მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორსულობის პერიოდში სტეროიდების გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის აშლილობების რისკს" - მაია ბუწაშვილი ახალი კვლევის შესახებ
"ორსულობის პერიოდში სტეროიდების გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის აშლილობების რისკს" - მაია ბუწაშვილი ახალი კვლევის შესახებ

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს. ექი­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან პრე­პა­რატ დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­მო­ყე­ნე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ახალ კვლე­ვას იშ­ვე­ლი­ებს და წერს, რომ ორ­სუ­ლო­ბის დროს სტე­რო­ი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ბავ­შვებ­ში აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის რისკს ზრდის.

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი:

"ჩვენ­თან ძა­ლი­ან "უყ­ვართ" დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თვით­ნე­ბუ­რად იღებს ჰორ­მო­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის ამ­პუ­ლის გა­ტე­ხა და და­ლე­ვა.

ხში­რია ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს სტე­რო­ი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც ხში­რად პი­რი­ქით, მავ­ნეა. არა­და, დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, მა­გა­ლი­თად, ცხე­ლე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტში ერთი შე­ხედ­ვით ეფექ­ტუ­რია, რად­გან ტემ­პე­რა­ტუ­რა ქვე­ით­დე­ბა და პა­ცი­ენ­ტი შვე­ბას გრძნობს და კმა­ყო­ფი­ლია.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, სტე­რო­ი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კუ­რი, კონ­კრე­ტუ­ლი ჩვე­ნე­ბა აქვს.ასე­ვე ხში­რად და სა­ვა­რა­უ­დოდ, ბევ­რჯერ ზედ­მე­ტად აქვთ და­ნიშ­ნუ­ლი სტე­რო­ი­დე­ბი ორ­სუ­ლებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნდა კვლე­ვა (JAMA Network Open), რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და ძა­ლი­ან დიდ და ხან­გრძლივ კოჰორ­ტა­ზე და და­ად­გი­ნა, რომ ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სტე­რო­ი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ბავ­შვებ­ში 50%-ით ზრდის აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბე­ბის და 30%-ით ზრდის ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტის და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის დარ­ღვე­ვის (ADHD) რისკს.

ეს, ცხა­დია, არ ნიშ­ნავს, რომ სტე­რო­ი­დე­ბი არ უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ორ­სუ­ლებ­ში, როცა ამის ჩვე­ნე­ბა მარ­თლა არ­სე­ბობს, მაგ­რამ არა ისე­თი სიხ­ში­რით, რო­გორც ხდე­ბა", - წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ორსულობის პერიოდში სტეროიდების გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის აშლილობების რისკს" - მაია ბუწაშვილი ახალი კვლევის შესახებ

"ორსულობის პერიოდში სტეროიდების გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის აშლილობების რისკს" - მაია ბუწაშვილი ახალი კვლევის შესახებ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. ექიმი საზოგადოების ნაწილის მხრიდან პრეპარატ დექსამეტაზონის ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს. ინფექციონისტი ახალ კვლევას იშველიებს და წერს, რომ ორსულობის დროს სტეროიდების გამოყენება, ბავშვებში აუტისტური სპექტრის რისკს ზრდის.

  • მაია ბუწაშვილი:

"ჩვენთან ძალიან "უყვართ" დექსამეტაზონი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თვითნებურად იღებს ჰორმონებს. განსაკუთრებით პოპულარულია დექსამეტაზონის ამპულის გატეხა და დალევა.

ხშირია ინფექციური დაავადებების დროს სტეროიდების გამოყენება, რაც ხშირად პირიქით, მავნეა. არადა, დექსამეტაზონი, მაგალითად, ცხელებიან პაციენტში ერთი შეხედვით ეფექტურია, რადგან ტემპერატურა ქვეითდება და პაციენტი შვებას გრძნობს და კმაყოფილია.

სინამდვილეში, სტეროიდების გამოყენებას თავისი სპეციფიკური, კონკრეტული ჩვენება აქვს.ასევე ხშირად და სავარაუდოდ, ბევრჯერ ზედმეტად აქვთ დანიშნული სტეროიდები ორსულებს. ამასთან დაკავშირებით ახლახან გამოქვეყნდა კვლევა (JAMA Network Open), რომელიც ჩატარდა ძალიან დიდ და ხანგრძლივ კოჰორტაზე და დაადგინა, რომ ორსულობის პერიოდში სტეროიდების გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის აშლილობების და 30%-ით ზრდის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის დარღვევის (ADHD) რისკს.

ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ სტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში, როცა ამის ჩვენება მართლა არსებობს, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, როგორც ხდება", - წერს ბუწაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: