მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მას უკვე უჭირს შეხვედრაზე გამოსასვლელად შესაბამისი მანძილის გავლა“ - საია-ს თავმჯდომარე მზია ამაღლობელთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
“მას უკვე უჭირს შეხვედრაზე გამოსასვლელად შესაბამისი მანძილის გავლა“ - საია-ს თავმჯდომარე მზია ამაღლობელთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საია-ს თავ­მჯდო­მა­რე ნონა ქურ­დო­ვა­ნი­ძე “ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და “ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ქურ­დო­ვა­ნი­ძე წერს, ის ცი­ხე­ში მყოფს რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა და სრუ­ლე­ბით არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მზია ამაღ­ლო­ბე­ლი შიმ­ში­ლო­ბას არ შე­წყვეტს. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კი ყო­ველ დღე მძიმ­დე­ბა.

  • “მზია ამაღ­ლო­ბე­ლი მე-19 დღეა არის სრულ შიმ­შილ­ზე. ად­ვო­კა­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მას უკვე უჭირს შეხ­ვედ­რა­ზე გა­მო­სას­ვლე­ლად შე­სა­ბა­მი­სი მან­ძი­ლის გავ­ლა.

მას შემ­დეგ რაც რუს­თა­ვის ცი­ხე­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, პი­რა­დად შევ­ხვდი სამ­ჯერ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის შიმ­ში­ლო­ბას არ შე­წყვეტს.

არ­სე­ბობს პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბა უნდა მოწ­მდე­ბო­დეს. რა­ღაც კვლე­ვე­ბი და შე­მოწ­მე­ბე­ბი მარ­თლაც უტარ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ არ გვაქვს წვდო­მა ამ სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტებ­ზე, რომ ამის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­მოწ­მე­ბა შევ­ძლოთ.

ამი­ტომ, ჩვენ დღეს მივ­მარ­თეთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბით:

  1. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მან­და­ტის ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მუდ­მი­ვი და ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი.
  2. მოგ­ვა­წო­დოს მზია ამაღ­ლო­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია სრუ­ლად;
  3. გა­მო­ი­თხო­ვოს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­დან მზია ამაღ­ლო­ბე­ლის შიმ­ში­ლო­ბას­თან და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი და გად­მოგ­ვცეს მათი ას­ლე­ბი;
  4. შე­ა­ფა­სოს მზია ამაღ­ლო­ბე­ლის შიმ­ში­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის შე­სა­ბა­მი­სო­ბა სა­თა­ნა­დო ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებ­თან. ამას­თან, ამ ეტაპ­ზე უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის შე­ფა­სე­ბა, ხომ არ სჭირ­დე­ბა მას მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა და რამ­დე­ნად მზა­დაა მისი მო­თავ­სე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად;
  5. უზ­რუნ­ველ­ყოს წარ­მო­მად­გენ­ლის/ექი­მის მიერ მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რის ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ნა­ხუ­ლე­ბა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტრო­ლი,“ - წერს ქურ­დო­ვა­ნი­ძე.
  • აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს “სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია“:

“მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი მო­თხოვ­ნი­სა, დაც­ვის მხა­რის­თვის კვლავ მი­უწ­ვდო­მე­ლია მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია. შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი არ გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რად­გან ად­ვო­კა­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მას უკვე უჭირს ად­ვო­კატ­თან შე­სახ­ვედ­რად სა­ჭი­რო მან­ძი­ლის გავ­ლა.

მზია ამაღ­ლო­ბე­ლი მე-19 დღეა შიმ­ში­ლობს. მისი შიმ­ში­ლო­ბის რე­ჟიმ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია რო­გორც იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია, სა­დაც მზია ამაღ­ლო­ბე­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი, ისე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ მას ჩა­უ­ტარ­და გარ­კვე­უ­ლი კვლე­ვე­ბი, თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად კვლე­ვე­ბი და მათი შე­დე­გე­ბი, უც­ნო­ბია.

მარ­თა­ლია, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლია მო­შიმ­ში­ლე ბრალ­დე­ბუ­ლის მოვ­ლის წე­სე­ბი, თუმ­ცა, ჩვენ არ ვფლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რამ­დე­ნად ჯე­როვ­ნად ხორ­ცი­ელ­დე­ბა სრულ შიმ­ში­ლო­ბა­ზე მყო­ფი მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მოვ­ლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მხედ­ვე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და შე­საძ­ლოა არ­სე­ბობ­დეს მათი გამ­წვა­ვე­ბის რის­კე­ბი,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია “სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

“მას უკვე უჭირს შეხვედრაზე გამოსასვლელად შესაბამისი მანძილის გავლა“ - საია-ს თავმჯდომარე მზია ამაღლობელთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

“მას უკვე უჭირს შეხვედრაზე გამოსასვლელად შესაბამისი მანძილის გავლა“ - საია-ს თავმჯდომარე მზია ამაღლობელთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე “ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ქურდოვანიძე წერს, ის ციხეში მყოფს რამდენჯერმე შეხვდა და სრულებით არის დარწმუნებული, რომ მზია ამაღლობელი შიმშილობას არ შეწყვეტს. მისი მდგომარეობა კი ყოველ დღე მძიმდება.

  • “მზია ამაღლობელი მე-19 დღეა არის სრულ შიმშილზე. ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს შეხვედრაზე გამოსასვლელად შესაბამისი მანძილის გავლა.

მას შემდეგ რაც რუსთავის ციხეში გადმოიყვანეს, პირადად შევხვდი სამჯერ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის შიმშილობას არ შეწყვეტს.

არსებობს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მისი ჯანმრთელობა უნდა მოწმდებოდეს. რაღაც კვლევები და შემოწმებები მართლაც უტარდება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს წვდომა ამ სამედიცინო დოკუმენტებზე, რომ ამის ალტერნატიული შემოწმება შევძლოთ.

ამიტომ, ჩვენ დღეს მივმართეთ სახალხო დამცველს შემდეგი საკითხებით:

  1. სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.
  2. მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად;
  3. გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები;
  4. შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
  5. უზრუნველყოს წარმომადგენლის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი,“ - წერს ქურდოვანიძე.
  • აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“:

“მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაცვის მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია. შესაბამისი უწყებები არ გვაწვდიან ინფორმაციას მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა.

მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მისი შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც მზია ამაღლობელია მოთავსებული, ისე, სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის სამედიცინო წარმომადგენლის მიერ მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები, თუმცა, კონკრეტულად კვლევები და მათი შედეგები, უცნობია.

მართალია, კანონმდებლობით დადგენილია მოშიმშილე ბრალდებულის მოვლის წესები, თუმცა, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი მზია ამაღლობელის მოვლა. მით უფრო, რომ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, მხედველობის სერიოზული პრობლემები და შესაძლოა არსებობდეს მათი გამწვავების რისკები,“ - აღნიშნულია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: