საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩემი ქვეყანა მენანება... უნდა მომხდარიყო ჩემი განეიტრალება, ეს იყო და ეს... ბევრისთვის შევქმენი პრობლემა“ - ინტერვიუ ქვეყნის დატოვებამდე: რა დეტალებზე ისაუბრა თეა გოდოლაძემ?
“ჩემი ქვეყანა მენანება... უნდა მომხდარიყო ჩემი განეიტრალება, ეს იყო და ეს... ბევრისთვის შევქმენი პრობლემა“ - ინტერვიუ ქვეყნის დატოვებამდე: რა დეტალებზე ისაუბრა თეა გოდოლაძემ?

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, თეა გო­დო­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა.

გამ­გზავ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე მან ინ­ტერ­ვიუ “მთა­ვა­რი არ­ხის“ გა­და­ცე­მა “Post Factum“ -ს მის­ცა.

“გამ­თე­ნი­ი­სას მივ­დი­ვარ... ჩემი ქვე­ყა­ნა მე­ნა­ნე­ბა, არ შე­მიძ­ლია ამ ქვეყ­ნის გა­რე­შე... მე მგო­ნია, რომ ჯო­ბია რომ ვიყო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და ჩემი საქ­მე ვა­კე­თო აშშ-ში, ასე გა­მო­ვად­გე ჩემს ქვე­ყა­ნას, ვიდ­რე აქ პუ­ტი­ნის ცი­ხე­ში ვიჯ­დე. ჩემს გამო პრობ­ლე­მე­ბი არც ილი­ას [ილი­ა­უ­ნი] შე­ექ­მნას, არც ჩემს ოჯახს... ჯო­ბია, რომ არ ვიყო აქ.

  • მან კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ მი­ი­ღო აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

რო­გორც გო­დო­ლა­ძე ამ­ბობს, “ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­როტ, მა­ტყუ­ა­რა ადა­მი­ანს ეძა­ხის. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე - ვი­ღაც გე­ო­ლოგს, რო­მე­ლიც პა­ნი­კას ტეხს და არა სან­დროა... ხოლო მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ამე­რი­კის აგენტს უწო­დებს. ამ ფონ­ზე, შე­საძ­ლოა ცი­ხე­ში არ ჩას­ვან.“

  • “რო­გორ ფიქ­რობთ, 3- დან 6 წლამ­დე არ მო­მის­ჯი­ან და ცი­ხე­ში არ ჩამ­სვა­მენ?“ - გა­ნა­ცხა­და გო­დო­ლა­ძემ და მი­ზე­ზად 3 წლის წი­ნან­დე­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი გა­იხ­სე­ნა. მან 2022 წელს 112-ს მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ მას­ზე პარტნი­ო­რი ძა­ლა­დობ­და.

“დავ­რე­კე 112-ში და­ა­კა­ვეს. შე­ვი­და მას­თან ად­ვო­კა­ტი და გა­მო­ვი­და ჩვე­ნე­ბით, რომ თურ­მე მე მის შვილ­ზე ერთი წლის წინ ვი­ძა­ლა­დე. ანუ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბა, გა­ჯე­რე­ბუ­ლი ტყუ­ი­ლე­ბით. მე წა­მი­ყე­ნეს ბრა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ არ­სე­ბო­ბის ფონ­ზე,“ - გა­იხ­სე­ნა სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ სფე­რო­ში არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებს ღიად აკ­რი­ტი­კებ­და, ბევ­რი პი­როვ­ნე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

“მარ­ტი­ვია, უნდა მომ­ხდა­რი­ყო ჩემი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, ეს იყო და ეს... და და­ი­წყო პი­რა­დი სა­კი­თხე­ბით.

ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, რაც ახლა ხდე­ბა, უფრო ნა­თე­ლი გახ­და სუ­რა­თი, რაც ხდე­ბო­და მა­ნამ­დე. ჩემი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ პრო­ექ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი ქვე­ყა­ნა­ში, ბევ­რი პრობ­ლე­მა შევ­ქმე­ნი. ბევ­რის­თვის შევ­ქმე­ნი პრობ­ლე­მა... მე არ ვიცი რო­დის ჩა­მო­ვალ, ჯო­ბია რომ წა­ვი­დე, ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნის­თვი­საც.

ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ექ­ტი გვქონ­და, რომ­ლე­ბიც ჩა­აგ­დეს. ამე­რი­კელ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ერ­თად შე­მოვ­დი­ო­დით გე­ო­თერ­მუ­ლი ენერ­გი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი და ბევრ ძა­ლი­ან მა­გარ პრო­ექტს გა­ვა­კე­თებ,“ - გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძე.

