პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამთო კურორტებზე საქართველოს თასის ეტაპები ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს
სამთო კურორტებზე საქართველოს თასის ეტაპები ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს

სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ზამ­თრის სე­ზო­ნი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და. მეს­ტი­ა­ში, ზუ­რულ­დის ტრა­სა­ზე 2025 წლის სა­ქარ­თვე­ლოს თა­სის რე­გი­ო­ნუ­ლი ეტა­პი ჩა­ტარ­და. ტურ­ნი­რი მეს­ტი­ის მე­რი­ის მას­პინ­ძლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ი­სა და „ემ თი ეი“ -ს თა­ნა­ორ­გა­ნი­ზე­ბით და სილ­ქნე­ტის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა.

მო­თხი­ლა­მუ­რე­ებ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლად სამ ასა­კობ­რივ ჯგუ­ფად (2008-2012წწ) იას­პა­რე­ზეს. გი­გან­ტუ­რი სლა­ლო­მის და სლა­ლო­მის პრი­ზი­ო­რე­ბი გახ­დნენ თბი­ლი­სის, გუ­და­უ­რის, ბა­კუ­რი­ა­ნის, მეს­ტი­ის, აჭა­რი­სა და "სკი ჰა­უ­სის“ გუნ­დის წევ­რე­ბი.

უკვე მე­ო­რე წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს თასე­ბის მას­პინ­ძლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი არი­ან. ამ მხარ­და­ჭე­რით მნიშ­ვნე­ლო­ვან ტრა­დი­ცი­ას ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი, რაც მთის სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

რე­გი­ო­ნუ­ლი თა­სის ეტა­პე­ბი 1-2 თე­ბერ­ვალს ბა­კუ­რი­ან­ში, 22-23 თე­ბერ­ვალს გო­დერ­ძი­ზე გაგ­რძელ­დე­ბა და გუ­და­ურ­ში, 15-16 მარტს დას­რულ­დე­ბა. ის სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ეტა­პებ­ზე შე­სა­ბა­მის რე­ი­ტინ­გულ ქუ­ლებს და­აგ­რო­ვე­ბენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში. ჩემ­პი­ო­ნა­ტი გუ­და­ურ­ში, 4-7 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, „ემ თი ეი“ -ს თა­ნა­ორ­გა­ნი­ზე­ბით და კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ზამ­თრის სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის და მთის პო­ტენ­ცი­ა­ლის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა უფრო მე­ტად მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც ბა­კუ­რი­ან­ში, 2023 წელს, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ტარ­და, რომ­ლის წარმდგე­ნი სილ­ქნე­ტი იყო. კომ­პა­ნია მე­ო­რე ათე­უ­ლი წე­ლია სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია და და­არ­სე­ბის დღი­დან უჭერს მხარს სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას.

წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა FIS-ის კა­ლენ­დარ­ში შვე­ი­ცა­რი­ის, საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის, ნორ­ვე­გი­ის, აშშ-ის, კა­ნა­დის გვერ­დით იკა­ვებს ად­გილს. სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე უკვე ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ამ სე­ზონ­ზე, FIS-ის ეგი­დით, უკვე გა­ი­მარ­თა მსოფ­ლიო თა­სის ეტა­პე­ბი ფრის­ტა­ილ­ში, მო­გუ­ლი­სა და დუალ მო­გუ­ლის დის­ციპ­ლი­ნებ­ში. სკი კრო­სის და სნო­უ­ბორდ კრო­სის ეტა­პებს კი გუ­და­უ­რი უმას­პინ­ძლებს. ასე­ვე, 2025 წლის 9-16 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პის ზამ­თრის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი (EYOF) ჩა­ტარ­დე­ბა, რო­მელ­საც ბა­კუ­რი­ა­ნი, ბა­თუ­მი და თბი­ლი­სი უმას­პინ­ძლე­ბენ. ფეს­ტი­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხი­ლა­მუ­რე­თა ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სამთო კურორტებზე საქართველოს თასის ეტაპები ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს

სამთო კურორტებზე საქართველოს თასის ეტაპები ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს

სპორტული ღონისძიებებით დატვირთული ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. მესტიაში, ზურულდის ტრასაზე 2025 წლის საქართველოს თასის რეგიონული ეტაპი ჩატარდა. ტურნირი მესტიის მერიის მასპინძლობით, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და „ემ თი ეი“ -ს თანაორგანიზებით და სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართა.

მოთხილამურეებმა ტრადიციულად სამ ასაკობრივ ჯგუფად (2008-2012წწ) იასპარეზეს. გიგანტური სლალომის და სლალომის პრიზიორები გახდნენ თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრები.

უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს თასების მასპინძლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან. ამ მხარდაჭერით მნიშვნელოვან ტრადიციას ეყრება საფუძველი, რაც მთის სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებას უწყობს ხელს.

რეგიონული თასის ეტაპები 1-2 თებერვალს ბაკურიანში, 22-23 თებერვალს გოდერძიზე გაგრძელდება და გუდაურში, 15-16 მარტს დასრულდება. ის სპორტსმენები, რომლებიც ამ ეტაპებზე შესაბამის რეიტინგულ ქულებს დააგროვებენ, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატში. ჩემპიონატი გუდაურში, 4-7 აპრილს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, „ემ თი ეი“ -ს თანაორგანიზებით და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება.

საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების და მთის პოტენციალის სწორად გამოყენების პერსპექტივა უფრო მეტად მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაკურიანში, 2023 წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომლის წარმდგენი სილქნეტი იყო. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას.

წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა FIS-ის კალენდარში შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის გვერდით იკავებს ადგილს. საქართველოს კურორტებზე უკვე ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებები. ამ სეზონზე, FIS-ის ეგიდით, უკვე გაიმართა მსოფლიო თასის ეტაპები ფრისტაილში, მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში. სკი კროსის და სნოუბორდ კროსის ეტაპებს კი გუდაური უმასპინძლებს. ასევე, 2025 წლის 9-16 თებერვალს, საქართველოში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (EYOF) ჩატარდება, რომელსაც ბაკურიანი, ბათუმი და თბილისი უმასპინძლებენ. ფესტივალში საქართველოს მოთხილამურეთა ოლიმპიური ნაკრები მონაწილეობს.

R