მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როდესაც ჩემს შვილებს და ოჯახს ეხებიან - მომავალშიც, იმავეს მიიღებენ“ - ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე
“არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როდესაც ჩემს შვილებს და ოჯახს ეხებიან - მომავალშიც, იმავეს მიიღებენ“ - ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე

“არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ მე, ჩემს ოჯახს, ახ­ლობ­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნოს - მო­მა­ვალ­შიც, როცა ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ვო­კა­ცია იქ­ნე­ბა, იმა­ვეს მი­ი­ღე­ბენ“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ, აბუ-და­ბა­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, მას არა­ნა­ი­რი თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აკა­ვებს, რო­დე­საც შვი­ლებს და ოჯახს ეხე­ბი­ან.

“მე ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რაც სათ­ქმე­ლი იყო, ვთქვი. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ მე, ჩემს ოჯახს, ახ­ლობ­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნოს. არა­ნა­ი­რი თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ მა­კა­ვებს, რო­დე­საც ჩემს შვი­ლებს და ოჯახს ეხე­ბი­ან. ასე რომ მო­მა­ვალ­შიც, როცა ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ვო­კა­ცია იქ­ნე­ბა, იმა­ვეს მი­ი­ღე­ბენ. თუნ­დაც ცი­ხე­ში წა­ვი­დე ან ჯა­რი­მე­ბი გა­და­ვი­ხა­დო, ღირ­სე­ბა ყო­ველ­თვის მექ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ და ასე ვმოქ­მე­დებ”, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 იან­ვარს, აბუ-და­ბი­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და გელა სამ­ხა­რა­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ, ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

შემ­თხვე­ვა სას­ტუმ­როს სა­სა­დი­ლო­ში მოხ­და. კად­რებ­ში ჩანს, რომ ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს, სა­დი­ლო­ბის დროს, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ საჭ­მე­ლი შე­ა­ყა­რა და ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, შემ­დეგ კი ჩხუბ­ში ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე ჩა­ერ­თო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვა წინა დღეს მომ­ხდარ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რა დრო­საც მან ირაკ­ლი ზარ­ქუ­ა­სა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს “რუსი მონა“ უწო­და. ცნო­ბის­თვის, პირ­ვე­ლად მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

სას­ტუმ­რო­ში მომ­ხა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ აბუ-და­ბის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბაც და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი ჯა­რი­მის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

“არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როდესაც ჩემს შვილებს და ოჯახს ეხებიან - მომავალშიც, იმავეს მიიღებენ“ - ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე

“არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როდესაც ჩემს შვილებს და ოჯახს ეხებიან - მომავალშიც, იმავეს მიიღებენ“ - ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე

“არავის აქვს უფლება, რომ მე, ჩემს ოჯახს, ახლობლებს შეურაცხყოფა მოგვაყენოს - მომავალშიც, როცა ანალოგიური პროვოკაცია იქნება, იმავეს მიიღებენ“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, აბუ-დაბაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • მისი თქმით, მას არანაირი თმენის ვალდებულება არ აკავებს, როდესაც შვილებს და ოჯახს ეხებიან.

“მე ამასთან დაკავშირებით რაც სათქმელი იყო, ვთქვი. არავის აქვს უფლება, რომ მე, ჩემს ოჯახს, ახლობლებს შეურაცხყოფა მოგვაყენოს. არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როდესაც ჩემს შვილებს და ოჯახს ეხებიან. ასე რომ მომავალშიც, როცა ანალოგიური პროვოკაცია იქნება, იმავეს მიიღებენ. თუნდაც ციხეში წავიდე ან ჯარიმები გადავიხადო, ღირსება ყოველთვის მექნება, იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ასე ვმოქმედებ”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

  • შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, “ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს “რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სასტუმროში მომხარი ინციდენტის შემდეგ აბუ-დაბის პოლიციამ გამოძიებაც დაიწყო, რის შემდეგაც დაკავებული პირები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.