მარჯანიშვილის მოედანზე "ძლიერი საქართველოს"ორგანიზებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მხარდასაჭერი მარში მიმდინარეობს.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, არის კრიტიკული და საშიში.
შეკრებილების უმთავრესი მოთხოვნაა მზია ამაღლობელის და აქციების დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
“ჩვენ დღეს ვაწყობთ თავისუფალი მოქალაქეების მარშს, პოლიტპატიმრების მხარდაჭერის მიზნით, უპირველეს ყოვლისა მზია ამაღლობელის მხარდაჭერის მიზნით, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული და საშიში. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რადგან ისინი არიან რეჟიმის ტყვეები”, - განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.