (ლკ. 19,5). რა­ტომ უთხრა ეს? მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ზა­ქემ მო­ინ­დო­მა მისი და­ნახ­ვა და მას­თან შეხ­ვედ­რა.

  • ამ­დე­ნად, უფა­ლი ყო­ველ­თვის მი­დის იმას­თან, ვინც უფალს ეძებს, უფალ­თან შეხ­ვედ­რას ეძებს და ვი­საც მისი და­ნახ­ვა სურს. მაგ­რამ რო­გორ უნდა და­ვი­ნა­ხოთ ქრის­ტე? - თუ და­ვი­ცავთ მის მცნე­ბებს, შე­ვუდ­გე­ბით მას და გავ­ხდე­ბით მისი მო­წა­ფე­ე­ბი, აი, მა­შინ ვი­ხი­ლავთ უფალს.

მა­შა­სა­და­მე, რას გვას­წავ­ლის დღე­ვან­დე­ლი სა­ხა­რე­ბა? - თუ რაში მდგო­მა­რე­ობს სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა, სუ­ლის ცხო­ნე­ბა. ის მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად იც­ვლე­ბა, სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბა ქრის­ტეს შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ვიდ­რე იყო მა­ნამ­დე. მაგ­რამ ამის­თვის სა­ჭი­როა, ზა­ქეს მსგავ­სად, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მის­წრა­ფე­ბა იყოს ქრის­ტეს და­ნახ­ვა და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბა. მხო­ლოდ ასე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც მი­აღ­წევს თა­ვი­სი პი­როვ­ნე­ბის ფე­რის­ცვა­ლე­ბას, იმ­კვიდ­რებს ღმერ­თის სა­სუ­ფე­ველს.

აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, სწო­რედ ეს არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა. ამინ!

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის კურ­თხე­ვით, ილო­ცე­ბა ელი­სა­ბე­დაშ­ვი­ლე­ბის გვა­რი. ღმერ­თმა გა­გა­ხა­როთ, გამ­რავ­ლოთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ.

ჩვენ­თან არს ღმერ­თი“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

ავტორი:

“უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს“ - მეუფე შიო

“უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს“ - მეუფე შიო

“უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ქრისტე? - თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, აი, მაშინ ვიხილავთ უფალს,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად სხვანაირი ხდება ქრისტეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე.

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია იწყებს ჩვენს მომზადებას მარხვისთვის და გვახსენებს იმას, რისი გაგებაც მრავალ ადამიანს უჭირს, რომ უამრავი ცხოვრებისეული საზრუნავის გარდა, არსებობს კიდევ ზრუნვა სულზე, ჩვენს შინაგან სამყაროზე და რომ სწორედ ეს საზრუნავი არის პირველხარისხოვანი, უფრო მნიშვნელოვანი.

დღეს წმინდა სახარება მოგვითხრობს ერთ ძალიან მდიდარ კაცზე, რომელიც იყო გადასახადების ამკრეფთა უფროსი, სახელად ზაქე. იმ ეპოქაში ზაქეს ეს პროფესია დაკავშირებული იყო გამომძალველობასთან, მექრთამეობასთან, უსამართლობასთან, უწესობასთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები ადამიანებს სძულდათ.

ერთხელ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ქალაქში შედიოდა, ზაქემ მოინდომა მისი დანახვა, მაგრამ იმდენად ტანდაბალი იყო, რომ ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც იყო გმირობის ტოლფასი. იმდენად უნდოდა ქრისტეს დანახვა, რომ პატარა ბიჭივით ხეზე ავიდა, რათა იქიდან დაენახა უფალი. ე.ი. მთელი ამ ქალაქის თვალწინ (ყველა იცნობდა მას, რა თქმა უნდა), ის არ დაეძებდა, რომ ამისთვის შეიძლება დაეცინათ, დაემცირებინათ, ოღონდ მაცხოვარი ენახა.

გულთამხილველმა უფალმა, რა თქმა უნდა, შეამჩნია მისი ასეთი განწყობა; ამან მიიპყრო ქრისტეს ყურადღება და როდესაც ჩამოუარა ზაქეს, მოიხმო თავისთან და შემდეგ სახლშიც კი ესტუმრა მას. ზაქეზე იმდენად იმოქმედა უფლის გულმოწყალებამ, ლმობიერებამ, რომ მასში მოხდა ის, რასაც ეწოდება სინანული. მან უთხრა ქრისტეს, რომ მე ცოდვილი კაცი ვიყავი, მაგრამ ამიერიდან მინდა ჩემი ცხოვრება გამოვასწორო; ჩემი ქონების ნახევარს დავურიგებ გლახაკებს და თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად ავუნაზღაურებ, ოთხმაგად მივაგებო. უფალმა უთხრა: “დღეს მოვიდა ამ სახლის ხსნა, რადგან ესეც შვილი აბრაამისი არის“ (ლკ. 19,9). აი, ასე მოხდა ზაქეს ფერისცვალება.

აი, ასეთ ცოდვილ კაცში, რომელიც ყველას სძულდა და მუდამ სცოდავდა, გაიღვიძა ქრისტეს ხილვის წყურვილმა. მას ეს წყურვილი ჰქონდა ძალიან დიდი. ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, მაგრამ ასეთი წყურვილი ქრისტეს დანახვისა ბევრს არ აქვს. ადამიანები მოდიან სხვადასხვა პრობლემით, ზოგს შვილი ავად გაუხდა, ზოგს პატიმრობა ემუქრება, ზოგს რაღაც მძიმე აზრები აწუხებს, ან ნაწყენია და ამ წყენით მოცულია, ან შური აწუხებს, ან რაღაც სხვა პრობლემები და უნდათ ამისგან გათავისუფლება და ღმერთს სთხოვენ, მაგრამ რა იშვიათია, ძმებო და დებო, რომ ადამიანს ეთქვას: “მე მინდა ქრისტეს დანახვა!“. სწორედ ამიტომაც არ გვესმის, ჩვენც არ გვეუბნება უფალი იმ სიტყვებს, რომლებიც უთხრა ამ კაცს: “ზაქე, სწრაფად ჩამოდი, მე დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე“ (ლკ. 19,5). რატომ უთხრა ეს? მხოლოდ იმიტომ, რომ ზაქემ მოინდომა მისი დანახვა და მასთან შეხვედრა.

  • ამდენად, უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ქრისტე? - თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, აი, მაშინ ვიხილავთ უფალს.

მაშასადამე, რას გვასწავლის დღევანდელი სახარება? - თუ რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა, სულის ცხონება. ის მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად სხვანაირი ხდება ქრისტეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე. მაგრამ ამისთვის საჭიროა, ზაქეს მსგავსად, ჩვენი ცხოვრების მთავარი მისწრაფება იყოს ქრისტეს დანახვა და მასთან დაახლოება. მხოლოდ ასეთი ადამიანი, ვინც მიაღწევს თავისი პიროვნების ფერისცვალებას, იმკვიდრებს ღმერთის სასუფეველს.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ეს არის ქრისტიანობა. ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ილოცება ელისაბედაშვილების გვარი. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა მეუფე შიომ.