პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში მანქანით შევარდა - "ის ნასვამი იყო": რა დეტალებზე საუბრობს ადგილობრივი პოლიცია
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში მანქანით შევარდა - "ის ნასვამი იყო": რა დეტალებზე საუბრობს ადგილობრივი პოლიცია

პო­ლო­ნეთ­ში ნას­ვა­მი მძღო­ლი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­იჭ­რა. შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ ბიდ­გოშ­ჩის ცენ­ტრში მოხ­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, მძღოლ­მა ეს გან­ზრახ ჩა­ი­დი­ნა. კაცი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­ირ­კვა, რომ 45 წლის დამ­ნა­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

ინ­ცი­დენ­ტი 24 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით დღის 14:30 სა­ათ­ზე მოხ­და. კაც­მა ავ­ტო­მო­ბი­ლით შუ­შის კარი შე­ან­გრია და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მი­სა­ღებ­ში შე­იჭ­რა.

პო­ლი­ცი­ამ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა. რო­გორც ბიდ­გოშ­ჩის პო­ლი­ცი­ის პრესს­პი­კერ­მა, მო­ნი­კა ხლე­ბიჩ­მა, მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, დამ­ნა­შა­ვემ სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე გან­ზრახ მო­იქ­ცა. „ვი­დე­ო­დან ჩანს, რომ მან მა­ნევ­რი რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­მე­ო­რა, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ შე­ნო­ბა­ში არ შე­ვარ­და.“

მან­ქა­ნა მი­სა­ღებ­ში გა­ჩერ­და, სა­დაც იმ დროს ერთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დრო­უ­ლად გა­იქ­ცა და ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ მი­უ­ღია.

მძღო­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს, საქ­მე ძი­ე­ბა­შია. "მო­ტი­ვი ჯერ კი­დევ დგინ­დე­ბა, თუმ­ცა გვაქვს ჩვე­ნი ვა­რა­უ­დე­ბი.“ – აღ­ნიშ­ნა ბიდ­გოშ­ჩის სა­ქა­ლა­ქო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კო­მი­სარ­მა ლი­დია კო­ვალ­სკამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში მანქანით შევარდა - "ის ნასვამი იყო": რა დეტალებზე საუბრობს ადგილობრივი პოლიცია

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში მანქანით შევარდა - "ის ნასვამი იყო": რა დეტალებზე საუბრობს ადგილობრივი პოლიცია

პოლონეთში ნასვამი მძღოლი პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა. შემთხვევა ქალაქ ბიდგოშჩის ცენტრში მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მძღოლმა ეს განზრახ ჩაიდინა. კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, ის ადგილზე დააკავეს. გაირკვა, რომ 45 წლის დამნაშავე საქართველოს მოქალაქეა.

ინციდენტი 24 იანვარს, დაახლოებით დღის 14:30 საათზე მოხდა. კაცმა ავტომობილით შუშის კარი შეანგრია და პოლიციის განყოფილების მისაღებში შეიჭრა.

პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გააანალიზა. როგორც ბიდგოშჩის პოლიციის პრესსპიკერმა, მონიკა ხლებიჩმა, მედიას განუცხადა, დამნაშავემ სავარაუდოდ, ასე განზრახ მოიქცა. „ვიდეოდან ჩანს, რომ მან მანევრი რამდენჯერმე გაიმეორა, სანამ საბოლოოდ შენობაში არ შევარდა.“

მანქანა მისაღებში გაჩერდა, სადაც იმ დროს ერთი ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, დროულად გაიქცა და ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია.

მძღოლი პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს, საქმე ძიებაშია. "მოტივი ჯერ კიდევ დგინდება, თუმცა გვაქვს ჩვენი ვარაუდები.“ – აღნიშნა ბიდგოშჩის საქალაქო პოლიციის წარმომადგენელმა, კომისარმა ლიდია კოვალსკამ.