მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:56-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დისპეტჩერები გენიოსები უნდა იყვნენ და არა ჩვეულებრივი ადამიანები“ - პრეზიდენტის მოულოდნელი გამოჩენა ავიაკატასტროფაზე გამართულ ბრიფინგზე და ხმაურიანი განცხადებები
"დისპეტჩერები გენიოსები უნდა იყვნენ და არა ჩვეულებრივი ადამიანები“ - პრეზიდენტის მოულოდნელი გამოჩენა ავიაკატასტროფაზე გამართულ ბრიფინგზე და ხმაურიანი განცხადებები

აშშ-ში მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ზე გა­მარ­თუ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით და­ი­წყო. დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი კი ლოც­ვის­კენ მო­წო­დე­ბით დამ­თავ­რდა - მათ­თვის, ვინც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გა.

  • თუმ­ცა, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს, ავი­ა­დის­პეტ­ჩე­რე­ბის და­საქ­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის პრაქ­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრა.

მან წი­ნა­მორ­ბე­დი, ჯო ბა­ი­დე­ნი და ყო­ფი­ლი ტრან­სპორ­ტის მდი­ვა­ნი, პიტ ბუ­ტი­ჯი­ჯი "სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის კას­კა­დის გამო“ გა­აკ­რი­ტი­კა.

"ჩვენ არ ვი­ცით, რამ გა­მო­იწ­ვია ეს კა­ტას­ტრო­ფა, მაგ­რამ გვაქვს ძა­ლი­ან მყა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი და იდე­ე­ბი და ვფიქ­რობ, ახლა ამ მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მოთ­ქმის დროა," - თქვა პრე­ზი­დენ­ტმა.

  • ტრამ­პი ამაღ­ლე­ბულ ტრი­ბუ­ნას­თან, სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­მე­რე­ბის წინ, ფი­ცის და­დე­ბი­დან მხო­ლოდ 10 დღის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა.

ბრი­ფინ­გის ოთახ­ში მის­მა გა­მო­ჩე­ნამ დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა აა­ღელ­ვა, რად­გან კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი ელოდ­ნენ, რომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას დარ­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ჩა­ა­ტა­რებ­დნენ.

პრე­ზი­დენტს თან ახ­ლდნენ გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტე­ბი: ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯეი დი ვან­სი, ტრან­სპორ­ტის მდი­ვა­ნი შონ დაფი და თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი პიტ ჰეგ­სე­ტი.

"ჩვენ ერთი ოჯა­ხი ვართ და დღეს ყვე­ლას გული გვტკი­ვა," - თქვა ტრამპმა, რო­მე­ლიც მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტექსტს კი­თხუ­ლობ­და, - "ყვე­ლა­ნი პა­სუ­ხებს ვე­ძებთ."

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ნა­თელს მოჰ­ფენს, თუ რა­ტომ მოხ­და კა­ტას­ტრო­ფა. თუმ­ცა, მა­ნამ­დე ტრამპმა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბიც გა­მოთ­ქვა. აშშ-ის 47-ე პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ მისი პირ­ვე­ლი ვა­დის დროს, ავი­ა­დის­პეტ­ჩე­რე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის სტან­დარ­ტე­ბი ას­წია, რაც შემ­დეგ ბა­ი­დენ­მა გა­ა­უქ­მა.

"დის­პეტ­ჩე­რე­ბი ნი­ჭი­ე­რე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვად ნი­ჭი­ე­რი გე­ნი­ო­სე­ბი უნდა იყ­ვნენ, ჩვე­უ­ლებ­რივ ხალ­ხს არ შე­უძ­ლია ამ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა. ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ ამის გა­კე­თე­ბას" - თქვა ტრამპმა და ჩა­მოთ­ვა­ლა პი­რო­ბე­ბი, რაც მისი თქმით, ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­ვი­ა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვებ­სა­იტ­ზე და­ქი­რა­ვე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბად იყო მი­თი­თე­ბუ­ლი.

"FAA-ს ვებ­სა­იტ­ზე ნათ­ქვა­მია, რომ შე­საძ­ლო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სას მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის პრაქ­ტი­კა მო­ი­ცავს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბას, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა ჰქონ­დეთ და­კარ­გუ­ლი კი­დუ­რე­ბი, ნა­წი­ლობ­რი­ვი და სრუ­ლი პა­რა­ლი­ზი, ეპი­ლეფ­სია, მძი­მე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვა, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი შე­ზღუდ­ვა და ჯუ­ჯო­ბა... ყვე­ლა კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა იმ თვითმფრი­ნა­ვე­ბის კონ­ტრო­ლი­ო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ­ლე­ბიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ე­დი­ნე­ბი­ან," - თქვა მან.

ტრამ­პი კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებ­და მე­სი­ჯით, რომ ის მთავ­რო­ბა­ში "საღ აზრს" აღად­გენ­და. სწო­რედ ამა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა მან ყუ­რა­დღე­ბა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზეც. შემ­დეგ, ტრი­ბუ­ნა ტრან­სპორ­ტის მდი­ვან­მა გა­და­ი­ბა­რა. შონ და­ფიმ 30 წუ­თის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი იმის აღ­წე­რას მო­ან­დო­მა, რა­საც სა­ა­ვი­ა­ციო სექ­ტორ­ში და­ქი­რა­ვე­ბის სის­ტე­მურ პრობ­ლე­მე­ბად მი­იჩ­ნევს.

