პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში..." - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე?
"საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში..." - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე?

სა­ქარ­თვე­ლო არის ძა­ლი­ან ღრმა პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში, ორი თვეა ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­დის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მო­თხოვ­ნით, ამ სამ­წუ­ხა­რო სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვა­ლი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უნდა გა­მო­ნა­ხოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირს ნამ­დვი­ლად სურს, სა­ქარ­თვე­ლომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს.

"ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მიგ­ვე­ნი­ჭე­ბი­ნა და ვე­ლო­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს, რომ შე­ერ­თე­ბო­და სხვა კან­დი­დატ ქვეყ­ნებს და უზ­რუნ­ვე­ლე­ყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გამ­ხდა­რი­ყო ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი, მაგ­რამ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი რამ მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუ გა­და­ხე­დავთ ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეს, სი­ტუ­ა­ცია ცუ­დი­დან უა­რე­სო­ბის­კენ არის. ამას ვამ­ბობ, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი, როცა საქ­მე ეხე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ყვე­ლა­ზე და­ბალ ნიშ­ნულ­ზე ვართ. ასე რომ, ქარ­თვე­ლე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, რო­გორ გა­მო­ვიდ­ნენ ამ ღრმა სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან. რა რე­კო­მენ­და­ცი­აც შე­იძ­ლე­ბა გავ­ცე, არის დი­ა­ლო­გი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მელ­საც და­მა­ტე­ბი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი აქვს ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლის გა­მო­ნახ­ვის კუ­თხით, ხალ­ხთან სა­უ­ბა­რი უნდა და­ი­წყოს, არ უგუ­ლე­ბელ­ყოს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩებ­ში დგა­ნან და მო­ი­თხო­ვენ დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევ­რო­პულ მო­მა­ვალს მათ­თვის და მათი შვი­ლე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ შე­იძ­ლე­ბო­და ჩვე­ნი მხრი­დან რე­აქ­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო...

"აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გამ­ძლე­ო­ბით და მათი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­თან და დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან. ვხე­დავთ, რომ ისი­ნი ყო­ველ ღა­მით დგა­ნან აქ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ბევრ ად­გი­ლას ითხო­ვენ რა უკე­თეს მო­მა­ვალს თა­ვი­სი და თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის­თვის. ჩვენ ვდგა­ვართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით, ჩვენ­თვის გა­სა­გე­ბია სწრაფ­ვა უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის, უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნი­სა და ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ამას­თან, ვგმობთ მიმ­დი­ნა­რე და­ში­ნე­ბას, ძა­ლა­დო­ბას, შო­კი­რე­ბუ­ლი ვართ იმით, რომ ადა­მი­ა­ნებს სცე­მენ, ემუქ­რე­ბი­ან, აში­ნე­ბენ, მათ შო­რის მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, მაგ­რამ ასე­ვე რი­გით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ნიღ­ბი­ა­ნე­ბი მის­დე­ვენ და სცე­მენ. შო­კი­რე­ბუ­ლი ვართ და­უს­ჯე­ლო­ბით და იმ ფაქ­ტით, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქუ­ჩებ­ში ორი თვეა ძა­ლა­დო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამის გამო სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის მი­ზა­ნი არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, არა­მედ იმ პი­რე­ბის დას­ჯა იყო, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია რეპ­რე­სი­ებ­ზე, და­ში­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე, მიმ­დი­ნა­რე ძა­ლა­დო­ბა­ზე.

"სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ შე­იძ­ლე­ბო­და ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, სწო­რედ ამი­ტომ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რა თქმა უნდა, რო­გორც ვთქვით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვეა მიმ­დი­ნა­რე­ობს, არ შე­იძ­ლე­ბო­და ჩვე­ნი მხრი­დან რე­აქ­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, გუ­შინ ევ­რო­კავ­შირ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი და­უ­წე­სოს სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბე­ლებს, ასე რომ, ვინც წარ­მო­ად­გენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წევს, ვი­ზა­ზე გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით იმოგ­ზა­უ­რე­ბენ. რო­გორც ვთქვით, ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დას­ჯა, რო­მე­ლიც დგას ქუ­ჩა­ში და ითხოვს დე­მოკ­რა­ტი­ულ ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო დაგ­ვე­სა­ჯა ისი­ნი, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან რეპ­რე­სი­ებ­ზე, და­ში­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე, მიმ­დი­ნა­რე ძა­ლა­დო­ბა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ მი­ვაღ­წი­ეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბე­ლებს მო­უ­წი­ოთ ვი­ზა­ზე გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

ავტორი:

"საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში..." - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე?

"საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში..." - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე?

საქართველო არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, ორი თვეა ხალხი ქუჩაში გამოდის დემოკრატიული, ევროპული მომავლის მოთხოვნით, ამ სამწუხარო სიტუაციიდან გამოსავალი ქართველმა ხალხმა უნდა გამონახოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს ნამდვილად სურს, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა და ველოდებით საქართველოს, რომ შეერთებოდა სხვა კანდიდატ ქვეყნებს და უზრუნველეყო, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ბევრი ნეგატიური რამ მოხდა საქართველოში. თუ გადახედავთ ბოლო რამდენიმე თვეს, სიტუაცია ცუდიდან უარესობისკენ არის. ამას ვამბობ, როგორც ევროკავშირის ელჩი, როცა საქმე ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ. ასე რომ, ქართველების გადასაწყვეტია, როგორ გამოვიდნენ ამ ღრმა სოციალური და პოლიტიკური კრიზისიდან. რა რეკომენდაციაც შეიძლება გავცე, არის დიალოგი. ხელისუფლებამ, რომელსაც დამატებითი პასუხისმგებლობები აქვს ამ სიტუაციიდან გამოსავლის გამონახვის კუთხით, ხალხთან საუბარი უნდა დაიწყოს, არ უგულებელყოს ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დგანან და მოითხოვენ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო...

"აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის გამძლეობით და მათი მიჯაჭვულობით საქართველოს ევროპულ მომავალთან და დემოკრატიულ ღირებულებებთან. ვხედავთ, რომ ისინი ყოველ ღამით დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ბევრ ადგილას ითხოვენ რა უკეთეს მომავალს თავისი და თავიანთი შვილებისთვის. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენთვის გასაგებია სწრაფვა უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ქვეყნისა და ევროპული საქართველოსთვის. ამასთან, ვგმობთ მიმდინარე დაშინებას, ძალადობას, შოკირებული ვართ იმით, რომ ადამიანებს სცემენ, ემუქრებიან, აშინებენ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ ასევე რიგით ადამიანებს, რომლებსაც ნიღბიანები მისდევენ და სცემენ. შოკირებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში ორი თვეა ძალადობა მიმდინარეობს, ამის გამო სამართლებრივი დევნა არავის წინააღმდეგ განხორციელებულა“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების დასჯა იყო, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე.

"საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ევროკავშირის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩენილიყო, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო, გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომელიც დგას ქუჩაში და ითხოვს დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივაღწიეთ გადაწყვეტილებას, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწიოთ ვიზაზე განაცხადის შეტანა ევროკავშირში მოგზაურობისას“, - აღნიშნა ელჩმა.