კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიგრანტების "განკითხვის დღე" - რას გულისხმობს დაჩქარებული დეპორტაცია და რა უნდა იცოდნენ აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებმა ქართველებმა?
მიგრანტების "განკითხვის დღე" - რას გულისხმობს დაჩქარებული დეპორტაცია და რა უნდა იცოდნენ აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებმა  ქართველებმა?

აშშ-ში არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი "გან­კი­თხვის დღე" დგას. დე­პორ­ტა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში არ წყდე­ბა ფე­დე­რა­ლუ­რი აგენ­ტე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი მიგ­რან­ტე­ბის ნა­კა­დი, მათი დიდი ნა­წი­ლი სამ­ხრეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან არის, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ და არა­ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს დამ­შვი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ რიგი ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე შეს­რულ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სე­ბი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბით და ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­აბ­რუ­ნეს იმ ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც იყ­ვნენ. მათი ნა­წი­ლი ლა­პა­რა­კობს ამე­რი­კე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან დე­პორ­ტა­ცი­ი­სას უხეშ და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ მო­პყრო­ბა­ზე.

ყვე­ლა­ფე­რი კი და­ი­წყო პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, რო­დე­საც მან გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც 21 იან­ვარს ამოქ­მედ­და რე­გუ­ლა­ცია აშშ-შ მყო­ფი არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი დე­პორ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ.

გარ­და იმი­სა, რომ გა­უქ­მდა მთე­ლი რიგი პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც არა­ლე­გა­ლებს ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­და, ამოქ­მედ­და ერ­თგვა­რი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. ICE (იმიგ­რა­ცია და სა­ბა­ჟო აღ­სრუ­ლე­ბა) პო­ლი­ცია, ფე­დე­რა­ლურ აგენ­ტებ­თან ერ­თად შტა­ტებ­ში მყოფ მიგ­რან­ტებს მა­სობ­რი­ვად აკა­ვებს და მათ უკან სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბით აბ­რუ­ნე­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან დღემ­დე, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 2 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. ასო­ბით მიგ­რან­ტი უკვე გა­ა­ძე­ვეს ქვეყ­ნი­დან. სა­ზღვრებ­თან მი­სულ ჯგუ­ფებს კი ად­გილ­ზე აკა­ვე­ბენ ან უკან აბ­რუ­ნე­ბენ.

მიგ­რან­ტებს სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვით უკან აბ­რუ­ნე­ბენ

რო­გორც CNN წერს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პრო­ცე­სის, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, ფე­დე­რა­ლურ აგენ­ტებს უბ­რძა­ნეს, მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლი ჰქონ­დეთ სამ­ხრე კა­მე­რე­ბი.

  • “თეთ­რი სახ­ლის“ მიერ, მიგ­რან­ტე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ახა­ლი წე­სე­ბი მო­ი­ცავს:

  1. ლტოლ­ვილ­თა გან­სახ­ლე­ბის და­პა­უ­ზე­ბას გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით
  2. მიგ­რან­ტთა პრო­ტო­კო­ლე­ბის (MPP) აღ­დგე­ნა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია ქვე­სა­ხე­ლით - “დარ­ჩი მექ­სი­კა­ში“ (Remain in Mexico). სა­ზღვრის კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის პერ­სო­ნა­ლის სამ­ხრეთ სა­ზღვარ­ზე გან­ლა­გე­ბას.
  3. ცვლი­ლე­ბებს ში­ნა­გან საქ­მე­თა აღ­სრუ­ლე­ბა­ში - გა­ფარ­თოვ­და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი დე­პორ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ
  4. არის მცდე­ლო­ბა, შე­ჩერ­დეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­ბა­დე­ბით მო­პო­ვე­ბა, თუმ­ცა ამის თა­ო­ბა­ზე ტრამ­პის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბა, სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ჩერ­და. ვრცლად იხი­ლეთ ბმულ­ზე

რა არის და რო­გორ მუ­შა­ობს პროგ­რა­მა Remain in Mexico ("დარ­ჩი მექ­სი­კა­ში") - ამის შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბებს აშშ-ში მცხოვ­რე­ბი პა­რა­ლე­გა­ლი გი­ორ­გი ხა­ტი­აშ­ვი­ლი აკე­თებს.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 20 იან­ვარს ტრამპმა გა­ა­ჩე­რა cbp one პროგ­რა­მა და ამოქ­მედ­და პროგ­რა­მა Remain in Mexico. თუ cbp-ის დროს ნიშ­ნავ­დით შეხ­ვედ­რას ოფი­ცერ­თან, ბარ­დე­ბო­დით, გა­დი­ო­დით ინ­ტერ­ვი­უს, რის შემ­დე­გაც ან გიშ­ვებ­დნენ, ან გა­დაჰ­ყავ­დით ცი­ხე­ზე და სა­სა­მარ­თლოს ცი­ხე­ში ელო­დე­ბო­დით, ახლა ასე აღარ იქ­ნე­ბა - ყვე­ლა­ფერს და­ე­ლო­დე­ბით მექ­სი­კა­ში", - გან­მარ­ტავს გი­ორ­გი ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

  • ნა­ხეთ მისი გან­მარ­ტე­ბა ვი­დე­ო­ში

00:00 / 00:00

  • რას წე­რენ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი?

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, აშშ-ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი წე­რენ, ქვე­ყა­ნა­ში პა­ნი­კაა. რამ­დე­ნი­მემ სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ი­ნა­ხა, თუ რო­გორ გა­მოჰ­ყავთ სახ­ლე­ბი­დან სხვა ქვეყ­ნის მიგ­რან­ტე­ბი და დე­პორ­ტა­ცი­ის პუნ­ქტებ­ში გა­დაჰ­ყავთ.

თუმ­ცა, უმ­რავ­ლე­სო­ბა ერ­თმა­ნეთს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დებს. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­წე­რა. მათი თქმით, პო­ლი­ცი­ამ შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით გა­ა­ჩე­რა.

“რაც ხდე­ბა ბოლო 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­პო­ლი­ციო გა­და­მოწ­მე­ბა რო­გორც ყვე­ლა და­ნარ­ჩენ ქვე­ყა­ნა­ში, აქაც ანა­ლო­გი­უ­რად არის. გა­მა­ჩე­რეს 3-ჯერ, მხო­ლოდ სა­ბუ­თე­ბი მო­ი­თხო­ვეს, ისე, რომ არც გა­და­უ­მოწ­მე­ბი­ათ ნორ­მა­ლუ­რად. სა­პო­ლი­ციო რე­ი­დი სხვაა, Ice რე­ი­დი - სხვა. ხე­ლოვ­ნუ­რად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აპა­ნი­კე­ბენ ხალ­ხს ისევ ქარ­თვე­ლე­ბი! არ აჰ­ყვეთ პა­ნი­კას, მშვი­დად. წყნა­რად შე­ხე­დეთ რე­ა­ლო­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტ­რო­ში რომ ჩა­დი­ხარ, იქაც არის ხოლ­მე სა­პო­ლი­ციო რე­ი­დი სა­ბუ­თებს ითხო­ვენ და ამე­რი­კა­ში რომ გა­გა­ჩე­რონ, აქ პრობ­ლე­მა რა­შია? ან სა­ნერ­ვი­უ­ლო რაა? ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ბუ­თიც რომ ანა­ხოთ, სა­დაც მო­ნა­ცე­მე­ბი ჩანს თქვე­ნი, საკ­მა­რი­სია... წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლას,“ - წერს შტა­ტებ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი.

ასე­ვე ვრცელ­დე­ბა და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ქარ­თველ დედა-შვი­ლი გა­მო­ა­ძე­ვეს. AMBEBI.GE აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­და­მოწ­მე­ბას ცდი­ლობს.

  • რჩე­ვე­ბი იუ­რის­ტე­ბის­გან

“ძა­ლი­ან ცუდი რე­გუ­ლა­ცი­აა, ფრთხი­ლად იყა­ვით, იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს ნე­ბის­მი­ერს. არ აჰ­ყვეთ პა­ნი­კას, იყა­ვით მშვი­დად და ძა­ლი­ან აკუ­რა­ტუ­ლად შე­ხე­დეთ ამ სა­კითხს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი რჩე­ვე­ბი,“ - აღ­ნიშ­ნავს აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი იუ­რის­ტი ანა აბა­ში­ძე.

ანა აბა­ში­ძე

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ჭი­როა დე­ტა­ლე­ბის ცოდ­ნა.

"ძა­ლა­ში შე­ვი­და ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია. ახალ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­ა­წე­რა ხელი და პო­ლი­ცი­ე­ლებს მის­ცა უფ­ლე­ბა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­კა­ვე­ბის და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი დე­პორ­ტა­ცი­ის, რომ­ლე­ბიც 2 წელ­ზე ნაკ­ლე­ბია ამ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან“, - აღ­ნიშ­ნავს თა­ვის ვი­დე­ო­ში ანა აბა­ში­ძე.

00:00 / 00:00

- ეხე­ბა თუ არა ახა­ლი რე­გუ­ლა­ცია ისეთ შემ­თხვე­ვებს, რომ­ლე­ბიც სა­სა­მარ­თლო წარ­მო­ე­ბა­შია და პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­შია?

- კი, ეს შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს ზუს­ტად ასეთ შემ­თხვე­ვებ­საც, რო­დე­საც ადა­მი­ანს გაგ­ზავ­ნი­ლი აქვს სა­ბუ­თე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში, სა­ე­მიგ­რა­ცი­ო­ში და წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს".

- რა უნდა იცო­დეს არა­ლე­გალ­მა, ანუ რისი უფ­ლე­ბა აქვს, თუ ICE-ის ფე­დე­რა­ლუ­რი პო­ლი­ცია შე­ა­მოწ­მებს?

- მო­აგ­რო­ვეთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია, სა­ბუ­თი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ თქვენ ამ ქვე­ყა­ნა­ში 2 წელ­ზე მე­ტია იმ­ყო­ფე­ბით. მა­გა­ლი­თად: სა­მუ­შაო უფ­ლე­ბა, თქვენს სა­ხელ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლე­ბი, სა­დაც თა­რი­ღი ჩანს. სკო­ლა­ში თქვე­ნი შვი­ლის ჩა­რი­ცხვის თა­რი­ღი, ცნო­ბა თვე­ნი დამ­საქ­მებ­ლის­გან, რო­მე­ლი წლი­დან მუ­შა­ობთ მას­თან. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ბუ­თი, რაც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ თქვენ ქვე­ყა­ნა­ში უკვე 2 წელ­ზე მე­ტია, რაც ხართ.

გაქვთ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა, ასე­ვე უფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოთ ად­ვო­კა­ტი და ხელი არა­ფერს მო­ა­წე­როთ, ვიდ­რე ზუს­ტად არ გე­ცო­დი­ნე­ბათ შიგ­ნით რა წე­რია.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ აქვთ სახ­ლში შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა, თუ არ აქვთ სა­სა­მარ­თლოს ორ­დე­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ჯო­ბია რომ თქვე­ნი ნე­ბით სახ­ლში არ შე­მო­უშ­ვათ. შე­გიძ­ლი­ათ, არ გა­ა­ღოთ კარი და ორ­დე­რი წა­ი­კი­თხოთ ფან­ჯრი­დან. იქ გარ­კვე­ვით უნდა ეწე­როს თქვე­ნი მი­სა­მარ­თი, სა­ხე­ლი და გვა­რი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის, Immigration And Info-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ად­ვო­კა­ტი სო­ფია ჰა­ჩინ­სო­ნი, რო­მე­ლიც 20 წელ­ზე მე­ტია მიგ­რან­ტებს სა­მარ­თლებ­რივ დახ­მა­რე­ბას უწევს, აქ­ტუ­ა­ლურ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს და დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტავს ახა­ლი ბრძა­ნე­ბე­ბის ში­ნა­არსს.

00:00 / 00:00

  • რა შემ­თხვე­ვა­ში გე­მუქ­რე­ბათ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი დე­პორ­ტა­ცია?

“რაც შე­ე­ხე­ბა დაჩ­ქა­რე­ბულ დე­პორ­ტა­ცი­ას, თუ თქვენ ქვე­ყა­ნა­ში ხართ უსა­ბუ­თოდ, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს შე­ე­ხე­ბა მათ, ვინც “უპა­რო­ლოდ“ არის შე­მო­სუ­ლი და არ აქვთ ინ­სპექ­ცია გავ­ლი­ლი; თუ თქვენ ვერ წარ­მო­ად­გენთ და­მამ­ტკი­ცე­ბელ სა­ბუ­თებს იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ხართ 2 წლის ან მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში გე­ლო­დე­ბათ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი დე­პორ­ტა­ცია.

რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლი გა­გა­ჩე­რებთ, არ წარ­მო­ად­გი­ნოთ ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი, იმი­ტომ, რომ ეს არის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი იმი­სა, რომ თქვენ ხართ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე", - გან­მარ­ტავს ად­ვო­კა­ტი.

00:00 / 00:00

“ამ მო­მენ­ტის­თვის სრუ­ლი­ად აკ­რძა­ლუ­ლია თავ­შე­საფ­რე­ბის მო­თხოვ­ნა. არ მო­ტყუვ­დეთ და არ და­უ­ჯე­როთ, თუ ვინ­მემ გი­თხრათ, რომ შე­იძ­ლე­ბა წა­მოს­ვლა! ამ ეტაპ­ზე ეს არ გა­ა­კე­თოთ!

ეს არის დრო­ე­ბი­თი, ვიდ­რე, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა თქვა -“შე­მო­სე­ვა“ არ მო­ექ­ცე­ვა კონ­ტრო­ლის ქვეშ. შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს ამ კა­ნო­ნე­ბის “მოშ­ვე­ბა“. ამ ეტაპ­ზე არა­ვის და­უ­ჯე­როთ, ვინც გე­ტყვით -“შე­მო­დი მექ­სი­კა­შიო და ა.შ.“ ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით,“ - აღ­ნიშ­ნავს სო­ფია ჰა­ჩინ­სო­ნი.

Pew Research Center-ის უახ­ლე­სი შე­ფა­სე­ბით, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­ო­ნი არა­ლე­გა­ლუ­რი იმიგ­რან­ტი ცხოვ­რობს. დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კა­ვე­ბე­ბი­სა და დე­პორ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს ყო­ველ­დღი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს.

  • შე­გახ­სე­ნებთ, “თეთრ სახ­ლში“ დაბ­რუ­ნე­ბის დღეს დო­ნალდ ტრამპმა მიზ­ნად და­ი­სა­ხა "მიგ­რან­ტე­ბის შეჭ­რის" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. მან გა­მო­ა­ცხა­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა აშშ-მექ­სი­კის სა­ზღვარ­ზე და სამ­ხედ­რო­ებს უბ­რძა­ნა სა­ზღვრის "და­კეტ­ვა".

მა­ნამ­დე ტრამპმა და­პი­რე­ბა გას­ცა, რომ თეთრ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყებ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მა­სობ­რივ დე­პორ­ტა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც აშშ-ში არა­ლე­გა­ლუ­რად შე­ვიდ­ნენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

მიგრანტების "განკითხვის დღე" - რას გულისხმობს დაჩქარებული დეპორტაცია და რა უნდა იცოდნენ აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებმა ქართველებმა?

მიგრანტების "განკითხვის დღე" - რას გულისხმობს დაჩქარებული დეპორტაცია და რა უნდა იცოდნენ აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებმა  ქართველებმა?

აშშ-ში არალეგალი მიგრანტებისთვის ნამდვილი "განკითხვის დღე" დგას. დეპორტაციის ცენტრებში არ წყდება ფედერალური აგენტების მიერ დაკავებული მიგრანტების ნაკადი, მათი დიდი ნაწილი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან არის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასულ და არალეგალურად მცხოვრებ ადამიანებს დამშვიდების საშუალება აქვთ. უკვე ცნობილია, რომ რიგი ქვეყნების მიმართულებით უკვე შესრულდა სპეციალური რეისები სამხედრო თვითმფრინავებით და ასობით ადამიანი დააბრუნეს იმ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც იყვნენ. მათი ნაწილი ლაპარაკობს ამერიკელი სამართალდამცავების მხრიდან დეპორტაციისას უხეშ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე.

ყველაფერი კი დაიწყო პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, როდესაც მან გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც 21 იანვარს ამოქმედდა რეგულაცია აშშ-შ მყოფი არალეგალი მიგრანტების დაჩქარებული დეპორტაციის შესახებ.

გარდა იმისა, რომ გაუქმდა მთელი რიგი პროგრამები, რომელიც არალეგალებს ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევდა, ამოქმედდა ერთგვარი საგანგებო მდგომარეობა. ICE (იმიგრაცია და საბაჟო აღსრულება) პოლიცია, ფედერალურ აგენტებთან ერთად შტატებში მყოფ მიგრანტებს მასობრივად აკავებს და მათ უკან სამხედრო თვითმფრინავებით აბრუნებენ.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით 2 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ასობით მიგრანტი უკვე გააძევეს ქვეყნიდან. საზღვრებთან მისულ ჯგუფებს კი ადგილზე აკავებენ ან უკან აბრუნებენ.

მიგრანტებს სამხედრო თვითმფრინავით უკან აბრუნებენ

როგორც CNN წერს, იმის გათვალისწინებით, რომ პროცესის, სავარაუდოდ, უფრო გააქტიურდება, ფედერალურ აგენტებს უბრძანეს, მუდმივად ჩართული ჰქონდეთ სამხრე კამერები.

  • “თეთრი სახლის“ მიერ, მიგრანტებისთვის დაწესებული ახალი წესები მოიცავს:

  1. ლტოლვილთა განსახლების დაპაუზებას განუსაზღვრელი ვადით
  2. მიგრანტთა პროტოკოლების (MPP) აღდგენა, რომელიც ცნობილია ქვესახელით - “დარჩი მექსიკაში“ (Remain in Mexico). საზღვრის კედლის მშენებლობის გაგრძელებას და შესაბამისი ორგანოების პერსონალის სამხრეთ საზღვარზე განლაგებას.
  3. ცვლილებებს შინაგან საქმეთა აღსრულებაში - გაფართოვდა პრიორიტეტები დეპორტაციის შესახებ
  4. არის მცდელობა, შეჩერდეს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება, თუმცა ამის თაობაზე ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანება, სასამართლოს მიერ შეჩერდა. ვრცლად იხილეთ ბმულზე

რა არის და როგორ მუშაობს პროგრამა Remain in Mexico ("დარჩი მექსიკაში") - ამის შესახებ განმარტებებს აშშ-ში მცხოვრები პარალეგალი გიორგი ხატიაშვილი აკეთებს.

“მოგეხსენებათ, 20 იანვარს ტრამპმა გააჩერა cbp one პროგრამა და ამოქმედდა პროგრამა Remain in Mexico. თუ cbp-ის დროს ნიშნავდით შეხვედრას ოფიცერთან, ბარდებოდით, გადიოდით ინტერვიუს, რის შემდეგაც ან გიშვებდნენ, ან გადაჰყავდით ციხეზე და სასამართლოს ციხეში ელოდებოდით, ახლა ასე აღარ იქნება - ყველაფერს დაელოდებით მექსიკაში", - განმარტავს გიორგი ხატიაშვილი.

  • ნახეთ მისი განმარტება ვიდეოში

  • რას წერენ ქართველი ემიგრანტები?

როგორც სოციალურ ქსელში, აშშ-ში მყოფი ქართველი ემიგრანტები წერენ, ქვეყანაში პანიკაა. რამდენიმემ საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ გამოჰყავთ სახლებიდან სხვა ქვეყნის მიგრანტები და დეპორტაციის პუნქტებში გადაჰყავთ.

თუმცა, უმრავლესობა ერთმანეთს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. რამდენიმე მათგანმა საკუთარი გამოცდილებაც დაწერა. მათი თქმით, პოლიციამ შემოწმების მიზნით გააჩერა.

“რაც ხდება ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საპოლიციო გადამოწმება როგორც ყველა დანარჩენ ქვეყანაში, აქაც ანალოგიურად არის. გამაჩერეს 3-ჯერ, მხოლოდ საბუთები მოითხოვეს, ისე, რომ არც გადაუმოწმებიათ ნორმალურად. საპოლიციო რეიდი სხვაა, Ice რეიდი - სხვა. ხელოვნურად, მიზანმიმართულად აპანიკებენ ხალხს ისევ ქართველები! არ აჰყვეთ პანიკას, მშვიდად. წყნარად შეხედეთ რეალობას. საქართველოში მეტროში რომ ჩადიხარ, იქაც არის ხოლმე საპოლიციო რეიდი საბუთებს ითხოვენ და ამერიკაში რომ გაგაჩერონ, აქ პრობლემა რაშია? ან სანერვიულო რაა? ელემენტარული საბუთიც რომ ანახოთ, სადაც მონაცემები ჩანს თქვენი, საკმარისია... წარმატებები ყველას,“ - წერს შტატებში მყოფი ქართველი ემიგრანტი.

ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველ დედა-შვილი გამოაძევეს. AMBEBI.GE აღნიშნულის გადამოწმებას ცდილობს.

  • რჩევები იურისტებისგან

“ძალიან ცუდი რეგულაციაა, ფრთხილად იყავით, იმიტომ, რომ შეიძლება შეეხოს ნებისმიერს. არ აჰყვეთ პანიკას, იყავით მშვიდად და ძალიან აკურატულად შეხედეთ ამ საკითხს და გაითვალისწინეთ, გადამოწმებული რჩევები,“ - აღნიშნავს აშშ-ში მცხოვრები ქართველი იურისტი ანა აბაშიძე.

ანა აბაშიძე

როგორც ის განმარტავს, ახალი რეგულაციები არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, თუმცა რეალობის გათვალისწინებით, საჭიროა დეტალების ცოდნა.

"ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია. ახალმა ადმინისტრაციამ მოაწერა ხელი და პოლიციელებს მისცა უფლება, იმ ადამიანების დაკავების და დაჩქარებული დეპორტაციის, რომლებიც 2 წელზე ნაკლებია ამ ქვეყანაში იმყოფებიან“, - აღნიშნავს თავის ვიდეოში ანა აბაშიძე.

- ეხება თუ არა ახალი რეგულაცია ისეთ შემთხვევებს, რომლებიც სასამართლო წარმოებაშია და პასუხის მოლოდინშია?

- კი, ეს შეიძლება შეეხოს ზუსტად ასეთ შემთხვევებსაც, როდესაც ადამიანს გაგზავნილი აქვს საბუთები სასამართლოში, საემიგრაციოში და წარმოების პროცესი მიმდინარეობს".

- რა უნდა იცოდეს არალეგალმა, ანუ რისი უფლება აქვს, თუ ICE-ის ფედერალური პოლიცია შეამოწმებს?

