მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორჯღალოსნები იწყებენ - წლის პირველი მატჩები „ავჭალაზე“
ბორჯღალოსნები იწყებენ - წლის პირველი მატჩები „ავჭალაზე“

მო­ემ­ზა­დე და მოდი სტა­დი­ონ­ზე სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ. 2025 წელს, ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩით იწყე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის პირ­ვე­ლი მე­ტო­ქე ა ჯგუფ­ში შვე­ი­ცა­რია იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის დე­ბი­უ­ტან­ტია. მატ­ჩი 1 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, „ავ­ჭა­ლა­ზე“ გა­ი­მარ­თე­ბა და 16:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს შვე­ი­ცა­რი­ას­თან აქამ­დე მხო­ლოდ ერთხელ, 31 წლის წინ უთა­მა­შია. 1994 წლის 4 ივ­ნისს, „შონ-დე-ფონ­ში“ ქარ­თვე­ლებ­მა მე­ტო­ქეს მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით - 22:21 სძლი­ეს.

თე­ბერ­ვლის პირ­ველ სამ კვი­რა­ში ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის სამ შეხ­ვედ­რას გა­მარ­თა­ვენ.

შვე­ი­ცა­რი­ას­თან მატ­ჩის შემ­დეგ, 8 თე­ბერ­ვალს, რი­ჩარდ ქოქ­რი­ლის გუნ­დი კვლავ მას­პინ­ძლის ამ­პლუ­ა­ში იქ­ნე­ბა და ამ­ჯე­რად, ნი­დერ­ლან­დებს უმას­პინ­ძლებს. მატ­ჩი „ავ­ჭა­ლა­ზე“, 15:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ჯგუ­ფურ ეტაპს ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი 16 თე­ბერ­ვალს, ეს­პა­ნეთ­თან სტუმ­რად მატ­ჩით და­ას­რუ­ლე­ბენ. რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლე­ბი მარ­ტის და­სა­წყის­ში, ხოლო ფი­ნა­ლე­ბი ორი კვი­რის თავ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

2025 წლის რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ამავდრო­უ­ლად, 2027 წლის მსოფ­ლიო თა­სის შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რი­ცაა. ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­სა­მართ მსოფ­ლიო თას­ზე, 20-ის ნაც­ვლად 24 გუნ­დი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. შე­დე­გად, რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან მო­მა­ვა­ლი მსოფ­ლიო თა­სის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას 4 გუნ­დი გა­ივ­ლის (თა­სის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­სუ­ლი გუნ­დე­ბი). მე­ხუ­თე კი, რე­პე­შაჟ­ში ჩა­ერ­თვე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ყვე­ლა­ზე ბევ­რჯერ - 16-ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს მო­გე­ბუ­ლი და აქე­დან ბოლო 7 - მი­ყო­ლე­ბით.

თი­ბი­სი 2015 წლი­დან რაგ­ბის მხარ­დამ­ჭე­რია. მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა, უკვე მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­თან ერ­თად, მიზ­ნად ისა­ხავს რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ერ­თობ­ლი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის, შიდა ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი­სა და ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბას.

თე­ბერ­ვლის სა­ში­ნაო მატ­ჩებ­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი შე­ი­ძი­ნეთ tkt.ge -ზე.

#ერ­თად­გა­ვი­მარ­ჯვებთ

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბორჯღალოსნები იწყებენ - წლის პირველი მატჩები „ავჭალაზე“

ბორჯღალოსნები იწყებენ - წლის პირველი მატჩები „ავჭალაზე“

მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მატჩი 1 თებერვალს, თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, „შონ-დე-ფონში“ ქართველებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით - 22:21 სძლიეს.

თებერვლის პირველ სამ კვირაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას გამართავენ.

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, 8 თებერვალს, რიჩარდ ქოქრილის გუნდი კვლავ მასპინძლის ამპლუაში იქნება და ამჯერად, ნიდერლანდებს უმასპინძლებს. მატჩი „ავჭალაზე“, 15:00 საათზე დაიწყება.

ჯგუფურ ეტაპს ბორჯღალოსნები 16 თებერვალს, ესპანეთთან სტუმრად მატჩით დაასრულებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალები მარტის დასაწყისში, ხოლო ფინალები ორი კვირის თავზე გაიმართება.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე, 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას 4 გუნდი გაივლის (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები). მეხუთე კი, რეპეშაჟში ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ - 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული და აქედან ბოლო 7 - მიყოლებით.

თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატებისა და ფესტივალების ხელშეწყობას.

თებერვლის საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ tkt.ge -ზე.

#ერთადგავიმარჯვებთ

R