მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა" - უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი
"ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა" - უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი

ვიქ­ტორ ორ­ბან­მა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რი­სას ბრი­უ­სელ­თან და­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მხარ­და­ჭე­რა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უნ­გრე­თის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კე­რი, ზოლ­ტან კო­ვა­ჩი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

  • "კარ­მე­ლი­ტე­ბის მო­ნას­ტერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რი­სას უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ვიქ­ტორ ორ­ბან­მა ბრი­უ­სელ­თან და­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მხარ­და­ჭე­რა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა. პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გარ­და, ლი­დე­რებ­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს“, - წერს ზოლ­ტან კო­ვა­ჩი.

კო­ვა­ჩის ცნო­ბით, "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ვიქ­ტორ ორ­ბან­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ბრი­უ­სე­ლი­სა და ჯორჯ სო­რო­სის ქსე­ლის თავ­დას­ხმე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბის მომ­ხრე მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უნდა შე­წყდეს, ასე­ვე უნდა შე­წყდეს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მისი ოპო­ზი­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის მზად არის და მისი მი­ღე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა მოხ­დეს“.

"ლი­დე­რე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ უნ­გრულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზეა აგე­ბუ­ლი, მათ შო­რის კულ­ტუ­რულ და ქრის­ტი­ა­ნულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­სა და მშვი­დო­ბის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბა­ზე. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ხაზი გა­უს­ვა უახ­ლო­ეს წლებ­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ორ­მხრი­ვი ვაჭ­რო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რათა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის სიძ­ლი­ე­რეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს“, - აღ­ნიშ­ნავს უნ­გრე­თის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კე­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა" - უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი

"ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა" - უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი

ვიქტორ ორბანმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

  • "კარმელიტების მონასტერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელთან დავაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, ლიდერებმა ეკონომიკური და ენერგეტიკული საკითხები განიხილეს“, - წერს ზოლტან კოვაჩი.

კოვაჩის ცნობით, "პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელისა და ჯორჯ სოროსის ქსელის თავდასხმები საქართველოს მშვიდობის მომხრე მთავრობის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს, ასევე უნდა შეწყდეს ევროკავშირის მიერ მისი ოპოზიციის დაფინანსება. მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არის და მისი მიღება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს“.

"ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უნგრულ-ქართული ურთიერთობები საერთო ღირებულებებზეა აგებული, მათ შორის კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და მშვიდობის მიმართ ერთგულებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა უახლოეს წლებში საინვესტიციო და საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებისა და ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელობას, რათა ეს პოლიტიკური კავშირების სიძლიერეს შეესაბამებოდეს“, - აღნიშნავს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი.