საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალ ზელანდიაში მთას პიროვნების სტატუსი მიენიჭა - რა არის ცნობილი "ტარანაკი მაუნგაზე", რომელსაც მაორის ტომი წმინდა მიწად მიიჩნევს
ახალ ზელანდიაში მთას პიროვნების სტატუსი მიენიჭა - რა არის ცნობილი "ტარანაკი მაუნგაზე", რომელსაც მაორის ტომი წმინდა მიწად მიიჩნევს

მთა ტა­რა­ნა­კი - ახლა უკვე მა­ო­რის მიერ დარ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლი “ტა­რა­ნა­კი მა­უნ­გა“, არის უახ­ლე­სი ბუ­ნებ­რი­ვი სხე­უ­ლი ახალ ზე­ლან­დი­ა­ში, რო­მელ­საც პი­როვ­ნე­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ამის შე­სა­ხებ CNN წერს.

  • თოვ­ლით და­ფა­რუ­ლი, მი­ძი­ნე­ბუ­ლი ვულ­კა­ნი ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ჩრდი­ლო­ეთ კუნ­ძულ­ზე სი­მაღ­ლით მე­ო­რეა და 2518 მეტრს შე­ად­გენს. ის პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლია ლაშ­ქრო­ბის­თვის. ძი­რძვე­ლი ტო­მე­ბის მი­ხედ­ვით, მთა წმინ­და მი­წაა.

იუ­რი­დი­უ­ლი აღი­ა­რე­ბა ადას­ტუ­რებს ტა­რა­ნა­კის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ას და შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას ვალ­დე­ბულს ხდის მი­წის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის გამო, ძი­რძველ მო­სახ­ლე­ო­ბას კომ­პენ­სა­ცია გა­და­უ­ხა­დოს.

  • რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მთა იყოს პერ­სო­ნა?

ხუთ­შა­ბათს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი “ტა­რა­ნა­კი მა­უნ­გას“ ანი­ჭებს პი­რის ყვე­ლა უფ­ლე­ბას და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. მას აქვს იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სტა­ტუ­სი და კა­ნო­ნი გა­ნი­ხი­ლავს რო­გორც "ცო­ცხალ და გა­ნუ­ყო­ფელ მთლი­ა­ნო­ბას". მთლი­ა­ნო­ბა მო­ი­ცავს ტა­რა­ნა­კის, მის მიმ­დე­ბა­რე მწვერ­ვა­ლებ­სა და მი­წებს და “მათ შო­რის ყვე­ლა ფი­ზი­კურ და მე­ტა­ფი­ზი­კურ ელე­მენ­ტებს“.

  • რა­ტომ არის მთა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?

”მთა დიდი ხა­ნია ძი­რძვე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ტო­მე­ბის ფი­ზი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, სუ­ლი­ე­რი საზ­რდოს წყა­რო და მათი წი­ნაპ­რე­ბის სა­ბო­ლოო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლია”, - თქვა კა­ნონ­მდე­ბელ­მა პოლ გოლდსმიტ­მა, რო­მე­ლიც მა­ო­რის ტო­მებ­თან მთავ­რო­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

1840 წელს მა­ო­რებ­მა და ბრი­ტა­ნე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს ახა­ლი ზე­ლან­დი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ დო­კუ­მენტს - ვა­ი­ტან­გის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მელ­შიც ბრი­ტა­ნე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­ო­რებს დაჰ­პირ­დნენ უფ­ლე­ბებს მათ მი­წებ­სა და რე­სურ­სებ­ზე.

მაგ­რამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მა­ო­რი და ინ­გლი­სუ­რი ვერ­სი­ე­ბი გან­სხვავ­დე­ბო­და - და შე­სა­ბა­მი­სად, შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვა მა­ლე­ვე და­ი­წყო.

1865 წელს მა­ო­რის ტომს, აჯან­ყე­ბის გამო, სას­ჯე­ლის სა­ხით ტა­რა­ნა­კის მი­წის დიდი ნა­წი­ლი, მათ შო­რის მთა ჩა­მო­არ­თვეს. ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით კი აიკ­რძა­ლა მთის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით და­ზი­ა­ნე­ბა, მისი გა­ყიდ­ვა.

ახა­ლი ზე­ლან­დია გახ­და პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც ბუ­ნებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბი პერ­სო­ნე­ბად აღი­ა­რა. 2014 წელს მი­ღე­ბულ­მა კა­ნონ­მდებ­ლო­ბამ პი­როვ­ნუ­ლი სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა უზარ­მა­ზარ ბუ­ნებ­რივ ტყეს ჩრდი­ლო­ეთ კუნ­ძულ­ზე Te Urewera-ს. ტე­რი­ტო­რი­ის მე­ურ­ვე ტუ­ჰო­ეს ტომი გახ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მთას, მისი პერ­სო­ნად აღი­ა­რე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში 123-მა დე­პუ­ტატ­მა ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ახალ ზელანდიაში მთას პიროვნების სტატუსი მიენიჭა - რა არის ცნობილი "ტარანაკი მაუნგაზე", რომელსაც მაორის ტომი წმინდა მიწად მიიჩნევს

ახალ ზელანდიაში მთას პიროვნების სტატუსი მიენიჭა - რა არის ცნობილი "ტარანაკი მაუნგაზე", რომელსაც მაორის ტომი წმინდა მიწად მიიჩნევს

მთა ტარანაკი - ახლა უკვე მაორის მიერ დარქმეული სახელი “ტარანაკი მაუნგა“, არის უახლესი ბუნებრივი სხეული ახალ ზელანდიაში, რომელსაც პიროვნების სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ CNN წერს.

  • თოვლით დაფარული, მიძინებული ვულკანი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე სიმაღლით მეორეა და 2518 მეტრს შეადგენს. ის პოპულარული ადგილია ლაშქრობისთვის. ძირძველი ტომების მიხედვით, მთა წმინდა მიწაა.

იურიდიული აღიარება ადასტურებს ტარანაკის კოლონიზაციას და შეთანხმების მიხედვით, ქვეყნის მთავრობას ვალდებულს ხდის მიწისთვის მიყენებული ზიანის გამო, ძირძველ მოსახლეობას კომპენსაცია გადაუხადოს.

  • როგორ შეიძლება მთა იყოს პერსონა?

ხუთშაბათს მიღებული კანონი “ტარანაკი მაუნგას“ ანიჭებს პირის ყველა უფლებას და ვალდებულებას. მას აქვს იურიდიული პირის სტატუსი და კანონი განიხილავს როგორც "ცოცხალ და განუყოფელ მთლიანობას". მთლიანობა მოიცავს ტარანაკის, მის მიმდებარე მწვერვალებსა და მიწებს და “მათ შორის ყველა ფიზიკურ და მეტაფიზიკურ ელემენტებს“.

  • რატომ არის მთა განსაკუთრებული?

”მთა დიდი ხანია ძირძველი ადგილობრივი ტომების ფიზიკური, კულტურული, სულიერი საზრდოს წყარო და მათი წინაპრების საბოლოო განსასვენებელია”, - თქვა კანონმდებელმა პოლ გოლდსმიტმა, რომელიც მაორის ტომებთან მთავრობის ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი.

1840 წელს მაორებმა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ახალი ზელანდიის დამფუძნებელ დოკუმენტს - ვაიტანგის ხელშეკრულებას, რომელშიც ბრიტანეთის წარმომადგენლები მაორებს დაჰპირდნენ უფლებებს მათ მიწებსა და რესურსებზე.

მაგრამ ხელშეკრულების მაორი და ინგლისური ვერსიები განსხვავდებოდა - და შესაბამისად, შეთანხმების დარღვევა მალევე დაიწყო.

1865 წელს მაორის ტომს, აჯანყების გამო, სასჯელის სახით ტარანაკის მიწის დიდი ნაწილი, მათ შორის მთა ჩამოართვეს. ახალი კანონის მიხედვით კი აიკრძალა მთის ნებისმიერი სახით დაზიანება, მისი გაყიდვა.

ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ბუნებრივი ადგილები პერსონებად აღიარა. 2014 წელს მიღებულმა კანონმდებლობამ პიროვნული სტატუსი მიანიჭა უზარმაზარ ბუნებრივ ტყეს ჩრდილოეთ კუნძულზე Te Urewera-ს. ტერიტორიის მეურვე ტუჰოეს ტომი გახდა.

რაც შეეხება მთას, მისი პერსონად აღიარების კანონპროექტი პარლამენტში 123-მა დეპუტატმა ერთხმად დაამტკიცა.

წყარო

იხილეთ ასევე: