პარტნიორები:
    ავტორი:

    შვედეთში მოკლეს მამაკაცი, რომელმაც ყურანი დაწვა - რას წერს მედია?

    შვედეთში მოკლეს მამაკაცი, რომელმაც ყურანი დაწვა - რას წერს მედია?

    შვედეთში ერაყელი ლტოლვილი, სალვან მომიკა მოკლეს - მამაკაცი, რომელმაც ყურანი დაწვა, რასაც შემდეგ ძალადობრივი პროტესტი დაიწყო.

    მკვლელობა რამდენიმე საათით ადრე მოხდა, ვიდრე მას ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების ბრალდებით დაუსწრებლად გამოუტანდნენ განაჩენს.

    შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მომიკას გარდა, ამ საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი უნდა გაესამართლებინათ. .

    პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მეორე დილით გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია 5 მამაკაცი.

    პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის თქმით, გამოძიებაში შვედეთის უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო.

    არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წელს, სალვან მომიკამ ცეცხლი წაუკიდა ისლამის წმინდა წიგნის ასლს, სტოკჰოლმის ცენტრალურ მეჩეთთან..

    სალვან მომიკა საკუთარ თავს ათეისტად მიიჩნევდა და მკვეთრი ანტიისლამური განცხადებებით გამოდიოდა.