პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოკირებული ვარ მზია ამაღლობელის შიმშილობით - შუა ხნის ასაკის ქალი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია, სასტიკი ცემის ფაქტებისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ" - ჰერჩინსკი
"შოკირებული ვარ მზია ამაღლობელის შიმშილობით - შუა ხნის ასაკის ქალი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია, სასტიკი ცემის ფაქტებისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ" - ჰერჩინსკი

ნამ­დვი­ლად შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ ქალ­ბა­ტო­ნი მზი­ას შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცი­ით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

"სის­ხლის სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბე­ბით წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა შუა ხნის ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლია პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა­ში. როცა ხე­დავ, ყვე­ლა ჩვენ­გან­მა ვნა­ხეთ ტე­ლე­ვი­ზი­ით, სას­ტიკ ცე­მას, ვგუ­ლის­ხმობ ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ ქა­ლე­ბის ცე­მას, და ბრა­ლი არა­ვის­თვის წა­უ­ყე­ნე­ბით, ეს უპ­რე­ცე­დენ­ტოა, ამი­ტომ გაგ­რძელ­დე­ბა სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ გან­ხილ­ვა წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, არ­სე­ბო­ბენ წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რომ­ლებ­საც არ სურთ შე­უ­ერ­თდნენ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ერ­თგუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ვეც­დე­ბით, ვი­მუ­შა­ვებთ იმის­თვის, რომ გვქონ­დეს ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა სან­ქცი­ე­ბის და­სა­წე­სებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, ის, რაც ხდე­ბა თბი­ლი­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩებ­ში ბოლო 60 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არ­სე­ბობს ხალ­ხთან სა­უბ­რის ნუ­ლო­ვა­ნი სურ­ვი­ლი, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. სა­ჭი­როა ამ­ჟა­მინ­დე­ლი ღრმა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მო­სავ­ლის გა­მო­ძებ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს და­მა­ტე­ბი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ აქ­ტი­უ­რად ეძე­ბოს ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი, მიმ­დი­ნა­რე და­ში­ნე­ბა, ძა­ლა­დო­ბა, ძა­ლის არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­სად­მი ნდო­ბის ერო­ზია და ქალ­ბა­ტო­ნი მზი­ას საქ­მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბით შუა ხნის ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნის­თვის პო­ლი­ცი­ე­ლის ცე­მის­თვის. გულ­წრფე­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს მალე დას­რულ­დე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნამ­დვი­ლად პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან ძა­ლა­დო­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბის ცე­მა­ზე, მათ შო­რის მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, დი­ას­ჯე­ბი­ან და სა­მარ­თა­ლი აღ­დგე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"შოკირებული ვარ მზია ამაღლობელის შიმშილობით - შუა ხნის ასაკის ქალი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია, სასტიკი ცემის ფაქტებისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ" - ჰერჩინსკი

"შოკირებული ვარ მზია ამაღლობელის შიმშილობით - შუა ხნის ასაკის ქალი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია, სასტიკი ცემის ფაქტებისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ" - ჰერჩინსკი

ნამდვილად შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობის აქციით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

"სისხლის სამართლის ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება შუა ხნის ასაკის ქალბატონი, რომელიც ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში. როცა ხედავ, ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზიით, სასტიკ ცემას, ვგულისხმობ ნიღბიანი ადამიანების მიერ ქალების ცემას, და ბრალი არავისთვის წაუყენებით, ეს უპრეცედენტოა, ამიტომ გაგრძელდება სანქციების შესახებ განხილვა წევრ სახელმწიფოებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ერთსულოვნება, არსებობენ წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ შეუერთდნენ ერთსულოვნებას, მაგრამ ევროკავშირის ხელმძღვანელობის ერთგულების გათვალისწინებით, შევეცდებით, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გვქონდეს ერთსულოვნება, რომელიც საჭიროა სანქციების დასაწესებლად“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ის, რაც ხდება თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ბოლო 60 დღის განმავლობაში აბსოლუტურად მიუღებელია.

"ხელისუფლების მხრიდან არსებობს ხალხთან საუბრის ნულოვანი სურვილი, რაც აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. საჭიროა ამჟამინდელი ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გამოძებნა, ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ აქტიურად ეძებოს ასეთი გამოსავალი, მიმდინარე დაშინება, ძალადობა, ძალის არაპროპორციული გამოყენება, სასამართლო სისტემისადმი ნდობის ეროზია და ქალბატონი მზიას საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუა ხნის ასაკის ქალბატონისთვის პოლიციელის ცემისთვის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება და ადამიანები, რომლებიც ნამდვილად პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე, ადამიანების ცემაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, დიასჯებიან და სამართალი აღდგება“, - აღნიშნა ელჩმა.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"