პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინული დრონების მასობრივი შეტევა რუსეთის 9 რეგიონზე - ნიჟნი ნოვგოროდში ნავთობსაცავში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან
უკრაინული დრონების მასობრივი შეტევა რუსეთის 9 რეგიონზე - ნიჟნი ნოვგოროდში ნავთობსაცავში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 29 იან­ვარს დი­ლით გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ას მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უტევ­დნენ. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 104 უკ­რა­ი­ნუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს ქვეყ­ნის ცხრა რე­გი­ონ­ში.

სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი დრო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ასე გა­ნა­წილ­და:

  • კურსკი - 47,
  • ბრი­ანსკი - 27,
  • სმო­ლენ­სკი - 11
  • ტვე­რი - 7
  • ბელ­გო­რო­დი - 4
  • ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დი - 3
  • კა­ლუ­გა - 3
  • როს­ტო­ვი - 1
  • ლე­ნინ­გრა­დის ოლქი - 1

იმავდრო­უ­ლად, ბრი­ანსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ალექ­სან­დრე ბო­გო­მაზ­მა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ამ მოხ­სე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რე­გი­ონ­ში ღა­მით ჩა­მო­აგ­დეს 33 დრო­ნი (და არა 27, რო­გორც სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს), ხოლო ტვე­რის რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი იგორ რუ­დე­ნია წერს, რომ მის რე­გი­ონ­ში 20 საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს, ეს მა­შინ, რო­დე­საც სა­მი­ნის­ტრომ მხო­ლოდ შვი­დი და­ით­ვა­ლა.

წუ­ხელ, რუ­სე­თი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დის რე­გი­ონ­ში, კერ­ძოდ, ქა­ლაქ კს­ტო­ვო­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნის დარ­ტყმი­სა და დიდი ხან­ძრის შე­სა­ხებ, რო­გორც გა­ირ­კვა, ხან­ძა­რი "ლუ­კო­ილ-ნი­ჟ­ნი­ნოვ­გო­როდ­ნეფ­ტე­ო­სინ­თე­ზის“ ნავ­თობ­სა­ცავ­ში გაჩ­ნდა.

ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ცნო­ბით, ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, ცე­ცხლის კე­რე­ბის ჩაქ­რო­ბას კვლავ ცდი­ლო­ბენ მე­ხან­ძრე­ე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
მკითხველის რჩევით
ავტორი:

უკრაინული დრონების მასობრივი შეტევა რუსეთის 9 რეგიონზე - ნიჟნი ნოვგოროდში ნავთობსაცავში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან

უკრაინული დრონების მასობრივი შეტევა რუსეთის 9 რეგიონზე - ნიჟნი ნოვგოროდში ნავთობსაცავში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 იანვარს დილით განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ტერიტორიას მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ. უწყების ინფორმაციით, 104 უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდეს ქვეყნის ცხრა რეგიონში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონების მიხედვით ჩამოგდებული დრონების რაოდენობა ასე განაწილდა:

  • კურსკი - 47,
  • ბრიანსკი - 27,
  • სმოლენსკი - 11
  • ტვერი - 7
  • ბელგოროდი - 4
  • ნიჟნი ნოვგოროდი - 3
  • კალუგა - 3
  • როსტოვი - 1
  • ლენინგრადის ოლქი - 1

იმავდროულად, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა, თავდაცვის სამინისტროს ამ მოხსენების პარალელურად გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც რეგიონში ღამით ჩამოაგდეს 33 დრონი (და არა 27, როგორც სამინისტრო აცხადებს), ხოლო ტვერის რეგიონის გუბერნატორი იგორ რუდენია წერს, რომ მის რეგიონში 20 საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ეს მაშინ, როდესაც სამინისტრომ მხოლოდ შვიდი დაითვალა.

წუხელ, რუსეთიდან გავრცელდა ინფორმაცია ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, კერძოდ, ქალაქ კსტოვოში უკრაინული დრონის დარტყმისა და დიდი ხანძრის შესახებ, როგორც გაირკვა, ხანძარი "ლუკოილ-ნიჟნინოვგოროდნეფტეოსინთეზის“ ნავთობსაცავში გაჩნდა.

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლის კერების ჩაქრობას კვლავ ცდილობენ მეხანძრეები.