- მოაგროვეთ ყველანაირი ინფორმაცია, საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ამ ქვეყანაში 2 წელზე მეტია იმყოფებით. მაგალითად: სამუშაო უფლება, თქვენს სახელზე არსებული საფოსტო გზავნილები, სადაც თარიღი ჩანს. სკოლაში თქვენი შვილის ჩარიცხვის თარიღი, ცნობა თვენი დამსაქმებლისგან, რომელი წლიდან მუშაობთ მასთან. ნებისმიერი საბუთი, რაც დაადასტურებს, რომ თქვენ ქვეყანაში უკვე 2 წელზე მეტია, რაც ხართ.

გაქვთ დუმილის უფლება, ასევე უფლება მოითხოვოთ ადვოკატი და ხელი არაფერს მოაწეროთ, ვიდრე ზუსტად არ გეცოდინებათ შიგნით რა წერია.

სამართალდამცავებს არ აქვთ სახლში შემოსვლის უფლება, თუ არ აქვთ სასამართლოს ორდერი. შესაბამისად, ჯობია რომ თქვენი ნებით სახლში არ შემოუშვათ. შეგიძლიათ, არ გააღოთ კარი და ორდერი წაიკითხოთ ფანჯრიდან. იქ გარკვევით უნდა ეწეროს თქვენი მისამართი, სახელი და გვარი.

ოფიციალური გვერდის, Immigration And Info-ის დამფუძნებელი და აშშ-ში მცხოვრები ქართველი ადვოკატი სოფია ჰაჩინსონი, რომელიც 20 წელზე მეტია მიგრანტებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს და დეტალურად განმარტავს ახალი ბრძანებების შინაარსს.

  • რა შემთხვევაში გემუქრებათ დაჩქარებული დეპორტაცია?

“რაც შეეხება დაჩქარებულ დეპორტაციას, თუ თქვენ ქვეყანაში ხართ უსაბუთოდ, განსაკუთრებით ეს შეეხება მათ, ვინც “უპაროლოდ“ არის შემოსული და არ აქვთ ინსპექცია გავლილი; თუ თქვენ ვერ წარმოადგენთ დამამტკიცებელ საბუთებს იმისა, რომ ქვეყანაში ხართ 2 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, ამ შემთხვევაში გელოდებათ დაჩქარებული დეპორტაცია.

როდესაც პოლიციელი გაგაჩერებთ, არ წარმოადგინოთ ქართული პასპორტი, იმიტომ, რომ ეს არის დამამტკიცებელი იმისა, რომ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე", - განმარტავს ადვოკატი.

“ამ მომენტისთვის სრულიად აკრძალულია თავშესაფრების მოთხოვნა. არ მოტყუვდეთ და არ დაუჯეროთ, თუ ვინმემ გითხრათ, რომ შეიძლება წამოსვლა! ამ ეტაპზე ეს არ გააკეთოთ!

ეს არის დროებითი, ვიდრე, როგორც პრეზიდენტმა თქვა -“შემოსევა“ არ მოექცევა კონტროლის ქვეშ. შემდეგ შეიძლება დაიწყოს ამ კანონების “მოშვება“. ამ ეტაპზე არავის დაუჯეროთ, ვინც გეტყვით -“შემოდი მექსიკაშიო და ა.შ.“ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით,“ - აღნიშნავს სოფია ჰაჩინსონი.

Pew Research Center-ის უახლესი შეფასებით, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 11 მილიონი არალეგალური იმიგრანტი ცხოვრობს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალურად მყოფი ადამიანების დაკავებებისა და დეპორტაციის შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს.

  • შეგახსენებთ, “თეთრ სახლში“ დაბრუნების დღეს დონალდ ტრამპმა მიზნად დაისახა "მიგრანტების შეჭრის" წინააღმდეგ ბრძოლა. მან გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა აშშ-მექსიკის საზღვარზე და სამხედროებს უბრძანა საზღვრის "დაკეტვა".

მანამდე ტრამპმა დაპირება გასცა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე დაიწყებდა იმ ადამიანების მასობრივ დეპორტაციას, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად შევიდნენ.

იხილეთ ასევე: