მსოფლიო
სამართალი

16

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე სასწორშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მყინვარების მხოლოდ კავკასიის რეგიონში შენარჩუნებაზე საუბარი არასერიოზული იქნება" - ინტერვიუ მეცნიერთან, რომელიც ერთადერთი ქართველია, ვინც 2 ანტარქტიკულ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა
"მყინვარების მხოლოდ კავკასიის რეგიონში შენარჩუნებაზე საუბარი არასერიოზული იქნება" -  ინტერვიუ მეცნიერთან, რომელიც ერთადერთი ქართველია, ვინც 2 ანტარქტიკულ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა

"გრძე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ ჩა­ვაღ­წიე სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში. მო­ნა­შის და ტას­მა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ჯგუ­ფი რამ­დე­ნი­მე დღე­ში დავ­ტო­ვებთ კე­იპ­ტა­უნს და გა­ვემ­გზავ­რე­ბით ან­ტარ­ქტი­და­ში, დე­დო­ფალ მო­დის მი­წა­ზე. ჩვე­ნი გლა­ცი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცია გაგ­რძელ­დე­ბა ერთ თვეს, რომ­ლის დრო­საც მო­ვახ­დენთ ამ რე­გი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის კომ­პლექ­სურ შეს­წავ­ლას", - გამ­გზავ­რე­ბამ­დე ეს ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბილ­მა გლა­ცი­ო­ლოგ­მა, ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წამ­ყვან­მა მკვლე­ვარ­მა და ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ლე­ვან ტი­ე­ლი­ძემ. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რია, რო­მელ­მაც 2023-2024 წლე­ბის სე­ზონ­ზე უილ­ქსის მი­წა­ზე ან­ტარ­ქტი­კულ კვლე­ვებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 2024-2025 წლე­ბის სე­ზონ­ზე, ამ­ჯე­რად უკვე დე­დო­ფალ მო­დის მი­წა­ზე (აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი) იგი მე­ო­რე სა­მეც­ნი­ე­რო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და ან­ტარ­ქტი­და­ში. ამ­გვა­რად, ლე­ვა­ნი ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რია, რო­მელ­მაც ზე­დი­ზედ ორ ან­ტარ­ქტი­კულ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. "ჩემ­თვის, რო­გორც ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რის­თვის, რა თქმა უნდა, დიდი პრი­ვი­ლე­გი­აა ორ სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ზე ან­ტარ­ქტი­დის სხვა­დას­ხვა მხა­რე­ში ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რია კი­დევ იმ გა­გე­ბით, რომ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კვლე­ვე­ბი ის­ტო­რი­ა­ში რჩე­ბა და სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი რი­გი­თი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რიც ამ ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა“, - გვე­უბ­ნე­ბა გლა­ცი­ო­ლო­გი, რო­მელ­საც ambebi.ge ავ­სტრა­ლი­ა­ში და­უ­კავ­შირ­და.

- ლე­ვან, მოკ­ლედ გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი მე­ო­რე ან­ტარ­ქტი­კუ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ის შე­სა­ხებ, რა იყო თქვე­ნი მი­ზა­ნი?

- ჩვე­ნი ექ­სპე­დი­ცი­ის მი­ზა­ნი იყო, რომ აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­და­ში, კერ­ძოდ, დე­დო­ფალ მო­დის მი­წა­ზე, ორ დიდ მყინ­ვარ­ზე ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა კომ­პლექ­სუ­რი გლა­ცი­ო­ლო­გი­უ­რი და გე­ო­ფი­ზი­კუ­რი კვლე­ვე­ბი. ექ­სპე­დი­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­გუ­ნის მყინ­ვარ­ზე და­ვა­ყე­ნეთ ორი გრძელ­ვა­დი­ა­ნი სე­ის­მუ­რი სად­გუ­რი იმის­თვის, რომ შე­ვის­წავ­ლოთ ამ რე­გი­ო­ნის სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მყინ­ვა­რის რყე­ვებ­თან არის კავ­შირ­ში. ასე­ვე, მო­ვახ­დი­ნეთ სო­მო­ვე­კე­ნის მყინ­ვა­რის გე­ო­ფი­ზი­კუ­რი რა­და­რით გა­და­ღე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს და­ვად­გი­ნოთ მყინ­ვა­რის სის­ქე, სიმ­კვრი­ვე და მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რე­ე­ბი. გარ­და ამი­სა, ძვე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით მყინ­ვა­რუ­ლი ლო­დე­ბი­დან და ძი­რი­თა­დი ქა­ნე­ბი­დან მო­ვახ­დი­ნეთ ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა, რაც ამ რე­გი­ო­ნის ძვე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბა - კლი­მა­ტის რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

- მა­ინც რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძვე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის კვლე­ვა?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო ათწლე­უ­ლე­ბია ან­ტარ­ქტი­და­ში ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს კომ­პლექ­სუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი, მათი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მა­ინც თა­ნა­მედ­რო­ვე მყინ­ვა­რე­ბის შეს­წავ­ლას ეძღვნე­ბა. ხოლო სრულ­ყო­ფი­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი სუ­რა­თი ძვე­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დას შე­ე­ხე­ბა. ძველი გამ­ყინ­ვა­რე­ბის კვლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, რომ უკეთ შე­ვის­წავ­ლოთ თა­ნა­მედ­რო­ვე გამ­ყინ­ვა­რე­ბა-კლი­მა­ტის სის­ტე­მა. გარ­და ამი­სა, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­სა­ღე­ბი მო­მა­ვა­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბა-კლი­მა­ტის ვა­რი­ა­ცი­ე­ბის შეს­წავ­ლა­ში.

- რამ­დე­ნი მეც­ნი­ე­რის­გან იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი თქვე­ნი ექ­სპე­დი­ცია?

- ჯგუ­ფი ძი­რი­თა­დად შედ­გე­ბო­და ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და ტას­მა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის­გან. სა­ერ­თო ჯამ­ში, ექ­ვსი მეც­ნი­ე­რი ვი­ყა­ვით და ორი სა­ვე­ლე გამ­ყო­ლი გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ჩვენ­თან ერ­თად ექ­სპე­დი­ცი­ა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ავ­სტრა­ლი­ურ-ახალ­ზე­ლან­დი­უ­რი კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც ამ­ზა­დე­ბენ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სე­რი­ას. პირ­ვე­ლი სე­რია სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ წელს გა­მოჩ­ნდე­ბა ეკ­რა­ნებ­ზე.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ემო­ცი­უ­რი იყო თქვენ­თვის მე­ო­რე ან­ტარ­ქტი­კულ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ან­ტარ­ქტი­და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მი­უღ­წე­ველ კონ­ტი­ნენ­ტად რჩე­ბო­და. ის დღე­საც ინარ­ჩუ­ნებს შო­რე­უ­ლი და ძნე­ლად მი­საღ­წე­ვი კონ­ტი­ნენ­ტის სტა­ტუსს, სა­დაც მოხ­ვედ­რა­ზე არა­ერ­თი მეც­ნი­ე­რი თუ მოგ­ზა­უ­რი ოც­ნე­ბობს. ეს ბევ­რი მი­ზე­ზი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა ექ­სტრე­მა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბი, და ა.შ. ჩემ­თვის, რო­გორც ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რის­თვის, რა თქმა უნდა, დიდი პრი­ვი­ლე­გი­აა ორ სხვა­დას­ხვა სე­ზონ­ზე ან­ტარ­ქტი­დის სხვა­დას­ხვა მხა­რე­ში ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რია კი­დევ იმ გა­გე­ბით, რომ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კვლე­ვე­ბი ის­ტო­რი­ა­ში რჩე­ბა და სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი რი­გი­თი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რიც ამ ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ეს შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცია იყოს სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია და მა­თაც აქვთ შან­სი გახ­დნენ პო­ლა­რუ­ლი მკვლევ­რე­ბი, კი­დევ უფრო მეტს მი­აღ­წი­ონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლეთ, რომ 2025 წელი მყინ­ვა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­ლია. და­მა­ტე­ბით რას გვე­ტყვით ამის შე­სა­ხებ?

- დიახ, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ 2025 წელი მყინ­ვა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო წლად გა­მო­ა­ცხა­და (International Year of Glaciers' Preservation - IYGP). ეს თა­რი­ღი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 21 იან­ვარს ამოქ­მედ­და. IYGP არის გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნია მყინ­ვა­რე­ბის და­სა­ცა­ვად და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. IYGP მიზ­ნად ისა­ხავს მყინ­ვა­რე­ბის ეკო­სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, წყლის რე­სურ­სე­ბის მდგრა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. IYGP ასე­ვე მიზ­ნად ისა­ხავს მყინ­ვა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის გლო­ბა­ლუ­რი სის­ტე­მის გა­ფარ­თო­ე­ბას და ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. იმე­დი მაქვს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­შიც გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი გვექ­ნე­ბა.

- მყინ­ვა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც დგას. მათ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მებ­ზე რას იტყო­დით?

- მყინ­ვა­რე­ბის არ­სე­ბო­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის მდი­ნა­რე­უ­ლი ჩა­მო­ნა­დე­ნის და ზო­გა­დად, მტკნა­რი წყლის მა­რა­გე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში. მყინ­ვა­რებს ასე­ვე დიდი გავ­ლე­ნა აქვთ მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე. კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რებს შე­იძ­ლე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბაც ჰქონ­დეს მთის მო­სახ­ლე­ო­ბის იდენ­ტო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­გორც გამ­ძლე­ო­ბის და მკაც­რი ბუ­ნე­ბის სიმ­ბო­ლო. თა­ნა­მედ­რო­ვე მყინ­ვა­რე­ბის არ­სე­ბო­ბა ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას­თან მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში. ასე­ვე, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს მყინ­ვა­რე­ბის როლი ბოლო წლებ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ სტი­ქი­ურ პრო­ცე­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მყინ­ვა­რე­ბის არ­სე­ბო­ბას ჩვენს რე­გი­ონ­ში აქვს თა­ვის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში უნდა ვე­ლო­დოთ იმას, რომ მყინ­ვა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ფარ­თო­ბი კი­დევ უფრო და­იკ­ლებს და ეს ალ­ბათ მთის მდი­ნა­რე­ებ­ში მყინ­ვა­რულ ჩა­მო­ნა­დენ­ზეც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. მყინ­ვა­რე­ბის მხო­ლოდ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ალ­ბათ არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ეს გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა თა­ვის მხრივ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სით­ბუ­რი აი­რე­ბის გა­მოფრქვე­ვი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წას გა­დაგ­რი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. შე­სა­ბა­მი­სად, მყინ­ვა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო წლის გა­მო­ცხა­დე­ბით მეც­ნი­ე­რე­ბი სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე მო­უ­წო­დე­ბენ დიდ ქვეყ­ნებს, რომ მოხ­დეს გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის 1.5-2.0 °C ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რათა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ მყინ­ვა­რე­ბის გაქ­რო­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

"მყინვარების მხოლოდ კავკასიის რეგიონში შენარჩუნებაზე საუბარი არასერიოზული იქნება" - ინტერვიუ მეცნიერთან, რომელიც ერთადერთი ქართველია, ვინც 2 ანტარქტიკულ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა

"მყინვარების მხოლოდ კავკასიის რეგიონში შენარჩუნებაზე საუბარი არასერიოზული იქნება" -  ინტერვიუ მეცნიერთან, რომელიც ერთადერთი ქართველია, ვინც 2 ანტარქტიკულ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა

"გრძელი მოგზაურობის შემდეგ ჩავაღწიე სამხრეთ აფრიკაში. მონაშის და ტასმანიის უნივერსიტეტების გაერთიანებული ჯგუფი რამდენიმე დღეში დავტოვებთ კეიპტაუნს და გავემგზავრებით ანტარქტიდაში, დედოფალ მოდის მიწაზე. ჩვენი გლაციოლოგიური ექსპედიცია გაგრძელდება ერთ თვეს, რომლის დროსაც მოვახდენთ ამ რეგიონის მყინვარების კომპლექსურ შესწავლას", - გამგზავრებამდე ეს ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობილმა გლაციოლოგმა, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის წამყვანმა მკვლევარმა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ტიელიძემ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის პირველი ქართველი მეცნიერია, რომელმაც 2023-2024 წლების სეზონზე უილქსის მიწაზე ანტარქტიკულ კვლევებში მიიღო მონაწილეობა. 2024-2025 წლების სეზონზე, ამჯერად უკვე დედოფალ მოდის მიწაზე (აღმოსავლეთ ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი) იგი მეორე სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა ანტარქტიდაში. ამგვარად, ლევანი ერთადერთი ქართველი მეცნიერია, რომელმაც ზედიზედ ორ ანტარქტიკულ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. "ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მეცნიერისთვის, რა თქმა უნდა, დიდი პრივილეგიაა ორ სხვადასხვა სეზონზე ანტარქტიდის სხვადასხვა მხარეში ასეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა. განსაკუთრებით ემოციურია კიდევ იმ გაგებით, რომ მსგავსი შინაარსის კვლევები ისტორიაში რჩება და სასიხარულოა, რომ დროთა განმავლობაში ერთი რიგითი ქართველი მეცნიერიც ამ ისტორიის ნაწილი იქნება“, - გვეუბნება გლაციოლოგი, რომელსაც ambebi.ge ავსტრალიაში დაუკავშირდა.

- ლევან, მოკლედ გვიამბეთ თქვენი მეორე ანტარქტიკული ექსპედიციის შესახებ, რა იყო თქვენი მიზანი?

- ჩვენი ექსპედიციის მიზანი იყო, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, კერძოდ, დედოფალ მოდის მიწაზე, ორ დიდ მყინვარზე ჩაგვეტარებინა კომპლექსური გლაციოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები. ექსპედიციის განმავლობაში სიგუნის მყინვარზე დავაყენეთ ორი გრძელვადიანი სეისმური სადგური იმისთვის, რომ შევისწავლოთ ამ რეგიონის სეისმური აქტივობა, რომელიც მყინვარის რყევებთან არის კავშირში. ასევე, მოვახდინეთ სომოვეკენის მყინვარის გეოფიზიკური რადარით გადაღება, რაც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ მყინვარის სისქე, სიმკვრივე და მოძრაობის სიჩქარეები. გარდა ამისა, ძველი გამყინვარების შესწავლის მიზნით მყინვარული ლოდებიდან და ძირითადი ქანებიდან მოვახდინეთ ნიმუშების აღება, რაც ამ რეგიონის ძველი გამყინვარება - კლიმატის რეკონსტრუქციაში დაგვეხმარება.

- მაინც რატომაა მნიშვნელოვანი ძველი გამყინვარების კვლევა?

- მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულებია ანტარქტიდაში ინტენსიურად მიმდინარეობს კომპლექსური სამეცნიერო კვლევები, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც თანამედროვე მყინვარების შესწავლას ეძღვნება. ხოლო სრულყოფილი რეგიონული სურათი ძველი გამყინვარების შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს. ეს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ანტარქტიდას შეეხება. ძველი გამყინვარების კვლევა საშუალებას მოგვცემს, რომ უკეთ შევისწავლოთ თანამედროვე გამყინვარება-კლიმატის სისტემა. გარდა ამისა, ეს შეიძლება იყოს გასაღები მომავალი გამყინვარება-კლიმატის ვარიაციების შესწავლაში.

- რამდენი მეცნიერისგან იყო დაკომპლექტებული თქვენი ექსპედიცია?

- ჯგუფი ძირითადად შედგებოდა ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის და ტასმანიის უნივერსიტეტის მეცნიერებისგან. საერთო ჯამში, ექვსი მეცნიერი ვიყავით და ორი საველე გამყოლი გვემსახურებოდა. ჩვენთან ერთად ექსპედიციაში ასევე მონაწილეობდა ავსტრალიურ-ახალზელანდიური კინოდოკუმენტალისტების ჯგუფი, რომლებიც ამზადებენ დოკუმენტური ფილმების სერიას. პირველი სერია სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოჩნდება ეკრანებზე.

- რამდენად მნიშვნელოვანი და ემოციური იყო თქვენთვის მეორე ანტარქტიკულ ექსპედიციაში მონაწილეობა?

- მოგეხსენებათ, რომ ანტარქტიდა საუკუნეების განმავლობაში ადამიანებისთვის მიუღწეველ კონტინენტად რჩებოდა. ის დღესაც ინარჩუნებს შორეული და ძნელად მისაღწევი კონტინენტის სტატუსს, სადაც მოხვედრაზე არაერთი მეცნიერი თუ მოგზაური ოცნებობს. ეს ბევრი მიზეზითაა გამოწვეული, მაგალითად, როგორიცაა ექსტრემალური კლიმატური პირობები, განსაკუთრებულად დიდი ფინანსური ხარჯები, და ა.შ. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მეცნიერისთვის, რა თქმა უნდა, დიდი პრივილეგიაა ორ სხვადასხვა სეზონზე ანტარქტიდის სხვადასხვა მხარეში ასეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა. განსაკუთრებით ემოციურია კიდევ იმ გაგებით, რომ მსგავსი შინაარსის კვლევები ისტორიაში რჩება და სასიხარულოა, რომ დროთა განმავლობაში ერთი რიგითი ქართველი მეცნიერიც ამ ისტორიის ნაწილი იქნება. გარდა ამისა, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი მოტივაცია იყოს საქართველოდან მომავალი თაობის მეცნიერებისთვის, რომ შეუძლებელი არაფერია და მათაც აქვთ შანსი გახდნენ პოლარული მკვლევრები, კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ ამ მიმართულებით.

- რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით გაავრცელეთ, რომ 2025 წელი მყინვარების შენარჩუნების საერთაშორისო წელია. დამატებით რას გვეტყვით ამის შესახებ?

- დიახ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2025 წელი მყინვარების შენარჩუნების საერთაშორისო წლად გამოაცხადა (International Year of Glaciers' Preservation - IYGP). ეს თარიღი ოფიციალურად 21 იანვარს ამოქმედდა. IYGP არის გლობალური კამპანია მყინვარების დასაცავად და კლიმატის ცვლილების გამოწვევების გადასაჭრელად. IYGP მიზნად ისახავს მყინვარების ეკოსისტემის ფუნქციების შენარჩუნებას, წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. IYGP ასევე მიზნად ისახავს მყინვარების მონიტორინგის გლობალური სისტემის გაფართოებას და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საქართველოშიც გარკვეული პროგრესი გვექნება.

- მყინვარების შენარჩუნების პრობლემა საქართველოშიც დგას. მათ მნიშვნელობაზე და დაცვის მექანიზმებზე რას იტყოდით?

- მყინვარების არსებობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კავკასიის რეგიონის მდინარეული ჩამონადენის და ზოგადად, მტკნარი წყლის მარაგების რეგულირებაში. მყინვარებს ასევე დიდი გავლენა აქვთ მაღალმთიანი რეგიონების ბიომრავალფეროვნებაზე. კავკასიონის მყინვარებს შეიძლება კულტურული და ისტორიული მნიშვნელობაც ჰქონდეს მთის მოსახლეობის იდენტობასთან მიმართებაში, როგორც გამძლეობის და მკაცრი ბუნების სიმბოლო. თანამედროვე მყინვარების არსებობა ასევე დაკავშირებულია სხვადასხვა სახეობის ტურიზმის განვითარებასთან მაღალმთიან რეგიონებში. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს მყინვარების როლი ბოლო წლებში გააქტიურებულ სტიქიურ პროცესებთან მიმართებაში. შესაბამისად, მყინვარების არსებობას ჩვენს რეგიონში აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაც შეეხება შენარჩუნებას, გამძაფრებული გლობალური დათბობის პირობებში უნდა ველოდოთ იმას, რომ მყინვარების რაოდენობა და ფართობი კიდევ უფრო დაიკლებს და ეს ალბათ მთის მდინარეებში მყინვარულ ჩამონადენზეც უარყოფითად აისახება. მყინვარების მხოლოდ კავკასიის რეგიონში შენარჩუნებაზე საუბარი ალბათ არასერიოზული იქნება, რადგან ეს გლობალური პრობლემაა, რომელიც პირველ რიგში ჰაერის ტემპერატურის მატებასთანაა დაკავშირებული. ტემპერატურის მატება თავის მხრივ გადაჭარბებული სითბური აირების გამოფრქვევითაა გამოწვეული, რომელიც დედამიწას გადაგრილების საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, მყინვარების შენარჩუნების საერთაშორისო წლის გამოცხადებით მეცნიერები სამთავრობო დონეზე მოუწოდებენ დიდ ქვეყნებს, რომ მოხდეს გლობალური დათბობის 1.5-2.0 °C ზე შენარჩუნება, რათა თავიდან ავირიდოთ მყინვარების გაქრობა მსოფლიო მასშტაბით.