მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთის ძალის დემონსტრირება - როგორ მუშაობს ჩინური ჩათბოტი, DeepSeek AI, რომლის გამოჩენამაც ამერიკის ტექნოლოგიური ინდუსტრია "შეარყია"?
ჩინეთის ძალის დემონსტრირება - როგორ მუშაობს ჩინური ჩათბოტი, DeepSeek AI, რომლის გამოჩენამაც ამერიკის ტექნოლოგიური ინდუსტრია "შეარყია"?

სიჩ­ქა­რე, რომ­ლი­თაც ახალ­მა ჩი­ნურ­მა AI აპ­ლი­კა­ცი­ამ, DeepSeek-მა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­დუსტრია, ბაზ­რე­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის (AI) სფე­რო­ში ამე­რი­კის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის გან­ცდა შე­არ­ყია, შთამ­ბეჭ­და­ვია.

"DeepSeek-R1 არის AI-ში სპუტ­ნი­კის მო­მენ­ტი," - თქვა ბიზ­ნეს­მენ­მა მარკ ან­დრი­სენ­მა და მი­უ­თი­თებ­და თა­ნამ­გზავრზე, რო­მელ­მაც "კოს­მო­სუ­რი კონ­კუ­რენ­ცია" და­ი­წყო.

  • DeepSeek არის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, რომ­ლის ქცე­ვა ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ჩათ­ბო­ტი­სას ჰგავს, თუმ­ცა მეტი “სა­უბ­რის­კე­ნაა” მიდ­რე­კი­ლი.

OpenAI-ის ChatGPT-ის ან Google-ის Gemini-ს მსგავ­სად, თქვენ ხსნით აპ­ლი­კა­ცი­ას (ან ვებ­სა­იტს) და უს­ვამთ მას კი­თხვებს ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე, ის კი შე­სა­ბა­მის პა­სუ­ხებს გცემთ.

DeepSeek გრძელ პა­სუ­ხებს იძ­ლე­ვა და სა­კუ­თარ აზრს არ გა­მო­ხა­ტავს, რამ­დე­ნა­დაც არ უნდა სთხო­ვოთ ამის გა­კე­თე­ბა.

ჩათ­ბო­ტი ხში­რად პა­სუ­ხის გა­ცე­მას იმა­ზე ხაზ­გას­მით იწყებს, რომ თემა "მე­ტად სუ­ბი­ექ­ტუ­რია" - იქ­ნე­ბა ეს პო­ლი­ტი­კა (“არის თუ არა დო­ნალდ ტრამ­პი კარ­გი პრე­ზი­დენ­ტი?”) თუ გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი (“რო­მე­ლია უფრო გემ­რი­ე­ლი, პეპ­სი თუ კოკა-კოლა?”).

  • მას არც იმის თქმა “სურს”, არის თუ არა უკე­თე­სი, ვიდ­რე OpenAI-ის ChatGPT, მაგ­რამ ორი­ვეს და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს გა­ნი­ხი­ლავს - ChatGPT ზუს­ტად იმა­ვეს აკე­თებს და მსგავს ენას იყე­ნებს.

DeepSeek ამ­ბობს, რომ ის 2023 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით არის "გაწ­ვრთნი­ლი". აპ­ლი­კა­ცი­ას, რო­გორც ჩანს, მიმ­დი­ნა­რე ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზეც აქვს წვდო­მა, რო­გო­რი­ცაა დღე­ვან­დე­ლი თა­რი­ღი, თუმ­ცა ვებ­სა­ი­ტის ვერ­სი­ას ეს არ შე­უძ­ლია.

ის პა­სუ­ხებს სწრა­ფად სცემს, მაგ­რამ ამ­ჟა­მად შე­ნე­ლე­ბუ­ლია, რად­გან ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და მის გა­მოც­დას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად ცდი­ლობს.

მაგ­რამ არის ერთი სფე­რო, რო­მელ­შიც ის არაფ­რით ჰგავს თა­ვის ამე­რი­კელ მე­ტო­ქეს - DeepSeek სა­კუ­თარ თავს ცენ­ზუ­რას უწე­სებს, რო­დე­საც საქ­მე ჩი­ნეთ­ში აკ­რძა­ლულ თე­მებ­ზე კი­თხვებს ეხე­ბა.

“მოდი, სხვა რა­მე­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ”. - წერს ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი.

Apple-ის აშშ-ის App Store-ში უქ­მე­ებ­ზე სწო­რედ DeepSeek-ი იყო ის უფა­სო აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა გად­მო­წე­რა. ორ­შა­ბა­თის­თვის, ახალ­მა AI ჩათ­ბოტ­მა ამ სექ­ტორ­ში ამე­რი­კის ლი­დე­რო­ბა­ზე კი­თხვის ნიშ­ნე­ბი გა­ა­ჩი­ნა.

  • AI ჩი­პე­ბის დი­ზა­ი­ნე­რი­სა და Wall Street-ის ახა­ლი ფა­ვო­რი­ტის, Nvidia-ს აქ­ცი­ე­ბის ფასი ორ­შა­ბათს, აშშ-ის ბაზ­რე­ბის და­ხურ­ვის დრო­ის­თვის 17%-ით და­ე­ცა. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, კომ­პა­ნი­ამ თით­ქმის 600 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­კარ­გა, რაც Bloomberg-ის თა­ნახ­მად, აშშ-ს სა­ფონ­დო ბაზ­რის ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი ვარ­დნაა.

BBC-ის რე­პორ­ტი­ო­რის ცნო­ბით, სა­ნამ ეს დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბო­და, სი­ჩუ­მე იყო ჩა­მო­ვარ­დნი­ლი იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვინც, ჩვე­უ­ლებ­რივ, მზად არი­ან ასეთ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ. ბევ­რი დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, ინ­ვეს­ტო­რი და ანა­ლი­ტი­კო­სი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ჩან­და.

ზო­გი­ერ­თმა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც მათ DeepSeek აწ­ვდი­და.

"ჩათ­ბო­ტი გა­საკ­ვი­რად კარ­გია, რაც უბ­რა­ლოდ, რთულს ხდის მისი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის და­ჯე­რე­ბას", - ამ­ბობს ანა­ლი­ტი­კო­სი, ჯონ მენსტე­რი.

  • მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მისი სი­ტყვე­ბით, DeepSeek-ის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­მო­ჩე­ნა ჩი­ნე­თის მხრი­დან "ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა" და "შავი ლა­ქაა აშშ-ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­დუსტრი­ის­თვის".

აშშ-მ შე­იძ­ლე­ბა კვლავ გა­აგ­რძე­ლოს სექ­ტორ­ზე კონ­ტრო­ლი, მაგ­რამ არ­სე­ბობს გან­ცდა, რომ DeepSeek-მა ამე­რი­კე­ლე­ბის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა შე­არ­ყია.

დო­ნალდ ტრამპმა ბა­ზარ­ზე DeepSeek-ის გა­მო­ჩე­ნას "გა­მო­ფხიზ­ლე­ბის ზარი" უწო­და ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­დუსტრი­ის­თვის.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩინეთის ძალის დემონსტრირება - როგორ მუშაობს ჩინური ჩათბოტი, DeepSeek AI, რომლის გამოჩენამაც ამერიკის ტექნოლოგიური ინდუსტრია "შეარყია"?

ჩინეთის ძალის დემონსტრირება - როგორ მუშაობს ჩინური ჩათბოტი, DeepSeek AI, რომლის გამოჩენამაც ამერიკის ტექნოლოგიური ინდუსტრია "შეარყია"?

სიჩქარე, რომლითაც ახალმა ჩინურმა AI აპლიკაციამ, DeepSeek-მა ტექნოლოგიური ინდუსტრია, ბაზრები და ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში ამერიკის თავდაჯერებული უპირატესობის განცდა შეარყია, შთამბეჭდავია.

"DeepSeek-R1 არის AI-ში სპუტნიკის მომენტი," - თქვა ბიზნესმენმა მარკ ანდრისენმა და მიუთითებდა თანამგზავრზე, რომელმაც "კოსმოსური კონკურენცია" დაიწყო.

  • DeepSeek არის ხელოვნური ინტელექტი, რომლის ქცევა ნებისმიერი სხვა ჩათბოტისას ჰგავს, თუმცა მეტი “საუბრისკენაა” მიდრეკილი.

OpenAI-ის ChatGPT-ის ან Google-ის Gemini-ს მსგავსად, თქვენ ხსნით აპლიკაციას (ან ვებსაიტს) და უსვამთ მას კითხვებს ნებისმიერ საკითხზე, ის კი შესაბამის პასუხებს გცემთ.

DeepSeek გრძელ პასუხებს იძლევა და საკუთარ აზრს არ გამოხატავს, რამდენადაც არ უნდა სთხოვოთ ამის გაკეთება.

ჩათბოტი ხშირად პასუხის გაცემას იმაზე ხაზგასმით იწყებს, რომ თემა "მეტად სუბიექტურია" - იქნება ეს პოლიტიკა (“არის თუ არა დონალდ ტრამპი კარგი პრეზიდენტი?”) თუ გაზიანი სასმელები (“რომელია უფრო გემრიელი, პეპსი თუ კოკა-კოლა?”).

  • მას არც იმის თქმა “სურს”, არის თუ არა უკეთესი, ვიდრე OpenAI-ის ChatGPT, მაგრამ ორივეს დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს - ChatGPT ზუსტად იმავეს აკეთებს და მსგავს ენას იყენებს.

DeepSeek ამბობს, რომ ის 2023 წლის ოქტომბრამდე არსებული მონაცემების მიხედვით არის "გაწვრთნილი". აპლიკაციას, როგორც ჩანს, მიმდინარე ინფორმაციაზეც აქვს წვდომა, როგორიცაა დღევანდელი თარიღი, თუმცა ვებსაიტის ვერსიას ეს არ შეუძლია.

ის პასუხებს სწრაფად სცემს, მაგრამ ამჟამად შენელებულია, რადგან ვირუსულად გავრცელდა და მის გამოცდას უამრავი ადამიანი ერთდროულად ცდილობს.

მაგრამ არის ერთი სფერო, რომელშიც ის არაფრით ჰგავს თავის ამერიკელ მეტოქეს - DeepSeek საკუთარ თავს ცენზურას უწესებს, როდესაც საქმე ჩინეთში აკრძალულ თემებზე კითხვებს ეხება.

“მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ”. - წერს ასეთ შემთხვევებში ხელოვნური ინტელექტი.

Apple-ის აშშ-ის App Store-ში უქმეებზე სწორედ DeepSeek-ი იყო ის უფასო აპლიკაცია, რომელიც ყველაზე მეტმა ადამიანმა გადმოწერა. ორშაბათისთვის, ახალმა AI ჩათბოტმა ამ სექტორში ამერიკის ლიდერობაზე კითხვის ნიშნები გააჩინა.

  • AI ჩიპების დიზაინერისა და Wall Street-ის ახალი ფავორიტის, Nvidia-ს აქციების ფასი ორშაბათს, აშშ-ის ბაზრების დახურვის დროისთვის 17%-ით დაეცა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომპანიამ თითქმის 600 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულება დაკარგა, რაც Bloomberg-ის თანახმად, აშშ-ს საფონდო ბაზრის ისტორიაში უდიდესი ვარდნაა.

BBC-ის რეპორტიორის ცნობით, სანამ ეს დრამატული მოვლენები ვითარდებოდა, სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი იმ ადამიანებს შორის, ვინც, ჩვეულებრივ, მზად არიან ასეთ თემებზე სასაუბროდ. ბევრი დამკვირვებელი, ინვესტორი და ანალიტიკოსი გაოგნებული ჩანდა.

ზოგიერთმა ეჭვქვეშ დააყენა ინფორმაცია, რომელსაც მათ DeepSeek აწვდიდა.

"ჩათბოტი გასაკვირად კარგია, რაც უბრალოდ, რთულს ხდის მისი ინფორმაციების დაჯერებას", - ამბობს ანალიტიკოსი, ჯონ მენსტერი.

  • მიუხედავად ამისა, მისი სიტყვებით, DeepSeek-ის მოულოდნელი გამოჩენა ჩინეთის მხრიდან "ძალის დემონსტრირება" და "შავი ლაქაა აშშ-ის ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის".

აშშ-მ შეიძლება კვლავ გააგრძელოს სექტორზე კონტროლი, მაგრამ არსებობს განცდა, რომ DeepSeek-მა ამერიკელების თავდაჯერებულობა შეარყია.

დონალდ ტრამპმა ბაზარზე DeepSeek-ის გამოჩენას "გამოფხიზლების ზარი" უწოდა ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის.

წყარო