მისი პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რომ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვებს შე­იძ­ლე­ბა, ბრა­ლი მი­უ­ძღო­დეს კა­ტას­ტრო­ფა­ში, შემ­დე­გი იყო:

“უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბო­და, ასე ყო­ფი­ლი­ყო. უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ გო­ნე­ბის ძა­ლით, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ხა­რის­ხით... ეს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ტეს­ტე­ბია, რომ­ლებ­საც ჩვენ ვი­ყე­ნებ­დით და რომ­ლე­ბიც ბა­ი­დენ­მა შე­წყვი­ტა".

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"დისპეტჩერები გენიოსები უნდა იყვნენ და არა ჩვეულებრივი ადამიანები“ - პრეზიდენტის მოულოდნელი გამოჩენა ავიაკატასტროფაზე გამართულ ბრიფინგზე და ხმაურიანი განცხადებები

"დისპეტჩერები გენიოსები უნდა იყვნენ და არა ჩვეულებრივი ადამიანები“ - პრეზიდენტის მოულოდნელი გამოჩენა ავიაკატასტროფაზე გამართულ ბრიფინგზე და ხმაურიანი განცხადებები

აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფაზე გამართული პრესკონფერენცია წუთიერი დუმილით დაიწყო. დონალდ ტრამპის განცხადებები კი ლოცვისკენ მოწოდებით დამთავრდა - მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა.

  • თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს, ავიადისპეტჩერების დასაქმების მრავალფეროვნების პრაქტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა.

მან წინამორბედი, ჯო ბაიდენი და ყოფილი ტრანსპორტის მდივანი, პიტ ბუტიჯიჯი "სისულელეების კასკადის გამო“ გააკრიტიკა.

"ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია ეს კატასტროფა, მაგრამ გვაქვს ძალიან მყარი მოსაზრებები და იდეები და ვფიქრობ, ახლა ამ მოსაზრებების გამოთქმის დროა," - თქვა პრეზიდენტმა.

  • ტრამპი ამაღლებულ ტრიბუნასთან, სატელევიზიო კამერების წინ, ფიცის დადებიდან მხოლოდ 10 დღის შემდეგ გამოჩნდა, რომ საზოგადოებისთვის, ტრაგედიის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიეწოდებინა.

ბრიფინგის ოთახში მისმა გამოჩენამ დამსწრე საზოგადოება ააღელვა, რადგან კორესპონდენტები ელოდნენ, რომ პრესკონფერენციას დარგის თანამდებობის პირები ჩაატარებდნენ.

პრეზიდენტს თან ახლდნენ გამოძიების მთავარი ფიგურანტები: ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი, ტრანსპორტის მდივანი შონ დაფი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი.

"ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და დღეს ყველას გული გვტკივა," - თქვა ტრამპმა, რომელიც მომზადებული ტექსტს კითხულობდა, - "ყველანი პასუხებს ვეძებთ."

პრეზიდენტის თქმით, გამოძიება ნათელს მოჰფენს, თუ რატომ მოხდა კატასტროფა. თუმცა, მანამდე ტრამპმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვა. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პირველი ვადის დროს, ავიადისპეტჩერების დაქირავების სტანდარტები ასწია, რაც შემდეგ ბაიდენმა გააუქმა.

"დისპეტჩერები ნიჭიერები, ბუნებრივად ნიჭიერი გენიოსები უნდა იყვნენ, ჩვეულებრივ ხალხს არ შეუძლია ამ სამუშაოს შესრულება. ისინი ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას" - თქვა ტრამპმა და ჩამოთვალა პირობები, რაც მისი თქმით, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ვებსაიტზე დაქირავების სახელმძღვანელო პრინციპებად იყო მითითებული.

"FAA-ს ვებსაიტზე ნათქვამია, რომ შესაძლო თანამშრომლების დაქირავებისას მრავალფეროვნების პრაქტიკა მოიცავს ისეთი ადამიანების დასაქმებას, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ დაკარგული კიდურები, ნაწილობრივი და სრული პარალიზი, ეპილეფსია, მძიმე ინტელექტუალური შეზღუდვა, ფსიქიატრიული შეზღუდვა და ჯუჯობა... ყველა კვალიფიცირდება იმ თვითმფრინავების კონტროლიორის პოზიციაზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოედინებიან," - თქვა მან.

ტრამპი კამპანიას აწარმოებდა მესიჯით, რომ ის მთავრობაში "საღ აზრს" აღადგენდა. სწორედ ამაზე გაამახვილა მან ყურადღება პრესკონფერენციაზეც. შემდეგ, ტრიბუნა ტრანსპორტის მდივანმა გადაიბარა. შონ დაფიმ 30 წუთის უმეტესი ნაწილი იმის აღწერას მოანდომა, რასაც საავიაციო სექტორში დაქირავების სისტემურ პრობლემებად მიიჩნევს.

მისი პასუხი კითხვაზე, რა მტკიცებულება აქვს ადმინისტრაციას, რომ მრავალფეროვნების ინიციატივებს შეიძლება, ბრალი მიუძღოდეს კატასტროფაში, შემდეგი იყო:

“უბრალოდ, შეიძლებოდა, ასე ყოფილიყო. უნდა ვიხელმძღვანელოთ გონების ძალით, ფსიქოლოგიური ხარისხით... ეს ძალიან ძლიერი ტესტებია, რომლებსაც ჩვენ ვიყენებდით და რომლებიც ბაიდენმა შეწყვიტა".

წყარო