  • მა­ნამ­დე დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, “ფე­ის­ბუქ­ზე“ გან­მარ­ტა თუ რა­ტომ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა.

რო­გორც გო­დო­ლა­ძე წერს, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა კო­ლე­გებ­მა ურ­ჩი­ეს, ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, დრო­ე­ბით გან­რი­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცი­ას. ამას­თან, გო­დო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნი­დან დრო­ე­ბით მი­დის და არც საქ­მი­ა­ნო­ბა მი­უ­ტო­ვე­ბია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“ჩემი ქვეყანა მენანება... უნდა მომხდარიყო ჩემი განეიტრალება, ეს იყო და ეს... ბევრისთვის შევქმენი პრობლემა“ - ინტერვიუ ქვეყნის დატოვებამდე: რა დეტალებზე ისაუბრა თეა გოდოლაძემ?

“ჩემი ქვეყანა მენანება... უნდა მომხდარიყო ჩემი განეიტრალება, ეს იყო და ეს... ბევრისთვის შევქმენი პრობლემა“ - ინტერვიუ ქვეყნის დატოვებამდე: რა დეტალებზე ისაუბრა თეა გოდოლაძემ?

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საქართველო დატოვა.

გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე მან ინტერვიუ “მთავარი არხის“ გადაცემა “Post Factum“ -ს მისცა.

“გამთენიისას მივდივარ... ჩემი ქვეყანა მენანება, არ შემიძლია ამ ქვეყნის გარეშე... მე მგონია, რომ ჯობია რომ ვიყო თავისუფლებაზე და ჩემი საქმე ვაკეთო აშშ-ში, ასე გამოვადგე ჩემს ქვეყანას, ვიდრე აქ პუტინის ციხეში ვიჯდე. ჩემს გამო პრობლემები არც ილიას [ილიაუნი] შეექმნას, არც ჩემს ოჯახს... ჯობია, რომ არ ვიყო აქ.

  • მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

როგორც გოდოლაძე ამბობს, “ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოროტ, მატყუარა ადამიანს ეძახის. პარლამენტის თავმჯდომარე - ვიღაც გეოლოგს, რომელიც პანიკას ტეხს და არა სანდროა... ხოლო მამუკა მდინარაძე ამერიკის აგენტს უწოდებს. ამ ფონზე, შესაძლოა ციხეში არ ჩასვან.“

  • “როგორ ფიქრობთ, 3- დან 6 წლამდე არ მომისჯიან და ციხეში არ ჩამსვამენ?“ - განაცხადა გოდოლაძემ და მიზეზად 3 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტი გაიხსენა. მან 2022 წელს 112-ს მიმართა და განაცხადა, რომ მასზე პარტნიორი ძალადობდა.

“დავრეკე 112-ში დააკავეს. შევიდა მასთან ადვოკატი და გამოვიდა ჩვენებით, რომ თურმე მე მის შვილზე ერთი წლის წინ ვიძალადე. ანუ, აბსოლუტურად საწინააღმდეგო ჩვენება, გაჯერებული ტყუილებით. მე წამიყენეს ბრალი მტკიცებულებების არ არსებობის ფონზე,“ - გაიხსენა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ სფეროში არსებულ დარღვევებს ღიად აკრიტიკებდა, ბევრი პიროვნებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

“მარტივია, უნდა მომხდარიყო ჩემი განეიტრალება, ეს იყო და ეს... და დაიწყო პირადი საკითხებით.

ამ გადასახედიდან, რაც ახლა ხდება, უფრო ნათელი გახდა სურათი, რაც ხდებოდა მანამდე. ჩემი აქტივობებიდან გამომდინარე, იმ პროექტებიდან გამომდინარე, რასაც ვახორციელებდი ქვეყანაში, ბევრი პრობლემა შევქმენი. ბევრისთვის შევქმენი პრობლემა... მე არ ვიცი როდის ჩამოვალ, ჯობია რომ წავიდე, ფიზიკური გადარჩენისთვისაც.

ძალიან ბევრი პროექტი გვქონდა, რომლებიც ჩააგდეს. ამერიკელ ბიზნესმენებთან ერთად შემოვდიოდით გეოთერმული ენერგიების წარმოებაზე საქართველოში.

აუცილებლად დავბრუნდები და ბევრ ძალიან მაგარ პროექტს გავაკეთებ,“ - განაცხადა თეა გოდოლაძე.

  • მანამდე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, “ფეისბუქზე“ განმარტა თუ რატომ დატოვა ქვეყანა.

როგორც გოდოლაძე წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ურჩიეს, ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით განრიდებოდა სიტუაციას. ამასთან, გოდოლაძის განცხადებით, ქვეყნიდან დროებით მიდის და არც საქმიანობა მიუტოვებია.

იხილეთ ასევე: