პარტნიორები:
    ავტორი:

    "თმა აღარ მაქვს, აღარ ვჯდები მოდელის სტანდარტებში" - იტალიელი მოდელი, ბიანკა ბალტი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, ახალ ფოტოებს აქვეყნებს

    "თმა აღარ მაქვს, აღარ ვჯდები მოდელის სტანდარტებში" - იტალიელი მოდელი, ბიანკა ბალტი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, ახალ ფოტოებს აქვეყნებს

    იტალიელმა მოდელმა, ბიანკა ბალტიმ, რომელსაც გასულ წელს საკვერცხის კიბოს მესამე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს, "ინსტაგრამზე" ახალი ფოტოსესიიდან კადრები გამოაქვეყნა.

    • ბიანკამ რამდენიმე ფოტო გააზიარა, რომელშიც ფოტოგრაფ ლუკრეცია განაზოლის ობიექტივში პოზირებს. სურათებზე მოდელი თმის გარეშეა.

    "როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, რატომღაც ვიცოდი, რომ ამას გავუმკლავდი, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი, რომ ვეღარ შევძლებდი ოჯახზე ზრუნვას. ჩემი პროფესია ყოველთვის იყო მიბმული ჩემს გარეგნობასთან. მუცელზე ნაწიბური მაქვს, თმა აღარ მაქვს, მე აღარ ვჯდები მოდელის სტანდარტებში. საწოლში იძულებითი წოლისას ვფიქრობ ჩემს თვითშეფასებასა და პროდუქტიულობაზე", - წერს 40 წლის ბალტი.

    • გასული წლის სექტემბერში ბიანკა ბალტიმ განაცხადა, რომ მას საკვერცხის კიბოს მესამე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. ორი წლის წინ მოდელს ორმაგი მასტექტომია ჩაუტარდა მკერდისა და საკვერცხის კიბოს გენეტიკური მიდრეკილების გამო, მაგრამ მაშინ საკვერცხეების ამოღების გადაწყვეტილება მომავლისთვის გადადო, რადგან შვილის გაჩენა კიდევ სურდა.

    ბიანკა ბალტი ორჯერ იყო დაქორწინებული. 2007 წელს ქალიშვილი მატილდა შეეძინა ფოტოგრაფის თანაშემწე კრისტიან ლუსიდისთან, რომელსაც 2010 წელს დაშორდა 2015 წელს მეთიუ მაკრეისთან შეეძინა მეორე ქალიშვილი მია. ორი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა, მაგრამ მალევე დაშორდა.