პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები

26

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 08:25-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპრეზიდენტო არქივის დათვალიერების შედეგად ვრწმუნდებით, რომ სალომე ზურაბიშვილს ყველაფერი არჩევნებამდე ჰქონდა დაგეგმილი" - ყაველაშვილი
"საპრეზიდენტო არქივის დათვალიერების შედეგად ვრწმუნდებით, რომ სალომე ზურაბიშვილს ყველაფერი არჩევნებამდე ჰქონდა დაგეგმილი" - ყაველაშვილი

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ქი­ვის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ვრწმუნ­დე­ბით, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მას არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, - ასე უპა­სუ­ხა სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ულ­მა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა მისი წი­ნა­მორ­ბე­დის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვას.

გა­მო­ცე­მა Neue Zürcher Zeitung-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის არ წა­რუდ­გე­ნი­ათ, ეუ­თოს დას­კვნაც ადას­ტუ­რებს, რომ 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი არა­კა­ნო­ნი­ე­რად აირ­ჩი­ეს.

„პრო­კუ­რა­ტუ­რას არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ წა­რედ­გი­ნა. ეუ­თოს სა­ბო­ლოო დას­კვნაც ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­და. მო­ქა­ლა­ქე­ებს ჰქონ­დათ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა. ეს არის რე­ა­ლო­ბა. ვე­რა­ვინ იტყვის რომ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი არა­კა­ნო­ნი­ე­რად იქნა არ­ჩე­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ცნო­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა, მათ­თვის მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ევ­რო­პის­კენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სვლა უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა, ნორ­მა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის ფონ­ზე კი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე არ ჰყავ­და.

„სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რომ ვი­ღაც, რო­გორც მონა, ისე აძ­ლევს ხმას „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათ­თვი­საც მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სვლა ევ­რო­პის­კენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. რომ არ­სე­ბუ­ლი­ყო ნორ­მა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­თხოვ­ნებს, მა­შინ იქ­ნე­ბო­და ის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი და შეძ­ლებ­დნენ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შეც­ვლას. ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ უნ­დათ ჩვე­ნი ევ­რო­კავ­შირ­ში შეყ­ვა­ნა, პი­რი­ქით აზი­ა­ნე­ბენ მი­ზანს“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დასავლეთ საქართველოში სტიქიაა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა

"საპრეზიდენტო არქივის დათვალიერების შედეგად ვრწმუნდებით, რომ სალომე ზურაბიშვილს ყველაფერი არჩევნებამდე ჰქონდა დაგეგმილი" - ყაველაშვილი

"საპრეზიდენტო არქივის დათვალიერების შედეგად ვრწმუნდებით, რომ სალომე ზურაბიშვილს ყველაფერი არჩევნებამდე ჰქონდა დაგეგმილი" - ყაველაშვილი

საპრეზიდენტო არქივის დათვალიერების შედეგად ვრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი მას არჩევნებამდე ჰქონდა დაგეგმილი, - ასე უპასუხა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა მისი წინამორბედის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმულ კითხვას.

გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში, ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება პროკურატურისთვის არ წარუდგენიათ, ეუთოს დასკვნაც ადასტურებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რომ ყაველაშვილი არაკანონიერად აირჩიეს.

„პროკურატურას არჩევნების გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ წარედგინა. ეუთოს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის რეალობა. ვერავინ იტყვის რომ მიხეილ ყაველაშვილი არაკანონიერად იქნა არჩეული“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები მოსახლეობის დაშინების შესახებ. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, მოქალაქეები კრიტიკულები არიან, თუმცა, მათთვის მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპისკენ მიზანმიმართული სვლა უალტერნატივოა, ნორმალური ოპოზიციის არარსებობის ფონზე კი „ქართულ ოცნებას“ კონკურენტუნარიანი მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

„სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ვიღაც, როგორც მონა, ისე აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“. მოქალაქეები კრიტიკულები არიან, თუმცა მათთვისაც მშვიდობა, სტაბილურობა და მიზანმიმართული სვლა ევროპისკენ მნიშვნელოვანია. ამას ალტერნატივა არ აქვს. რომ არსებულიყო ნორმალური ოპოზიცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მაშინ იქნებოდა ის კონკურენტუნარიანი და შეძლებდნენ „ქართული ოცნების“ შეცვლას. ძალები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ უნდათ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა, პირიქით აზიანებენ მიზანს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.