პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები

25

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 08:25-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს ვერსიები, რომ სხვამ დატოვა მისი ნივთები და რაღაც სცენარს ათამაშებს... ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო, ეს დაგეგმილს ჰგავს" - რას ჰყვებიან 14 წლის მოზარდის დედა და ადვოკატი
"გვაქვს ვერსიები, რომ სხვამ დატოვა მისი ნივთები და რაღაც სცენარს ათამაშებს... ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო, ეს დაგეგმილს ჰგავს" - რას ჰყვებიან 14 წლის მოზარდის დედა და ადვოკატი

14 დღეა ბა­თუმ­ში და­კარ­გულ 14 წლის მო­ზარდს, ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძეს უშე­დე­გოდ ეძე­ბენ. იგი 16 იან­ვარს, 22 სა­ა­თი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. ალექ­სან­დრე ბა­თუ­მის წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ის მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ტე­ლე­ფო­ნი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, სკამ­ზე იპო­ვეს, თურ­მე კა­მე­რებ­ში ჩანს, სა­ნა­პი­როს­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ჭიც და მას შემ­დეგ კვა­ლი ქრე­ბა.

  • ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ალექ­სან­დრე იმ სა­ღა­მოს ინ­გლი­სუ­რის გაკ­ვე­თი­ლი­დან მარ­ტო გა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ და­ი­კარ­გა. საქ­მე­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩარ­თუ­ლია პო­ლი­ცია, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა­ფე­რია.

რად­გან დი­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და ყვე­ლა ელო­დე­ბა ალექ­სან­დრეს გა­მო­ჩე­ნას, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად ად­ვო­კატ პა­ა­ტა შა­ვა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ბა­ტო­ნო პა­ა­ტა, რო­გორც ვი­ცით, ჩა­ერ­თეთ საქ­მე­ში, რას გე­უბ­ნე­ბათ გა­მო­ძი­ე­ბა?

- მე ვარ ალექ­სან­დრეს ად­ვო­კა­ტი, ბუ­ნებ­რი­ვია, საქ­მე აღ­ძრუ­ლი იყო და მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბიც ჩა­ტა­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ბავ­შვი არ იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­ვე­ცი შე­სა­ბა­მი­სი მი­თი­თე­ბა, და­ვუ­სა­ბუ­თე, რომ ეს იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ჩემი ჩარ­თვი­დან ერთ სა­ათ­ში ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძე ცნო­ბი­ლია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად. ახლა საქ­მის მა­სა­ლებს ამ­ზა­დე­ბენ, რომ გად­მოგ­ვცენ და ამ სტა­ტუ­სის შემ­დეგ, ჩვენ უკვე შეგ­ვიძ­ლია სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამო­ვი­ღოთ, თუ რა ხდე­ბა ამ საქ­მე­ზე. საქ­მის კურ­სში ვარ, არა­ერ­თი გან­ჩი­ნე­ბაა სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი, არა­ერ­თი ვი­დე­ოა ამო­ღე­ბუ­ლი და მუ­შა­ო­ბენ. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ბავ­შვი ცო­ცხა­ლია, ჯან­მრთე­ლია და არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ის აღარ არის. ჩემი ინ­ტუ­ი­ცი­აც მაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ ვთქვა - ბავ­შვი ცო­ცხა­ლია. ის რა­ღა­ცას გა­ექ­ცა. ეს ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტია თუ რა, სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვე­ვა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბი მი­დის, რაც ნა­თელს მო­ფენს ამ საქ­მეს.

- რო­გორც მშობ­ლე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობ­დნენ, ბავ­შვმა და­ტო­ვა ჩან­თა, ტე­ლე­ფო­ნი, ქურ­თუ­კი, ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან სხვა რა­ი­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არ იკ­ვე­თე­ბა?

- ეს არ ვი­ცით, ბავ­შვმა და­ტო­ვა თუ არა, სხვა ვერ­სი­ე­ბიც გვაქვს, შე­იძ­ლე­ბა სხვამ და­ტო­ვა და ვი­ღაც რა­ღაც სცე­ნა­რის გა­თა­მა­შე­ბას აკე­თებს. არ ვი­ცით, ალექ­სან­დრე რა გა­რე­მო პი­რო­ბებ­შია ახლა, შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­საც აქვს ად­გი­ლი. კა­მე­რებ­ში ჩანს, რომ ყო­ფი­ლი შა­უ­მი­ა­ნის კვე­თი­დან მი­ე­მარ­თე­ბა ზღვის ნა­პი­რის­კენ, მაგ­რამ ად­გილ­ზე მის­ვლა, ნივ­თე­ბის და­ლა­გე­ბა არ ჩანს კა­მე­რებ­ში. ისე სა­ეჭ­ვოდ და­კე­ცი­ლია და და­დე­ბუ­ლია, ტე­ლე­ფო­ნიც ავია რე­ჟიმ­ზე იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ეს და­გეგ­მილს ჰგავს, კი­თხვებს აჩენს, შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა უნდა მი­ე­ცეს.

- ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ბავ­შვის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა?

- სა­ნა­პი­რო­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ სხვა­გა­ნაც. ჩვენ თუ და­ვუშ­ვებთ იმ ვერ­სი­ას, რომ ბავ­შვი ზღვა­ში და­იხ­რჩო, თვი­თონ რო­გორც გან­მარ­ტა­ვენ, ამ სე­ზონ­ზე, ცივი წყლის პი­რო­ბებ­ში, თურ­მე ზღვი­დან გა­მო­რიყ­ვა ვერ ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად, 100 პრო­ცენ­ტი­დან თუ ხდე­ბა, 2-3 პრო­ცენ­ტი..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დასავლეთ საქართველოში სტიქიაა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა
ავტორი:

"გვაქვს ვერსიები, რომ სხვამ დატოვა მისი ნივთები და რაღაც სცენარს ათამაშებს... ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო, ეს დაგეგმილს ჰგავს" - რას ჰყვებიან 14 წლის მოზარდის დედა და ადვოკატი

"გვაქვს ვერსიები, რომ სხვამ დატოვა მისი ნივთები და რაღაც სცენარს ათამაშებს... ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო, ეს დაგეგმილს ჰგავს" - რას ჰყვებიან 14 წლის მოზარდის დედა და ადვოკატი

14 დღეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს უშედეგოდ ეძებენ. იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.

  • ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრე იმ საღამოს ინგლისურის გაკვეთილიდან მარტო გამოვიდა და მას შემდეგ დაიკარგა. საქმეში, ბუნებრივია, ჩართულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები, მაგრამ ჯერჯერობით, ხელჩასაჭიდი არაფერია.

რადგან დიდია საზოგადოების ინტერესი და ყველა ელოდება ალექსანდრეს გამოჩენას, საქმეში არსებული მეტი დეტალის გასარკვევად ადვოკატ პაატა შავაძეს დავუკავშირდით.

- ბატონო პაატა, როგორც ვიცით, ჩაერთეთ საქმეში, რას გეუბნებათ გამოძიება?

- მე ვარ ალექსანდრეს ადვოკატი, ბუნებრივია, საქმე აღძრული იყო და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარებულია, მაგრამ ბავშვი არ იყო დაზარალებულად ცნობილი. პროკურატურას მივეცი შესაბამისი მითითება, დავუსაბუთე, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი ჩართვიდან ერთ საათში ალექსანდრე მიქელაძე ცნობილია დაზარალებულად. ახლა საქმის მასალებს ამზადებენ, რომ გადმოგვცენ და ამ სტატუსის შემდეგ, ჩვენ უკვე შეგვიძლია სრული ინფორმაცია ამოვიღოთ, თუ რა ხდება ამ საქმეზე. საქმის კურსში ვარ, არაერთი განჩინებაა სასამართლოს მიერ გაცემული, არაერთი ვიდეოა ამოღებული და მუშაობენ. ვიმედოვნებთ, რომ ბავშვი ცოცხალია, ჯანმრთელია და არ მინდა დავიჯერო, რომ ის აღარ არის. ჩემი ინტუიციაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ვთქვა - ბავშვი ცოცხალია. ის რაღაცას გაექცა. ეს შინაგანი პროტესტია თუ რა, საბოლოოდ გაირკვევა. საგამოძიებო მოქმედები მიდის, რაც ნათელს მოფენს ამ საქმეს.

- როგორც მშობლები ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, ბავშვმა დატოვა ჩანთა, ტელეფონი, ქურთუკი, ვიდეო ჩანაწერებიდან სხვა რაიმე ხელჩასაჭიდი არ იკვეთება?

- ეს არ ვიცით, ბავშვმა დატოვა თუ არა, სხვა ვერსიებიც გვაქვს, შეიძლება სხვამ დატოვა და ვიღაც რაღაც სცენარის გათამაშებას აკეთებს. არ ვიცით, ალექსანდრე რა გარემო პირობებშია ახლა, შეიძლება თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც აქვს ადგილი. კამერებში ჩანს, რომ ყოფილი შაუმიანის კვეთიდან მიემართება ზღვის ნაპირისკენ, მაგრამ ადგილზე მისვლა, ნივთების დალაგება არ ჩანს კამერებში. ისე საეჭვოდ დაკეცილია და დადებულია, ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო გადაყვანილი, ეს დაგეგმილს ჰგავს, კითხვებს აჩენს, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.

- ზღვის სანაპიროზე ბავშვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება?

- სანაპიროზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში მუშაობენ სხვაგანაც. ჩვენ თუ დავუშვებთ იმ ვერსიას, რომ ბავშვი ზღვაში დაიხრჩო, თვითონ როგორც განმარტავენ, ამ სეზონზე, ცივი წყლის პირობებში, თურმე ზღვიდან გამორიყვა ვერ ხდება, მაგალითად, 100 პროცენტიდან თუ ხდება, 2-3 პროცენტი..წაიკითხეთ სრულად