American Airlines-ის ვაშინგტონში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს.
გამოცემის ცნობით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან, რომ მათ ბევრი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ მის გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდება.
“როგორც წესი, ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების საჰაერო მოძრაობის კონტროლზე ორი ადამიანია პასუხისმგებელია, მაგრამ მხოლოდ ერთი აკეთებდა ამას ოთხშაბათს, ავარიის დროს“, - განუცხადეს წყაროებმა BBC-ს აშშ-ის პარტნიორ გამოცემას CBS News-ს.
ოფიციალური პირები ამ დრომდე იძიებენ ინციდენტის მიზეზს, რომლის დროსაც ორი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 67-ვე ადამიანი დაიღუპა. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB) განაცხადა, რომ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება.
ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) წინასწარი მოხსენების თანახმად, საჰაერო მოძრაობის კონტროლის პერსონალის დონე, შეფასდა, როგორც "არანორმალური".
“არ ვფიქრობთ, რომ ამ კატასტროფას ვინმე ცოცხალი გადაურჩა”, - განაცხადა ვაშინგტონის სახანძრო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ დონელმა.
იხილეთ ასევე: