პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ ცდილობდა, ხელი შეეშალა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელებაში.... რამდენიმე წელი ვაწარმოებდით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს" - ალიევი
"აშშ ცდილობდა, ხელი შეეშალა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელებაში.... რამდენიმე წელი ვაწარმოებდით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს" - ალიევი

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი აცხა­დებს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ცდი­ლობ­და, ხელი შე­ე­შა­ლა ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის სარ­კი­ნიგ­ზო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

"ბევრ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ვა­წყდით, როცა მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვი­წყეთ. ახლა შე­მიძ­ლია ამის თქმა. მი­ზე­ზი კი აშშ-ის პრო­სომ­ხუ­რი პო­ლი­ტი­კა იყო, ამი­ტომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე. რამ­დე­ნი­მე წელი ვა­წარ­მო­ებ­დით ქარ­თულ მხა­რეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და სა­ბო­ლო­ოდ შევ­ძე­ლით შე­თან­ხმე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა 28 იან­ვარს ტრან­სპორ­ტის სა­კი­თხებ­ზე გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე.

თბი­ლი­სი და ვა­შინგტო­ნი ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აშენ­და. პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქის ახალ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზას 98 კმ სიგ­რძით, სა­ი­და­ნაც 68 კმ გა­დის თურ­ქეთ­ზე, 30 კმ სა­ქარ­თვე­ლო­ზე. ასე­ვე რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და ახალ­ქა­ლა­ქი-თბი­ლი­სის მო­ნაკ­ვეთს.

2022 წელს ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და , რომ ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზა­ში და­მა­ტე­ბით 100 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რკი­ნიგ­ზის ფი­ლი­ა­ლი აწარ­მო­ებ­და.

2024 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზის მო­დერ­ნი­ზა­ცია და გა­ფარ­თო­ე­ბა დას­რულ­და და ხა­ზის წლი­უ­რი გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა 1 მი­ლი­ო­ნი ტო­ნი­დან 5 მი­ლი­ონ ტო­ნამ­დე გა­ი­ზარ­და. აზერ­ბა­ი­ჯან­მა და სა­ქარ­თვე­ლომ შექ­მნეს ერ­თობ­ლი­ვი სა­წარ­მო შპს BTKI Railways, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მა­რაბ­და-კარ­წა­ხის მო­ნაკ­ვე­თის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­სა და მარ­თვა­ზე.

2019 წელს, რუ­სე­თის, თურ­ქე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რკი­ნიგ­ზის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ან­კა­რა­ში ხელი მო­ა­წე­რეს მე­მო­რან­დუმს რუ­სე­თის რკი­ნიგ­ზის OJSC-ს BTK-თან შე­ერ­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­შინ გა­ნა­ცხა­და , რომ რკი­ნიგ­ზა არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტი და სხვა მო­ნა­წი­ლეს შე­ერ­თე­ბა მხო­ლოდ სა­მი­ვე ქვეყ­ნის თან­ხმო­ბით შე­უძ­ლია...წყა­რო

ავტორი:

"აშშ ცდილობდა, ხელი შეეშალა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელებაში.... რამდენიმე წელი ვაწარმოებდით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს" - ალიევი

"აშშ ცდილობდა, ხელი შეეშალა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელებაში.... რამდენიმე წელი ვაწარმოებდით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს" - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა, ხელი შეეშალა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელებაში.

"ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდით, როცა მისი განხორციელება დავიწყეთ. ახლა შემიძლია ამის თქმა. მიზეზი კი აშშ-ის პროსომხური პოლიტიკა იყო, ამიტომ ძალიან სერიოზული ზეწოლა განხორციელდა ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობაზე. რამდენიმე წელი ვაწარმოებდით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს და საბოლოოდ შევძელით შეთანხმება“, - განაცხადა ალიევმა 28 იანვარს ტრანსპორტის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე.

თბილისი და ვაშინგტონი ალიევის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. პროექტი მოიცავს ყარსი-ახალქალაქის ახალ საავტომობილო გზას 98 კმ სიგრძით, საიდანაც 68 კმ გადის თურქეთზე, 30 კმ საქართველოზე. ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ახალქალაქი-თბილისის მონაკვეთს.

2022 წელს ილჰამ ალიევმა განაცხადა , რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაში დამატებით 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალი აწარმოებდა.

2024 წელს ცნობილი გახდა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაცია და გაფართოება დასრულდა და ხაზის წლიური გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა. აზერბაიჯანმა და საქართველომ შექმნეს ერთობლივი საწარმო შპს BTKI Railways, რომელიც პასუხისმგებელია მარაბდა-კარწახის მონაკვეთის ექსპლუატაციასა და მართვაზე.

2019 წელს, რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ანკარაში ხელი მოაწერეს მემორანდუმს რუსეთის რკინიგზის OJSC-ს BTK-თან შეერთების შესაძლებლობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა , რომ რკინიგზა არის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პროექტი და სხვა მონაწილეს შეერთება მხოლოდ სამივე ქვეყნის თანხმობით შეუძლია...წყარო