ავტორი:

მიკ ჯაგერის შეყვარებული და ალენ დელონის პარტნიორი - ცნობილი მომღერალი და მსახიობი მარიან ფეითფული გარდაიცვალა

მიკ ჯაგერის შეყვარებული და ალენ დელონის პარტნიორი - ცნობილი მომღერალი და მსახიობი მარიან ფეითფული გარდაიცვალა

მარიან ფეითფული, ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ცნობილი იყო თავისი ჰიტით „As Tears Go By“ და როლით ეროტიკულ მელოდრამაში „Motorcyclist“.

  • მისი გარდაცვალების შესახებ განცხადებაში ნათქვამია: „მარიანა დღეს მშვიდად გარდაიცვალა ლონდონში, საყვარელი ოჯახის გარემოცვაში. ის ძალიან მოგვენატრება.“

მარიან ფეითფული დაიბადა ლონდონში 1946 წელს და 1960-იანი წლების მეორე ნახევარში გახდა პოპულარული როგორც მსახიობი და მომღერალი. მისი პოპულარობა განაპირობა არა მხოლოდ მისმა სასცენო ნამუშევრებმა, არამედ „როლინგ სტოუნსის“ ვოკალისტ მიკ ჯაგერთან რომანმა. ჯაგერმა და გიტარისტმა კიტ რიჩარდსმა დაწერეს მისი ყველაზე ცნობილი სიმღერა „As Tears Go By“, რომელიც 1964 წელს გამოვიდა და ბრიტანული რადიოს ჰიტების ათეულში მოხვდა.

ფეითფული მიკ ჯაგერისთვის იყო შთაგონების წყარო ისეთი სიმღერების შექმნისას, როგორიცაა „Wild Horses“ და „You Can't Always Get What You Want“. 1960-იან წლებში ის აქტიურად თამაშობდა კინოში, მათ შორის ლუკ გოდარის ფილმებში. 1968 წელს ფილმში „მოტოციკლისტი“ მან მთავარი როლი შეასრულა, სადაც ეკრანზე გამოჩნდა შიშველ სხეულზე მჭიდრო ჩაცმული შავი ტყავის კოსტიუმით, მისი პარტნიორი კი ალენ დელონი იყო.

1970-იან წლებში, ჯაგერთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, ფეითფული ჰეროინზე დამოკიდებული გახდა და უსახლკაროდაც დარჩა. თუმცა, რეაბილიტაციის შემდეგ განაახლა კარიერა და 1979 წელს გამოუშვა წარმატებული ალბომი „Broken English“.

მისი კარიერა თითქმის ექვს ათწლეულს მოიცავდა, სადაც ის თანამშრომლობდა დევიდ ბოუისთან, ლუ რიდთან, დეიმონ ალბარნისა და სხვა ვარსკვლავებთან. ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ემფიზემა, ბულიმია და მკერდის კიბო, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდა. 2020 წელს კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზაციის მიუხედავად, ის გამოჯანმრთელდა და 2021 წელს გამოუშვა თავისი ბოლო ალბომი „She Walks in Beauty“.

ფეითფული სამჯერ იყო დაქორწინებული და დარჩა ერთი ვაჟი ნიკოლას დანბარი.