პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
Faceამბები
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მის დადანაშაულებას სახელმწიფო გადატრიალებაში ვიქტორ ორბანიც აპირებს - "როგორ ვაწყობდი გადატრიალებას? ვერაფერს ვერ ამბობენ"
მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მის დადანაშაულებას სახელმწიფო გადატრიალებაში ვიქტორ ორბანიც აპირებს - "როგორ ვაწყობდი გადატრიალებას? ვერაფერს ვერ ამბობენ"

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­უ­რი, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში, უნ­გრე­თის ლი­დე­რი, ვიქ­ტორ ორ­ბა­ნიც აპი­რებს. ეს გა­ნა­ცხა­დი, მა­მუ­ლაშ­ვილ­მა მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, რო­ბერტ ფი­ცომ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში დას­დო ბრა­ლი.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­მუ­ლაშ­ვილს სლო­ვა­კეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან მისი კავ­ში­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლა. მა­ნამ­დე, ის ჯერ რო­ბერტ ფი­ცომ, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა სლო­ვა­კე­თის მთავ­რო­ბის მრჩე­ვე­ლი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ერიკ კა­ლი­ნი­ა­კიმ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში.

"სად მე და სად სლო­ვა­კე­თი?" - სვამს რი­ტო­რი­კულ კი­თხვას მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და ფიქ­რობს, რომ რო­ბერტ ფიცო კრემლში და­წე­რილ სცე­ნარს მიყ­ვე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა, რო­დე­საც ის უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი იყო, და­ა­და­ნა­შა­უ­ლებ­და "მა­იდ­ნის" მო­წყო­ბა­ში.

შემ­დეგ ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თგზის დას­დო ბრა­ლო სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბის საქ­მე­ში. მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის ვერ­სი­ით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი საფრ­თხედ მი­იჩ­ნევს იდე­ო­ლო­გი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი მებ­რძო­ლე­ბის ჯგუფს - "ქარ­თულ ლე­გი­ონს" და მა­რი­ო­ნე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობს მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

"პუ­ტი­ნის თა­ნა­მო­აზ­რე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლო­ბენ ჩვენს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ფიცო არის რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი და რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბე­ლი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში, გაჰ­ყვა კრემლში და­წე­რილ იმ რუ­სულ გეგ­მას და სა­ხელ­მწი­ფო გა­დამ­ტრი­ა­ლებ­ლად გა­მო­მა­ცხა­და. ჩემ­თან ერ­თად კი­დევ 9 კაცს აუკ­რძა­ლეს სლო­ვა­კეთ­ში შეს­ვლა. სა­ვა­რა­უ­დოდ ეს 9 კაცი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მებ­რძო­ლე­ბი არი­ან" - ამ­ბობს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და გვი­ზი­ა­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, შე­საძ­ლოა მალე სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ში ვიქ­ტორ ორ­ბანს ბე­ლო­რუ­სი პრე­ზი­დენ­ტი ლუ­კა­შენ­კოც მიჰ­ყვეს, ვი­ნა­ი­დან "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ონს" რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მტრად მი­იჩ­ნევს და ყველ­გან ცდი­ლობს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, სა­დაც გავ­ლე­ნა აქვს.

"რო­გორ ვა­წყობ­დი გა­დატ­რი­ა­ლე­ბას? ვე­რა­ფერს ვერ ამ­ბო­ბენ, ვე­რა­ფერს ვერ ხსნი­ან, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვთ და ვერც ექ­ნე­ბათ, იმი­ტომ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. ფი­ცომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია მო­მი­ძღვნა და დიდ ეკ­რან­ზე აჩ­ვე­ნა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც მე ვი­ყა­ვი გა­მო­სა­ხუ­ლი სლო­ვაკ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებ­თან ერ­თად, მათ შო­რის, სლო­ვა­კეთ­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თან, ლუ­ცია შტა­სე­ლო­ვას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს.

ფო­ტო­ე­ბი ნამ­დვი­ლია, მაგ­რამ ის გა­და­ღე­ბუ­ლია სლო­ვა­კი მწერ­ლის მიერ ჩემს შე­სა­ხებ და­წე­რილ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, სა­დაც ჩემ­თან ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­და­ი­ღო ფოტო. მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც ყო­ფი­ლან, ისე­ვე რო­გორც სპორ­ტსმე­ნე­ბი და სხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. იჟა, რო­გორც მთა­ვა­რი გმი­რი. პრე­ზენ­ტა­ცია სლო­ვა­კე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში ჩა­ტარ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თან ერ­თად ფოტო გა­და­ი­ღო უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­თა შო­რის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ" - გვი­ამ­ბობს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და იმ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც თბი­ლის­ში მა­მის ავად­მყო­ფო­ბის გამო იყო ჩა­მო­სუ­ლი „ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვყო­ფილ­ვარ.

ბო­ლოს მა­მა­ჩე­მის ავად­მყო­ფო­ბის გამო ჩა­მო­ვე­დი.

"იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­მად­გნენ სახ­ლში და მკი­თხეს, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­თვის ხარ ჩა­მო­სუ­ლიო? ვუ­პა­სუ­ხე, რომ მამა მყავ­და მი­სა­ხე­დი და ამ­ჯე­რად სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბის სე­რია გა­და­დე­ბუ­ლი მქონ­და, სხვა დრო­ის­თვის. სამ დღე­ში უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი და მა­მა­ჩე­მი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რა თქმა უნდა, ისევ დავ­ბრუნ­დი. ისევ და­მი­წყეს დევ­ნა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა, - ხარ თუ არა ჩა­მო­სუ­ლი, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­თვი­სო? მე სარ­კაზ­მით ვუ­პა­სუ­ხე, რომ სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­სა­წყო­ბად ასე არ ჩა­მო­ვალ, ამის­თვის ია­რა­ღია სა­ჭი­როთ­ქო".

მა­მუ­ლაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში კი­დევ ერთხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს, რო­გორც ეს არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მის დადანაშაულებას სახელმწიფო გადატრიალებაში ვიქტორ ორბანიც აპირებს - "როგორ ვაწყობდი გადატრიალებას? ვერაფერს ვერ ამბობენ"

მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მის დადანაშაულებას სახელმწიფო გადატრიალებაში ვიქტორ ორბანიც აპირებს - "როგორ ვაწყობდი გადატრიალებას? ვერაფერს ვერ ამბობენ"

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ მის დადანაშაულებას სახელმწიფო გადატრიალებაში, უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანიც აპირებს. ეს განაცხადი, მამულაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცომ ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებასა და სახელმწიფო გადატრიალებაში დასდო ბრალი.

  • შეგახსენებთ, რომ მამულაშვილს სლოვაკეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაციის გამო ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. მანამდე, ის ჯერ რობერტ ფიცომ, შემდეგ კი საქართველოში ჩამოსულმა სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტარმა ერიკ კალინიაკიმ დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

"სად მე და სად სლოვაკეთი?" - სვამს რიტორიკულ კითხვას მამულაშვილი და ფიქრობს, რომ რობერტ ფიცო კრემლში დაწერილ სცენარს მიყვება, რომლის ფარგლებშიც "ქართული ლეგიონი" ვიქტორ იანუკოვიჩმა, როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტი იყო, დაადანაშაულებდა "მაიდნის" მოწყობაში.

შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლებამ არაერთგზის დასდო ბრალო სამხედრო გადატრიალების მოწყობის საქმეში. მამუკა მამულაშვილის ვერსიით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრთხედ მიიჩნევს იდეოლოგიურად განწყობილი მებრძოლების ჯგუფს - "ქართულ ლეგიონს" და მარიონეტების საშუალებით ცდილობს მის დისკრედიტაციას.

"პუტინის თანამოაზრე პოლიტიკოსები მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ფიცო არის რუსული პოლიტიკის ნაწილი და რუსული პოლიტიკის გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში, გაჰყვა კრემლში დაწერილ იმ რუსულ გეგმას და სახელმწიფო გადამტრიალებლად გამომაცხადა. ჩემთან ერთად კიდევ 9 კაცს აუკრძალეს სლოვაკეთში შესვლა. სავარაუდოდ ეს 9 კაცი "ქართული ლეგიონის" მებრძოლები არიან" - ამბობს მამულაშვილი და გვიზიარებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა მალე სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებულ ბრალდებებში ვიქტორ ორბანს ბელორუსი პრეზიდენტი ლუკაშენკოც მიჰყვეს, ვინაიდან "ქართული ლეგიონს" რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მტრად მიიჩნევს და ყველგან ცდილობს ამ ორგანიზაციის დისკრედიტაციას, სადაც გავლენა აქვს.

"როგორ ვაწყობდი გადატრიალებას? ვერაფერს ვერ ამბობენ, ვერაფერს ვერ ხსნიან, მტკიცებულებები არ აქვთ და ვერც ექნებათ, იმიტომ ბუნებაში არ არსებობს. ფიცომ პრესკონფერენცია მომიძღვნა და დიდ ეკრანზე აჩვენა ფოტოები, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული სლოვაკ ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, მათ შორის, სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ლუცია შტასელოვასთან ერთად გადაღებულ ფოტოს.

ფოტოები ნამდვილია, მაგრამ ის გადაღებულია სლოვაკი მწერლის მიერ ჩემს შესახებ დაწერილ პრეზენტაციაზე, სადაც ჩემთან ერთად ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიღო ფოტო. მათ შორის პოლიტიკოსებიც ყოფილან, ისევე როგორც სპორტსმენები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. იჟა, როგორც მთავარი გმირი. პრეზენტაცია სლოვაკეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა და შესაბამისად, ჩემთან ერთად ფოტო გადაიღო უამრავმა ადამიანმა, რომელთა შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ" - გვიამბობს მამულაშვილი და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც თბილისში მამის ავადმყოფობის გამო იყო ჩამოსული „ძალიან დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ.

ბოლოს მამაჩემის ავადმყოფობის გამო ჩამოვედი.

"იმედის" ჟურნალისტები მომადგნენ სახლში და მკითხეს, სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხარ ჩამოსულიო? ვუპასუხე, რომ მამა მყავდა მისახედი და ამჯერად სახელმწიფო გადატრიალებების სერია გადადებული მქონდა, სხვა დროისთვის. სამ დღეში უკრაინაში წავედი და მამაჩემი საავადმყოფოში გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ისევ დავბრუნდი. ისევ დამიწყეს დევნა ტელევიზიებმა, - ხარ თუ არა ჩამოსული, სამხედრო გადატრიალებისთვისო? მე სარკაზმით ვუპასუხე, რომ სამხედრო გადატრიალების მოსაწყობად ასე არ ჩამოვალ, ამისთვის იარაღია საჭიროთქო".

მამულაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია.

წაიკითხეთ ასევე: