სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი საკითხი უფრო მარტივად შეიძლება გადაწყვიტოს ამერიკამ თავის სასარგებლოდ, ვიდრე - უკრაინის" - ირან-ისრაელი, ომის უკრაინაში, საქართველო: რას იზამს ტრამპის ადმინისტრაცია?
"ჩვენი საკითხი უფრო მარტივად შეიძლება გადაწყვიტოს ამერიკამ თავის სასარგებლოდ, ვიდრე - უკრაინის" - ირან-ისრაელი, ომის უკრაინაში, საქართველო: რას იზამს ტრამპის ადმინისტრაცია?

ირან-ის­რა­ე­ლის მტრო­ბას დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს. 2023 წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ (რაც "ჰა­მა­სი" ის­რა­ელს თავს და­ეს­ხა) და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო. პა­ლეს­ტი­ნი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, ირა­ნის მო­კავ­ში­რე დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად თავს ეს­ხმი­ან ის­რა­ე­ლის და აშშ-ს ობი­ექ­ტებს, არის სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმე­ბიც ის­რა­ე­ლის მხრი­დან. "და­ვას­რუ­ლებ ომს უკ­რა­ი­ნა­ში, შე­ვა­ჩე­რებ ქა­ოსს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, თა­ვი­დან ავი­ცი­ლებ მე­სა­მე მსოფ­ლიო ომს. წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გაქვთ, რამ­დე­ნად ახ­ლოს ვართ ამას­თან“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა ვა­შინგტონ­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რის დროს . თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რო­გორ და რა შე­დე­გე­ბით შეძ­ლებს ამ კონ­ფლიქ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბას ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია. ექ­სპერ­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ იმა­საც, რომ ის­რა­ელ­მა შე­საძ­ლოა ტრამ­პის წა­ხა­ლი­სე­ბით და მხარ­და­ჭე­რით ირანს და­არ­ტყას (კერ­ძოდ, ის­რა­ელ­მა ირა­ნის ბირ­თვულ ობი­ექ­ტებ­ზე გა­ი­ლაშ­ქროს) და გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, შე­საძ­ლოა დიდი ომის მომსწრე­ნიც გავ­ხდეთ.

ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში დიდი ომის გა­ჩა­ღე­ბის ეჭ­ვებს აქარ­წყლებს, ამ­ბობს, რომ ირან­ზე შე­ტე­ვა ის­რა­ე­ლის სურ­ვი­ლია, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან კი ამის წა­ხა­ლი­სე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­რი­ცხავს.

- ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია ახა­ლია და ამ ფა­ზა­ში ომის წარ­მო­ე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ეჭვი მე­პა­რე­ბა. ირან­ზე შე­ტე­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა არა ტრამ­პის, არა­მედ უფრო ის­რა­ე­ლის მხრი­დან იქ­ნე­ბა. ის­რა­ე­ლი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობს იმ იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ ირა­ნი ყა­ლიბ­დე­ბა ბირ­თვულ ქვეყ­ნად და სა­ნამ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, მა­ნამ­დე უნდა მოხ­დეს მას­ზე შე­ტე­ვის მი­ტა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ის­რა­ე­ლი კი ცდი­ლობს და მო­მა­ვალ­შიც შე­ეც­დე­ბა ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე, როცა ამე­რი­კა­ში ახა­ლი მო­სუ­ლია ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ვფიქ­რობ, ჯერ­ჯე­რო­ბით ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე იე­რი­შე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დი არ არის. ეს წელი იქ­ნე­ბა ბევრ რა­მე­ში გა­დამ­წყვე­ტი, მათ შო­რის ირან­თან მი­მარ­თე­ბი­თაც და ის­რა­ე­ლი შე­ეც­დე­ბა ირა­ნის პრობ­ლე­მა რა­მე­ნა­ი­რად მო­აგ­ვა­როს, რო­გორც მის­თვის იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, რთუ­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ირანს უკვე შექ­მნი­ლი აქვს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი, ნე­ბის­მი­ე­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი თა­ვის კვალს ტო­ვებს და მისი სა­ი­დუმ­ლოდ შე­ნახ­ვა 21-ე სა­უ­კუ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ცოტა რთუ­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია. ამას­თა­ნა­ვე, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის მთე­ლი აზრი არის ის, რომ ამით იწყებ ტრა­ბახს და აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბას იმა­ზე, რომ შე­ტე­ვის შე­დე­გად მი­ი­ღებს პა­სუხს. ეს რომ ასე იყოს და ირანს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი ჰქონ­დეს, რო­გორც წესი, ეს სა­ხელ­მწი­ფო წი­ნას­წარ და­ი­წყებ­და მუ­ქა­რას.

- და­ვუშ­ვათ, ის­რა­ელ­მა მარ­თლა მი­ი­ტა­ნა ირან­ზე მას­შტა­ბუ­რი იე­რი­ში, რა მოჰ­ყვე­ბა ამას, ხომ არ მი­ვი­ღებთ დიდ ომს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში?

- მას­შტა­ბუ­რი შე­ტე­ვე­ბის შე­დე­გად თა­ვად ირან­ში რა მოხ­დე­ბა, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვიდ­რე ის, ამა­ზე ირა­ნი რო­გორ უპა­სუ­ხებს. ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მე­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბურ­მა შე­ტე­ვებ­მა შე­საძ­ლოა ირან­ში სა­ერ­თოდ ჩა­მო­შა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ასე არაა, რომ ირა­ნი ამა­ზე უპა­სუ­ხებს და ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მყა­რი იქ­ნე­ბა, ის ძალ­ზე სუს­ტია და სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პერ­მა­ნენ­ტულ და­ში­ნე­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ზე დგას. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი ის­რა­ელ­მა მარ­თლაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მსგავ­სი შე­ტე­ვა, ირა­ნის რე­ჟი­მი თუ გა­დარ­ჩა, მო­უ­წევს გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ მას ღია დე­რე­ფა­ნი უკვე აღარ აქვს ის­რა­ელ­თან - სა­უ­ბა­რი მაქვს სი­რი­ა­ზე, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, ის თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ირა­ნულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს არ გა­ა­ტა­რებს, და­მა­ტე­ბი­თი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

- რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ნა­წილს რაც შე­ე­ხე­ბა, რით შე­იძ­ლე­ბა დამ­თავ­რდეს ეს ხან­გრძლი­ვი ომი, რის და­პი­რე­ბა­საც დო­ნალდ ტრამ­პი იძ­ლე­ვა?

- ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი კი­თხვაა. მანდ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია გან­სა­ხილ­ვე­ლი: ვი­ცით, რომ ტრამ­პი მარ­ტო არ მოქ­მე­დებს, მთე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია ჰყავს და გა­სა­აზ­რე­ბე­ლია ის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პო­ტენ­ცი­უ­რი ზავი, ცე­ცხლის შე­წყვე­ტა ან სხვა, რაც კონ­ფლიქტს თუნ­დაც დრო­ე­ბით და­ას­რუ­ლებს, შე­იძ­ლე­ბა იყოს ძა­ლი­ან მძი­მე პრე­ცე­დენ­ტის მქო­ნე - ამით შე­იძ­ლე­ბა ჩვენ მი­ვი­ღოთ ძა­ლი­ან მძი­მე ახა­ლი ომე­ბი, ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გი, სა­დაც და­პყრო­ბი­თი ომე­ბი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი რამ იყოს. ამი­ტომ ახლა რუ­სე­თი­სად­მი შე­გუ­ე­ბა, მას­თან მიტ­მას­ნა, რუ­სე­თი­სად­მი თან­ხმო­ბა იმა­ზე, რომ მას შე­უძ­ლია უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია ხელ­ყოს, ნაკ­ლებ­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია ამა­ზე ამე­რი­კა და თა­ვად უკ­რა­ი­ნაც და­თან­ხმდეს იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნა ცალ­კე მო­ნა­წი­ლე მხა­რეა ამ პრო­ცეს­ში და მის გა­რე­შე კონ­ფლიქტს ვე­რა­ვინ და­ას­რუ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლებ­სა­ვა­რა­უ­დოა ამე­რი­კას აწყობ­დეს ისე­თი მსოფ­ლიო წეს­რი­გის მი­ღე­ბა, სა­დაც და­პყრო­ბი­თი ომე­ბი დაბ­რუნ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა სურ­დეს ტრამპს. მარ­ტო ტრამ­პიც ხომ არ წყვეტს ამ ყვე­ლა­ფერს? უკ­რა­ი­ნას გა­რან­ტი­ე­ბი სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ეს კონ­ფლიქ­ტი არ გა­ნახ­ლდეს შემ­დგომ­ში და ეს გა­რან­ტი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს უკ­რა­ი­ნა ნა­ტო­ში, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­სავ­ლუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბის და ცო­ცხა­ლი ძა­ლის გან­თავ­სე­ბა, ანუ უკ­რა­ი­ნის სრუ­ლი მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია, რა­საც რუ­სე­თი არ და­თან­ხმდე­ბა. ასე რომ, ამ დიდი კონ­ფლიქ­ტის ასე ად­ვი­ლად დას­რუ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მგო­ნია, ასე­ვე ვფიქ­რობ, რომ კონ­ფლიქ­ტი აქ მარ­ტო იმა­ზე არ არის, რა იქ­ნე­ბა ფრონ­ტის ხაზ­ზე, ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი ამ ფონ­ზე ისე­დაც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, სა­ერ­თოდ გა­დარ­ჩე­ბა თუ არა ის ამ ფორ­მა­ში, ისიც სა­კი­თხა­ვია. ამ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის ნე­ბის­მი­ე­რი დას­რუ­ლე­ბა იმით, რომ რუ­სე­თი დარ­ჩეს და­უს­ჯე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს და სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბას სრუ­ლი­ად და­ას­რუ­ლებს.

- სა­ქარ­თვე­ლოს პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე რას იტყვით?

- სა­ქარ­თვე­ლო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზა­გამ­ტა­რია, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს ფასი დი­დია, თან პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რი­აა და მას­ზე მსჯე­ლო­ბა უფრო ად­ვი­ლია. ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა იდ­გეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დღის წეს­რიგ­ში, ამით სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბას კი არ ვაკ­ნი­ნებ, მაგ­რამ აშშ-ის­თვის ამ ეტაპ­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­საჭ­რე­ლი პრობ­ლე­მე­ბია. ხაზი გა­ვუს­ვათ იმა­საც, რომ ტრამ­პი კი არ მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ზე, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი, დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი... ასე უნდა ვიმ­სჯე­ლოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბედი და სა­კი­თხე­ბი ტრამ­პის დო­ნე­ზე არ წყდე­ბა, მუ­შა­ობს მთე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო წარ­მო­ად­გენს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ტე­რი­ტო­რი­ას, რო­მელ­ზეც ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ამ ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­გი­ონ­ში ამე­რი­კამ თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი თუ დათ­მო, ეს იქ­ნე­ბა დიდი შეც­დო­მა მის­თვის. ამი­ტომ ვფიქ­რობ, ეს ასე ად­ვი­ლად არ მოხ­დე­ბა, მით უფრო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი უფრო მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს ამე­რი­კამ თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ, ვიდ­რე - უკ­რა­ი­ნის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩვენი საკითხი უფრო მარტივად შეიძლება გადაწყვიტოს ამერიკამ თავის სასარგებლოდ, ვიდრე - უკრაინის" - ირან-ისრაელი, ომის უკრაინაში, საქართველო: რას იზამს ტრამპის ადმინისტრაცია?

"ჩვენი საკითხი უფრო მარტივად შეიძლება გადაწყვიტოს ამერიკამ თავის სასარგებლოდ, ვიდრე - უკრაინის" - ირან-ისრაელი, ომის უკრაინაში, საქართველო: რას იზამს ტრამპის ადმინისტრაცია?

ირან-ისრაელის მტრობას დიდი ხნის ისტორია აქვს. 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ (რაც "ჰამასი" ისრაელს თავს დაესხა) დაპირისპირების ახალი ეტაპი დაიწყო. პალესტინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ირანის მოკავშირე დაჯგუფებები პერიოდულად თავს ესხმიან ისრაელის და აშშ-ს ობიექტებს, არის საპასუხო დარტყმებიც ისრაელის მხრიდან. "დავასრულებ ომს უკრაინაში, შევაჩერებ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად ახლოს ვართ ამასთან“, - განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს . თუმცა ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, როგორ და რა შედეგებით შეძლებს ამ კონფლიქტების დასრულებას ტრამპის ადმინისტრაცია. ექსპერტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ისრაელმა შესაძლოა ტრამპის წახალისებით და მხარდაჭერით ირანს დაარტყას (კერძოდ, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე გაილაშქროს) და გამომდინარე აქედან, შესაძლოა დიდი ომის მომსწრენიც გავხდეთ.

ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის გაჩაღების ეჭვებს აქარწყლებს, ამბობს, რომ ირანზე შეტევა ისრაელის სურვილია, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან კი ამის წახალისებას ჯერჯერობით გამორიცხავს.

- ტრამპის ადმინისტრაცია ახალია და ამ ფაზაში ომის წარმოებაში ჯერჯერობით ეჭვი მეპარება. ირანზე შეტევის ინიციატივა არა ტრამპის, არამედ უფრო ისრაელის მხრიდან იქნება. ისრაელი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს იმ იდეის განვითარებას, რომ ირანი ყალიბდება ბირთვულ ქვეყნად და სანამ ჩამოყალიბდება, მანამდე უნდა მოხდეს მასზე შეტევის მიტანა. შესაბამისად, ისრაელი კი ცდილობს და მომავალშიც შეეცდება ამ იდეის განხორციელებას, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა ამერიკაში ახალი მოსულია ტრამპის ადმინისტრაცია, ვფიქრობ, ჯერჯერობით ირანის წინააღმდეგ რაიმე იერიშები განხორციელებადი არ არის. ეს წელი იქნება ბევრ რამეში გადამწყვეტი, მათ შორის ირანთან მიმართებითაც და ისრაელი შეეცდება ირანის პრობლემა რამენაირად მოაგვაროს, როგორც მისთვის იქნება სასურველი. სიმართლე გითხრათ, რთული დასაჯერებელია, რომ ირანს უკვე შექმნილი აქვს ბირთვული იარაღი, ნებისმიერი ბირთვული იარაღი თავის კვალს ტოვებს და მისი საიდუმლოდ შენახვა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ცოტა რთული დასაჯერებელია. ამასთანავე, ბირთვული იარაღის მთელი აზრი არის ის, რომ ამით იწყებ ტრაბახს და აქცენტის გაკეთებას იმაზე, რომ შეტევის შედეგად მიიღებს პასუხს. ეს რომ ასე იყოს და ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, როგორც წესი, ეს სახელმწიფო წინასწარ დაიწყებდა მუქარას.

- დავუშვათ, ისრაელმა მართლა მიიტანა ირანზე მასშტაბური იერიში, რა მოჰყვება ამას, ხომ არ მივიღებთ დიდ ომს ახლო აღმოსავლეთში?

- მასშტაბური შეტევების შედეგად თავად ირანში რა მოხდება, ეს არის მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, ამაზე ირანი როგორ უპასუხებს. ირანის ბირთვული პროგრამების და ხელისუფლების მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბურმა შეტევებმა შესაძლოა ირანში საერთოდ ჩამოშალოს ხელისუფლება. ასე არაა, რომ ირანი ამაზე უპასუხებს და ირანის ხელისუფლება მყარი იქნება, ის ძალზე სუსტია და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ პერმანენტულ დაშინებასა და ძალადობაზე დგას. შესაბამისად, თუკი ისრაელმა მართლაც განახორციელა მსგავსი შეტევა, ირანის რეჟიმი თუ გადარჩა, მოუწევს გარკვეული ქმედებების განხორციელება უშუალოდ ისრაელის წინააღმდეგ, თუმცა ტექნოლოგიურად ეს ძალიან რთული განსახორციელებელი იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ღია დერეფანი უკვე აღარ აქვს ისრაელთან - საუბარი მაქვს სირიაზე, სადაც ხელისუფლება შეიცვალა, შესაბამისად, ის თავის ტერიტორიაზე ირანულ ტექნოლოგიებს არ გაატარებს, დამატებითი საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად.

- რუსეთ-უკრაინის ნაწილს რაც შეეხება, რით შეიძლება დამთავრდეს ეს ხანგრძლივი ომი, რის დაპირებასაც დონალდ ტრამპი იძლევა?

