პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვივამედში" მოთავსებულია პატიმარი მძიმე დაზიანებებით... მასთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა" - ომბუდსმენის განცხადება
"ვივამედში" მოთავსებულია პატიმარი მძიმე დაზიანებებით... მასთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა" - ომბუდსმენის განცხადება

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით მო­თავ­სე­ბუ­ლი პა­ტიმ­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

  • გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი „ვი­ვა­მედ­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რებს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა, ხოლო უშუ­ა­ლოდ „ვი­ვა­მედ­ში“ მო­თავ­სე­ბულ პა­ტი­მარ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო.

"2025 წლის 29 იან­ვარს მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ ერთ-ერთი პა­ტიმ­რის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით მო­თავ­სე­ბის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გამო, გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­მოწ­მე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან გა­სა­უბ­რე­ბის მიზ­ნით კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი, ასე­ვე იმ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რებს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა, სა­ი­და­ნაც და­შა­ვე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი 23 იან­ვარს კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, უშუ­ა­ლოდ „ვი­ვა­მედ­ში“ მო­თავ­სე­ბულ პა­ტი­მარ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო.

აპა­რა­ტის მიერ შეკ­რე­ბი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებთ, ერთი მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის, მე­ო­რე მხრივ კი მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­ზე მო­ნი­ტო­რინ­გის ეფექ­ტი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს გა­მო­ძი­ე­ბას, შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში მოხ­დეს ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა და პა­ტიმ­რის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის წარ­მო­შო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც აპა­რა­ტის­თვის არის ცნო­ბი­ლი, პა­ტიმ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მათ ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არ­სე­ბი­თი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ა­წო­და. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი შე­ის­წავ­ლის მო­ცე­მულ სა­კი­თხსაც.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი იმედს იტო­ვებს, რომ პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მალე გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. აპა­რა­ტი გა­აგ­რძე­ლებს მისი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ვივამედში" მოთავსებულია პატიმარი მძიმე დაზიანებებით... მასთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა" - ომბუდსმენის განცხადება

"ვივამედში" მოთავსებულია პატიმარი მძიმე დაზიანებებით... მასთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა" - ომბუდსმენის განცხადება

სახალხო დამცველი კლინიკა "ვივამედში" მძიმე დაზიანებებით მოთავსებული პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

  • განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი „ვივამედში" იმყოფებოდა, სადაც პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

"2025 წლის 29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული, ასევე იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

აპარატის მიერ შეკრებილი ინფორმაციიდან დეტალების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ, ერთი მხრივ, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების დაცვის, მეორე მხრივ კი მიმდინარე გამოძიებაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.

სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს გამოძიებას, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.

გარდა ამისა, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ არსებითი დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მოცემულ საკითხსაც.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას”, - ნათქვამია განცხადებაში.