საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტროპოლის" საერთაშორისო ჯილდოები და ქართული კომპანიის პროექტები მსოფლიო გამოფენებზე
"მეტროპოლის" საერთაშორისო ჯილდოები და ქართული კომპანიის პროექტები მსოფლიო გამოფენებზე

ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ქა­ლა­ქის მო­თხოვ­ნებს პა­სუ­ხობს და ცდი­ლობს, დამ­კვეთს შეს­თა­ვა­ზოს გა­რე­მო, სა­დაც არა­სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პო­ნენ­ტებს - სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნებს, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სივ­რცე­ებს, დას­ვე­ნე­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. ბი­ნის ძი­ე­ბი­სას მო­ბი­ნად­რე ირ­ჩევს არა მხო­ლოდ სა­ცხოვ­რე­ბელს, არა­მედ ბედ­ნი­ერ და კომ­ფორ­ტულ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას. დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან გლო­ბა­ლურ ტენ­დენ­ცი­ებს ერ­გე­ბი­ან, მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“, რო­მელ­მაც თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და პრო­ექ­ტე­ბი 5-ამდე ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე წა­რად­გი­ნა. ამას­თან ერ­თად, კომ­პა­ნია 2024 წელს 3 სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლიც გახ­და.

გა­სულ წელს „მეტ­რო­პო­ლი“ სა­უ­დის არა­ბეთ­ში CITYSCAPE GLOBAL SKA 2024-ზე წარ­დგა. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს ექ­სპო­ზი­ცი­ას 200-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ვე­ლო­პე­რი ეს­წრე­ბო­და, ჯამ­ში, 50 მი­ლი­არ­დამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბით.

მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი, „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: „The future of living - ეს იყო რი­ად­ში გა­მარ­თუ­ლი ექ­სპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი თემა და ჩვენც, რო­გორც კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მო­მავ­ლის ხედ­ვით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, გა­მო­ფე­ნა­ზე ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი­თა და შე­სა­ბა­მი­სი კონ­ცეფ­ცი­ით წარვდე­ქით. ეს იყო კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა რო­გორც ბიზ­ნეს­კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის­თვის, ისე სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რით სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის. მსგავ­სი პლატ­ფორ­მე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, უფრო ახ­ლოს გა­ვეც­ნოთ მსოფ­ლიო სი­ახ­ლე­ებს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს, რა­საც, ცხა­დია, შემ­დეგ პრო­ექ­ტებ­ში ვთარ­გმნით. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­უ­დის არა­ბეთ­ში შეკ­რე­ბილ დე­ვე­ლო­პე­რებ­სა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო აგენ­ტებს ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­ვუ­ზი­ა­რეთ“.

კომ­პა­ნი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტე­ბით გა­ჯე­რე­ბულ ბა­ზარ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, ხა­რის­ხი და ინო­ვა­ცი­ე­ბის­კენ სწრაფ­ვაა ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც „მეტ­რო­პოლს“ კონ­კუ­რენ­ტე­ბი­სა­გან მკვეთ­რად გა­მო­არ­ჩევს. პრი­ო­რი­ტე­ტი დამ­კვე­თის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცის შექ­მნაა, სა­დაც მო­ბი­ნად­რის მო­თხოვ­ნებს კომ­პა­ნი­ის შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი სრულ­ყო­ფილს ხდის. ამ კონ­ცეფ­ცი­ით შექ­მნი­ლი ექ­ვსი მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი გა­აც­ნო „მეტ­რო­პოლ­მა“ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერე­ვან­შიც, სა­დაც 2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მას­შტა­ბუ­რი ექ­სპო­ზი­ცია მო­ე­წყო. სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის 3000-ზე მეტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში TOON EXPO-ზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და. „მე­რი­დი­ა­ნის“ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი სტენ­დი ჰქონ­და „მეტ­რო­პოლს“.

„და­ინ­ტე­რე­სე­ბა „მეტ­რო­პო­ლის“ პრო­ექ­ტე­ბის მი­მართ საკ­მა­ოდ დიდი იყო. ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს ჩვე­ნი პორ­ტფო­ლიო და პრო­ექ­ტე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­ვა­ცა­ნით. მათ შო­რის იყო რო­გორც თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბან­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი, ისე ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი. სა­ცხოვ­რე­ბელ­თან ერ­თად, ინ­ტე­რე­სის სფე­რო გახ­ლდათ ინ­ვეს­ტი­რე­ბის სა­კი­თხიც. ამ ჭრილ­ში, უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, ქვეყ­ნის პო­ტენ­ცი­ალ­ზეც ვი­სა­უბ­რეთ, რაც, ვფიქ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“, - ამ­ბობს მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი.

მა­ნამ­დე კი, 2024 წლის და­სა­წყის­ში, დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია შან­ხა­ი­სა და თბი­ლი­სის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბას დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია წელს პირ­ვე­ლად შე­უ­ერ­თდა. ად­გი­ლობ­რივ და უცხო­ელ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს „მეტ­რო­პოლ­მა“ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, სა­ინ­ვეს­ტი­ციო და სუ­ბურ­ბა­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი წა­რუდ­გი­ნა და სრუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ციკ­ლი გა­აც­ნო.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპო­ზი­ცი­ე­ბი. სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში ჩარ­თულ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, ეს სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ჩვენ­თვის ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­თან პი­რის­პირ კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სათ­ვის. მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რია და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტი, იქ­ნე­ბა ეს ობი­ექ­ტის ლო­კა­ცი­ის შერ­ჩე­ვა, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბა, დი­ზა­ი­ნი, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი თუ, ზო­გა­დად, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მიდ­გო­მე­ბი დე­ვე­ლო­პე­რულ სექ­ტორ­ში. ვფიქ­რობთ, ამ დე­ტა­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით ვეხ­მა­რე­ბით ჩვენს მო­მა­ვალ მო­ბი­ნად­რე­ებ­სა თუ, უბ­რა­ლოდ, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ.

მე­ო­რე მხრივ, ასე­თი ექ­სპო­ზი­ცი­ე­ბი კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, უშუ­ა­ლოდ პირ­ველ­წყა­რო­სა­გან მი­ვი­ღოთ უკუ­კავ­ში­რი, შე­ვი­ტყოთ მეტი მათი სურ­ვი­ლე­ბი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა იმე­დაშ­ვილ­მა.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­მო­ფე­ნებ­ზე „მეტ­რო­პოლ­მა“ სა­კუ­თა­რი ხედ­ვა და ყვე­ლა ის პრო­ექ­ტი ჩა­ი­ტა­ნა, რომ­ლებ­საც კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ორ ქა­ლაქ­ში ახორ­ცი­ე­ლებს. მათ შო­რის არის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მიმ­დი­ნა­რე წელს გლო­ბა­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა.

„მეტ­რო­პო­ლი“ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც ნო­ვა­ტო­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც, ხა­რისხთან და ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბას­თან ერ­თად, მომ­ხმა­რე­ბელს თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­სა და გა­მორ­ჩე­ულ სტილს სთა­ვა­ზობს. სწო­რედ ამას ადას­ტუ­რებს ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც „მეტ­რო­პოლს“ ერგო. ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ შეძ­ლო და კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის დე­ვე­ლო­პე­რებს. გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე „მეტ­რო­პო­ლი“ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის International Property Awards-ის ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და. წარ­მა­ტე­ბა კომ­პა­ნი­ამ ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ექტ Cube-ისათ­ვის მი­ი­ღო კა­ტე­გო­რი­ა­ში Best Mixed-Use Development for Georgia.

„ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა, რომ ასო­ბით კომ­პა­ნი­ას შო­რის მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან 80-ზე მეტ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოს ტი­ტუ­ლი „მეტ­რო­პოლ კუბს“ მი­ა­ნი­ჭა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში Best Mixed-Use Development for Georgia. კა­ტე­გო­რია კომ­პლექ­სუ­რია და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს. ჯილ­დო გა­და­ე­ცე­მა სტი­ლი­თა და დი­ზა­ი­ნით გა­მორ­ჩე­ულ ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც ფუნ­ქცი­უ­რად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც Metropol Cube-თან ერ­თად ჩვე­ნი სხვა პრო­ექ­ტე­ბის წარ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მოგ­ვე­ცა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ექ­სპო­ზი­ციო სივ­რცე სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ი­ყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს Cube-ის­თვის ეს მე­ო­რე გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოა - რამ­დე­ნი­მე თვის წინ Cube-მა Titan Awards-ის აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. ჩვენ­მა გუნ­დმა დიდი შრო­მა გას­წია იმი­სათ­ვის, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რის ნდო­ბა და აღი­ა­რე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა“, - მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი.

2024-ში „მეტ­რო­პოლ­მა“ კი­დევ ერთი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. Metropol Oval Luxury Lifestyle Awards 2024-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო პრე­მი­ულ სას­ტუმ­როდ და­სა­ხელ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მთა­ვარ ინ­დი­კა­ტო­რად Luxury Lifestyle Awards-მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით სა­უ­კე­თე­სო პრო­დუქ­ტებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბებს აფა­სებს, ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის უნაკ­ლო რე­პუ­ტა­ცია და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და­ა­სა­ხე­ლა. Metropol Oval მსოფ­ლი­ოს 100 ქვეყ­ნის პრო­ექ­ტებს შო­რის გა­მო­არ­ჩი­ეს.

ამ­ჟა­მად „მეტ­რო­პო­ლი“ სამი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. მის პორ­ტფელ­ში კი ექ­ვსი მიმ­დი­ნა­რე და ექ­ვსი და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტია. თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია ვა­კი­სა და წყნე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მდე­ბა­რე „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი“. მე­სა­კუთ­რე­ე­ბი ბი­ნებს 2025 წლის და­სა­წყის­ში ჩა­ი­ბა­რე­ბენ. თა­ნა­მედ­რო­ვე გა­რე­მო და პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი კომ­პლექ­სის ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბაა.

დე­და­ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე დიდი, ერთი ჰექ­ტა­რი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნით გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტია „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძე“. კომ­პლექ­სი ორ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუსს აერ­თი­ა­ნებს, 534 აპარ­ტა­მენ­ტით. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­სას­ვე­ნე­ბელ­თან ერ­თად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სხვა სივ­რცე­ე­ბიც, მათ შო­რის სა­ბავ­შვო ბაღი.

კი­დევ ერთი მი­სა­მარ­თი „მეტ­რო­პო­ლის“ რუ­კა­ზე ტუ­რის­ტუ­ლად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლი უბა­ნი ორ­თა­ჭა­ლაა. თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი გამ­ზი­რი­დან ათი წუ­თის სა­ვალ­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი, „მეტ­რო­პოლ ორ­თა­ჭა­ლა“ ორ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუსს, მას­შტა­ბურ გამ­წვა­ნე­ბულ ეზოს, სპორ­ტულ მო­ედ­ნებ­სა და არა­ერთ ფუნ­ქცი­ურ სივ­რცეს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს.

კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბია ბა­თუ­მის „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ და „მეტ­რო­პოლ კუბი“, რომ­ლე­ბიც Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შენ­დე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი მსხვი­ლი მო­თა­მა­შეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრე­მი­უ­ლი სას­ტუმ­რო ბრენ­დია, რომ­ლის აჭა­რის რე­გი­ონ­ში შე­მოყ­ვა­ნის ექ­სკლუ­ზი­ვიც „მეტ­რო­პოლს“ ეკუთ­ვნის.

ასე­ვე ბა­თუმ­შია კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი „პა­რა­ლე­ლი“ - მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი ხელ­საყ­რე­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით. ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში, აბუ­სე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი კომ­პლექ­სი პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პლექ­სის B ბლოკ­ში ბი­ნე­ბის 50% უკვე გა­ყი­დუ­ლია, ახ­ლა­ხან კი კომ­პა­ნი­ამ „პა­რა­ლე­ლის“ A ბლო­კის წი­ნას­წა­რი გა­ყიდ­ვე­ბიც და­ი­წყო.

„მეტ­რო­პო­ლის“ შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ექვს პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში სამი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბის“, „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ორ­თა­ჭა­ლას“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე და­ი­წყო ახა­ლი პრო­ექ­ტის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

„მეტ­რო­პო­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თი 545 000 კვ.მ-ზე მე­ტია და მთლი­ა­ნო­ბა­ში 3500 ბი­ნას მო­ი­ცავს. დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია 2000-ამდე და­საქ­მე­ბულს აერ­თი­ა­ნებს და მისი ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 1,050,000,000 ლა­რია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მეტროპოლის" საერთაშორისო ჯილდოები და ქართული კომპანიის პროექტები მსოფლიო გამოფენებზე

"მეტროპოლის" საერთაშორისო ჯილდოები და ქართული კომპანიის პროექტები მსოფლიო გამოფენებზე

ბოლო რამდენიმე წელიწადია, სამშენებლო სექტორი თანამედროვე მოქალაქის მოთხოვნებს პასუხობს და ცდილობს, დამკვეთს შესთავაზოს გარემო, სადაც არასაცხოვრებელ კომპონენტებს - სარეკრეაციო ზონებს, სოციალიზაციის სივრცეებს, დასვენებასა და უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ბინის ძიებისას მობინადრე ირჩევს არა მხოლოდ საცხოვრებელს, არამედ ბედნიერ და კომფორტულ ყოველდღიურობას. დეველოპერული კომპანიები მთელი მსოფლიოდან გლობალურ ტენდენციებს ერგებიან, მათ შორის არის საქართველო და ქართული კომპანია „მეტროპოლი“, რომელმაც თავისი გამოცდილება და პროექტები 5-ამდე ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა. ამასთან ერთად, კომპანია 2024 წელს 3 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელიც გახდა.

გასულ წელს „მეტროპოლი“ საუდის არაბეთში CITYSCAPE GLOBAL SKA 2024-ზე წარდგა. უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპოზიციას 200-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დეველოპერი ესწრებოდა, ჯამში, 50 მილიარდამდე ღირებულების პროექტებით.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „The future of living - ეს იყო რიადში გამართული ექსპოზიციის მთავარი თემა და ჩვენც, როგორც კომპანია, რომელიც მომავლის ხედვით ხელმძღვანელობს, გამოფენაზე ჩვენი პროექტებითა და შესაბამისი კონცეფციით წარვდექით. ეს იყო კარგი შესაძლებლობა როგორც ბიზნესკავშირების გაღრმავებისთვის, ისე საქართველოს ბაზრით საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებისათვის. მსგავსი პლატფორმები საშუალებას გვაძლევს, უფრო ახლოს გავეცნოთ მსოფლიო სიახლეებს, თანამედროვე ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინოვაციურ მიდგომებს, რასაც, ცხადია, შემდეგ პროექტებში ვთარგმნით. ბუნებრივია, საუდის არაბეთში შეკრებილ დეველოპერებსა თუ საერთაშორისო აგენტებს ჩვენი გამოცდილებაც გავუზიარეთ“.

კომპანიაში ამბობენ, რომ სამშენებლო პროექტებით გაჯერებულ ბაზარზე ინდივიდუალური მიდგომა, ხარისხი და ინოვაციებისკენ სწრაფვაა ის მახასიათებლები, რაც „მეტროპოლს“ კონკურენტებისაგან მკვეთრად გამოარჩევს. პრიორიტეტი დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი სივრცის შექმნაა, სადაც მობინადრის მოთხოვნებს კომპანიის შეთავაზებები სრულყოფილს ხდის. ამ კონცეფციით შექმნილი ექვსი მიმდინარე პროექტი გააცნო „მეტროპოლმა“ საერთაშორისო საზოგადოებას ერევანშიც, სადაც 2024 წლის ოქტომბერში მასშტაბური ექსპოზიცია მოეწყო. სამშენებლო სექტორის 3000-ზე მეტი წარმომადგენელი სომხეთის დედაქალაქში TOON EXPO-ზე დასასწრებად ჩავიდა. „მერიდიანის“ საგამოფენო სივრცეში საკუთარი სტენდი ჰქონდა „მეტროპოლს“.

„დაინტერესება „მეტროპოლის“ პროექტების მიმართ საკმაოდ დიდი იყო. ღონისძიების სტუმრებს ჩვენი პორტფოლიო და პროექტები დეტალურად გავაცანით. მათ შორის იყო როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში არსებული საცხოვრებელი კომპლექსები, ისე ბათუმში მიმდინარე, კონცეპტუალურად განსხვავებული მშენებლობები. საცხოვრებელთან ერთად, ინტერესის სფერო გახლდათ ინვესტირების საკითხიც. ამ ჭრილში, უშუალოდ ჩვენი კომპანიის საქმიანობასთან ერთად, ქვეყნის პოტენციალზეც ვისაუბრეთ, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ეკონომიკური განვითარებისათვის“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.

მანამდე კი, 2024 წლის დასაწყისში, დეველოპერული კომპანია შანხაისა და თბილისის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობდა. საქართველოს დედაქალაქში გამართულ სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას დეველოპერული კომპანია წელს პირველად შეუერთდა. ადგილობრივ და უცხოელ დამთვალიერებელს „მეტროპოლმა“ საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტები წარუდგინა და სრული სამშენებლო ციკლი გააცნო.

„საერთაშორისო გამოფენებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპოზიციები. სამშენებლო სექტორში ჩართულ კომპანიებთან ერთად, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა ჩვენთვის ქართველ მომხმარებელთან პირისპირ კომუნიკაციისათვის. მშენებლობის პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და გასათვალისწინებელია თითოეული კომპონენტი, იქნება ეს ობიექტის ლოკაციის შერჩევა, არქიტექტურული დაგეგმარება, დიზაინი, ენერგოეფექტური მასალები თუ, ზოგადად, თანამედროვე საერთაშორისო მიდგომები დეველოპერულ სექტორში. ვფიქრობთ, ამ დეტალების გაზიარებით ვეხმარებით ჩვენს მომავალ მობინადრეებსა თუ, უბრალოდ, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს, ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

მეორე მხრივ, ასეთი ექსპოზიციები კარგი შესაძლებლობაა, უშუალოდ პირველწყაროსაგან მივიღოთ უკუკავშირი, შევიტყოთ მეტი მათი სურვილებისა და მოთხოვნების შესახებ“, - განაცხადა მამუკა იმედაშვილმა.

უძრავი ქონების გამოფენებზე „მეტროპოლმა“ საკუთარი ხედვა და ყველა ის პროექტი ჩაიტანა, რომლებსაც კომპანია საქართველოს ორ ქალაქში ახორციელებს. მათ შორის არის პროექტები, რომლებმაც მიმდინარე წელს გლობალური აღიარება მოიპოვა.

„მეტროპოლი“ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ნოვატორი კომპანია, რომელიც, ხარისხთან და ენერგოეფექტურობასთან ერთად, მომხმარებელს თანამედროვე მიდგომებსა და გამორჩეულ სტილს სთავაზობს. სწორედ ამას ადასტურებს ის საერთაშორისო ჯილდოები, რომლებიც „მეტროპოლს“ ერგო. ქართულმა კომპანიამ შეძლო და კონკურენცია გაუწია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დეველოპერებს. გასული წლის შემოდგომაზე „მეტროპოლი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების International Property Awards-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. წარმატება კომპანიამ ბათუმში მიმდინარე პროექტ Cube-ისათვის მიიღო კატეგორიაში Best Mixed-Use Development for Georgia.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ასობით კომპანიას შორის მთელი მსოფლიოდან 80-ზე მეტმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ერთ-ერთი საუკეთესოს ტიტული „მეტროპოლ კუბს“ მიანიჭა ნომინაციაში Best Mixed-Use Development for Georgia. კატეგორია კომპლექსურია და ურბანული განვითარების სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. ჯილდო გადაეცემა სტილითა და დიზაინით გამორჩეულ ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ფუნქციურად ინტეგრირებულია. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა, სადაც Metropol Cube-თან ერთად ჩვენი სხვა პროექტების წარდგენის შესაძლებლობაც მოგვეცა. გამარჯვებულებისათვის საექსპოზიციო სივრცე საგანგებოდ გამოიყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს Cube-ისთვის ეს მეორე გლობალური ჯილდოა - რამდენიმე თვის წინ Cube-მა Titan Awards-ის აღიარება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა დიდი შრომა გასწია იმისათვის, რომ პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული ჟიურის ნდობა და აღიარება მოეპოვებინა“, - მამუკა იმედაშვილი.

2024-ში „მეტროპოლმა“ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. Metropol Oval Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებული გახდა და საქართველოში საუკეთესო პრემიულ სასტუმროდ დასახელდა. გადაწყვეტილების მთავარ ინდიკატორად Luxury Lifestyle Awards-მა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო პროდუქტებსა და მომსახურებებს აფასებს, ქართული კომპანიის უნაკლო რეპუტაცია და პროფესიონალიზმი დაასახელა. Metropol Oval მსოფლიოს 100 ქვეყნის პროექტებს შორის გამოარჩიეს.

ამჟამად „მეტროპოლი“ სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მის პორტფელში კი ექვსი მიმდინარე და ექვსი დაგეგმილი პროექტია. თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე „მეტროპოლ ბაგები“. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ. თანამედროვე გარემო და პანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია „მეტროპოლ ქავთარაძე“. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. ტერიტორიაზე, დასასვენებელთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.

კიდევ ერთი მისამართი „მეტროპოლის“ რუკაზე ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანი ორთაჭალაა. თბილისის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი, „მეტროპოლ ორთაჭალა“ ორ მრავალსართულიან კორპუსს, მასშტაბურ გამწვანებულ ეზოს, სპორტულ მოედნებსა და არაერთ ფუნქციურ სივრცეს გააერთიანებს.

კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის „მეტროპოლ ოვალი“ და „მეტროპოლ კუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის აჭარის რეგიონში შემოყვანის ექსკლუზივიც „მეტროპოლს“ ეკუთვნის.

ასევე ბათუმშია კიდევ ერთი პროექტი „პარალელი“ - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ხელსაყრელი მდებარეობით. ზღვისპირა ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული კომპლექსი პანორამული ხედებით გამოირჩევა. აღნიშნული კომპლექსის B ბლოკში ბინების 50% უკვე გაყიდულია, ახლახან კი კომპანიამ „პარალელის“ A ბლოკის წინასწარი გაყიდვებიც დაიწყო.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

NS