- ეს ძალიან რთული კითხვაა. მანდ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი: ვიცით, რომ ტრამპი მარტო არ მოქმედებს, მთელი ადმინისტრაცია ჰყავს და გასააზრებელია ის, რომ ნებისმიერი პოტენციური ზავი, ცეცხლის შეწყვეტა ან სხვა, რაც კონფლიქტს თუნდაც დროებით დაასრულებს, შეიძლება იყოს ძალიან მძიმე პრეცედენტის მქონე - ამით შეიძლება ჩვენ მივიღოთ ძალიან მძიმე ახალი ომები, ახალი საერთაშორისო წესრიგი, სადაც დაპყრობითი ომები შეიძლება ძალიან ბუნებრივი რამ იყოს. ამიტომ ახლა რუსეთისადმი შეგუება, მასთან მიტმასნა, რუსეთისადმი თანხმობა იმაზე, რომ მას შეუძლია უკრაინის ტერიტორია ხელყოს, ნაკლებდამაჯერებელია ამაზე ამერიკა და თავად უკრაინაც დათანხმდეს იმიტომ, რომ უკრაინა ცალკე მონაწილე მხარეა ამ პროცესში და მის გარეშე კონფლიქტს ვერავინ დაასრულებს. შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა ამერიკას აწყობდეს ისეთი მსოფლიო წესრიგის მიღება, სადაც დაპყრობითი ომები დაბრუნდება, მიუხედავად იმისა, თუ რა შეიძლება სურდეს ტრამპს. მარტო ტრამპიც ხომ არ წყვეტს ამ ყველაფერს? უკრაინას გარანტიები სჭირდება იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი არ განახლდეს შემდგომში და ეს გარანტიები შეიძლება იყოს უკრაინა ნატოში, უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური შეიარაღების და ცოცხალი ძალის განთავსება, ანუ უკრაინის სრული მილიტარიზაცია, რასაც რუსეთი არ დათანხმდება. ასე რომ, ამ დიდი კონფლიქტის ასე ადვილად დასრულება ნაკლებად დამაჯერებელი მგონია, ასევე ვფიქრობ, რომ კონფლიქტი აქ მარტო იმაზე არ არის, რა იქნება ფრონტის ხაზზე, ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი საკითხი. საერთაშორისო სამართალი ამ ფონზე ისედაც უმძიმეს მდგომარეობაშია, საერთოდ გადარჩება თუ არა ის ამ ფორმაში, ისიც საკითხავია. ამ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის ნებისმიერი დასრულება იმით, რომ რუსეთი დარჩეს დაუსჯელი, საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო მშვიდობას სრულიად დაასრულებს.

- საქართველოს პერსპექტივებზე რას იტყვით?

- საქართველო გეოპოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი გზაგამტარია, ვიდრე უკრაინა, ამიტომ საქართველოს ფასი დიდია, თან პატარა ტერიტორიაა და მასზე მსჯელობა უფრო ადვილია. ამ ეტაპზე საქართველო არ უნდა იდგეს ადმინისტრაციის დღის წესრიგში, ამით საქართველოს მნიშვნელობას კი არ ვაკნინებ, მაგრამ აშშ-ისთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი გადასაჭრელი პრობლემებია. ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ტრამპი კი არ მუშაობს საქართველოზე, არამედ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული განყოფილებები, დეპარტამენტები... ასე უნდა ვიმსჯელოთ, რომ საქართველოს ბედი და საკითხები ტრამპის დონეზე არ წყდება, მუშაობს მთელი სტრუქტურები. საქართველო წარმოადგენს ძალზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ტერიტორიას, რომელზეც ცალკეული ქვეყნების ინტერესების განხორციელების მცდელობა იქნება, მაგრამ ამ ინტერესებიდან გამომდინარე, რეგიონში ამერიკამ თავისი ინტერესები თუ დათმო, ეს იქნება დიდი შეცდომა მისთვის. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასე ადვილად არ მოხდება, მით უფრო, რომ საქართველოს საკითხი უფრო მარტივად შეიძლება გადაწყვიტოს ამერიკამ თავის სასარგებლოდ, ვიდრე - უკრაინის.