კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად... დროებით წავედი, მტრის ჯინაზე!" - თეა გოდოლაძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქვეყანა
"მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად... დროებით წავედი, მტრის ჯინაზე!" - თეა გოდოლაძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქვეყანა

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თეა გო­დო­ლა­ძე გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა.

რო­გორც გო­დო­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე წერს, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა კო­ლე­გებ­მა ურ­ჩი­ეს, ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად , დრო­ე­ბით გან­რი­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცი­ას.

  • ამას­თან, გო­დო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნი­დან დრო­ე­ბით მი­დის და არც საქ­მი­ა­ნო­ბა მი­უ­ტო­ვე­ბია.

"ჩემო გულ­შე­მატ­კი­ვარ­ნო, არ­სე­ბობს მეც­ნი­ერ­თა სა­მივ­ლი­ნე­ბო პროგ­რა­მა, რო­მელ­საც ჰქვია სა­ბა­ტიკ­ლი, (ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი არ ვიცი, მო­მი­ტე­ვეთ). მთე­ლი ჩემი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე, 30 წე­ლია ამ პრო­ფე­სი­ას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, გარ­კვე­უ­ლი ხნით მი­წევს სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. 10 წე­ლი­წა­დი ამე­რი­კულ გუნდთან ერ­თად ვქმნი­დით ახა­ლი ტი­პის სე­ის­მუ­რი და გე­ო­დე­ზი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მებს, შეგ­როვ­და უნი­კა­ლუ­რო მა­სა­ლა.

  • მა­სა­ლის და­მუ­შა­ვე­ბი­სა და სტა­ტი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სათ­ვის და­გეგ­მი­ლი იყო ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა. შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (მო­სა­მარ­თლე შო­რე­ნა გუნ­ცა­ძის ვაი გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ), ჩემ­მა ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა კო­ლე­გებ­მა მირ­ჩი­ეს, ჩემი ფი­ზი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, დრო­ე­ბით გან­ვრი­დე­ბო­დი სი­ტუ­ა­ცი­ას და მე­სარ­გებ­ლა სა­ბა­ტიკ­ლით და მე­მუ­შა­ვა სტა­ტი­ებ­ზე და პრო­ექ­ტებ­ზე, ასე­ვე დრო­ე­ბით, ამე­რი­კა­ში. სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბის და სა­ბა­ტიკ­ლის პი­რო­ბე­ბით, დრო­ე­ბით ვმუ­შა­ობ სხვა, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში:) არ გა­და­ვი­კარ­გე­ბი ამ ქვეყ­ნი­დან, დრო­ე­ბით წა­ვე­დი მტრის ჯი­ნა­ზე! ვიდ­რე ეს მტე­რი ბო­გი­ნობს! მე სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია.

არც საქ­მი­ა­ნო­ბა მი­მი­ტო­ვე­ბია! ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს! ასე­ვე მტრის ჯი­ნა­ზე! ინ­ტერ­ნე­ტი არ­სე­ბობს და ჩემი და ჩემი გუნ­დის მიერ სა­ა­თი­ვით აწყო­ბი­ლი სის­ტე­მა! დრო­ე­ბით ვიდ­რე არ ვარ, ჩემს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბებს, ასე­ვე დრო­ე­ბით! შე­ას­რუ­ლე­ბენ ჩემი ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, ჩემი “გვე­ლის წი­წი­ლე­ბი”, აწ უკვე მა­გა­რი მეც­ნი­ე­რე­ბი, რო­მელ­თა დაზ­რდი­თაც ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ. უმაგ­რე­სი გუნ­დი! მი­წისძვრის დროს ხაზ­ზე ვარ! ქარ­თვე­ლე­ბო! მიყ­ვარ­ხართ, მომ­წე­რეთ ხოლ­მე შე­კი­თხვე­ბი, რო­გორც ადრე მწერ­დით, ვეც­დე­ბი და­გეხ­მა­როთ რო­გორც შე­მიძ­ლია! ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია გა­და­სარ­ჩე­ნი, მზია, ან­დრო… ყვე­ლა მებ­რძო­ლი, ქვე­ყა­ნაა გა­და­სარ­ჩე­ნი“, - წერს გო­დო­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე.

ცნო­ბის­თვის, დღეს "მთის ამ­ბებ­მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა თეა გო­დო­ლა­ძემ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. მა­თი­ვე ცნო­ბით, მეც­ნი­ერ­მა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბის საფრ­თხის გამო მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად... დროებით წავედი, მტრის ჯინაზე!" - თეა გოდოლაძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქვეყანა

"მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად... დროებით წავედი, მტრის ჯინაზე!" - თეა გოდოლაძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქვეყანა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა ქვეყანა.

როგორც გოდოლაძე "ფეისბუქის“ გვერდზე წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა ურჩიეს, ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად , დროებით განრიდებოდა სიტუაციას.

  • ამასთან, გოდოლაძის განცხადებით, ქვეყნიდან დროებით მიდის და არც საქმიანობა მიუტოვებია.

"ჩემო გულშემატკივარნო, არსებობს მეცნიერთა სამივლინებო პროგრამა, რომელსაც ჰქვია საბატიკლი, (ქართული სახელი არ ვიცი, მომიტევეთ). მთელი ჩემი კარიერის მანძილზე, 30 წელია ამ პროფესიას ვემსახურები, გარკვეული ხნით მიწევს სამეცნიერო მუშაობა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 10 წელიწადი ამერიკულ გუნდთან ერთად ვქმნიდით ახალი ტიპის სეისმური და გეოდეზიური მონიტორინგის სისტემებს, შეგროვდა უნიკალურო მასალა.

  • მასალის დამუშავებისა და სტატიების გამოქვეყნებისათვის დაგეგმილი იყო ერთობლივი მუშაობა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე (მოსამართლე შორენა გუნცაძის ვაი განაჩენის შემდეგ), ჩემმა ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა მირჩიეს, ჩემი ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, დროებით განვრიდებოდი სიტუაციას და მესარგებლა საბატიკლით და მემუშავა სტატიებზე და პროექტებზე, ასევე დროებით, ამერიკაში. სამეცნიერო მივლინების და საბატიკლის პირობებით, დროებით ვმუშაობ სხვა, ამერიკულ უნივერსიტეტში:) არ გადავიკარგები ამ ქვეყნიდან, დროებით წავედი მტრის ჯინაზე! ვიდრე ეს მტერი ბოგინობს! მე საქართველოს გარეშე არ შემიძლია.

არც საქმიანობა მიმიტოვებია! ვემსახურები საქართველოს! ასევე მტრის ჯინაზე! ინტერნეტი არსებობს და ჩემი და ჩემი გუნდის მიერ საათივით აწყობილი სისტემა! დროებით ვიდრე არ ვარ, ჩემს ადმინისტრაციულ მოვალეობებს, ასევე დროებით! შეასრულებენ ჩემი ყოფილი სტუდენტები, ჩემი “გველის წიწილები”, აწ უკვე მაგარი მეცნიერები, რომელთა დაზრდითაც ძალიან ამაყი ვარ. უმაგრესი გუნდი! მიწისძვრის დროს ხაზზე ვარ! ქართველებო! მიყვარხართ, მომწერეთ ხოლმე შეკითხვები, როგორც ადრე მწერდით, ვეცდები დაგეხმაროთ როგორც შემიძლია! ძალიან ბევრი ადამიანია გადასარჩენი, მზია, ანდრო… ყველა მებრძოლი, ქვეყანაა გადასარჩენი“, - წერს გოდოლაძე "ფეისბუქის“ გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს "მთის ამბებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. მათივე ცნობით, მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო.