საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოყენება მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად" - ნეით სიბლი
"ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოყენება მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად" - ნეით სიბლი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მსგავს კლეპ­ტოკ­რა­ტებს არა­სო­დეს უნდა შე­ეძ­ლოთ ბრი­ტა­ნე­თის ზღვი­სი­ქი­თა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მათი მო­პა­რუ­ლი სიმ­დიდ­რის გა­სა­თეთ­რებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ თუ ამას აკე­თე­ბენ, ამი­ე­რი­დან უნდა იცხოვ­რონ ში­შით, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო, მათ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის მიზ­ნით, სან­ქცი­ე­ბის ძა­ლას გა­მო­ი­ყე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ ჰადსო­ნის ინ­სტი­ტუ­ტის კლეპ­ტოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ნეით სიბ­ლის სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • სიბ­ლი წერს, რომ ბრი­ტა­ნე­თის ზღვი­სი­ქი­თა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი (BOT) დიდი ხა­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც სა­გა­და­სა­ხა­დო სა­მო­თხე. მაგ­რამ ბოლო წლებ­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა მათი, რო­გორც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ცენ­ტრე­ბის როლი. სტა­ტი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ რო­გორც მა­ნამ­დე კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბა, ამ­ჟა­მად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მმარ­თვე­ლი ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი მთავ­რო­ბა ზე­წო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, გა­აძ­ლი­ე­როს კორ­პო­რა­ტი­უ­ლი გამჭვირ­ვა­ლო­ბა და გან­დევ­ნოს ბინ­ძუ­რი ფული.

სიბ­ლი წერს, რომ ბრი­ტა­ნე­თის ზღვი­სი­ქი­თა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მდიდ­რე­ბის მი­სა­ზი­დად შე­მუ­შა­ვე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კამ ასე­ვე მი­ი­ზი­და კრი­მი­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხა­დი მი­ზე­ზე­ბის გამო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან ფი­ნან­სუ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბის თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და­მალ­ვით.

"ამი­ტომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ეკის­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩი­ნე­თის, რუ­სე­თის, ირა­ნის და სხვა კლეპ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი დიქ­ტა­ტუ­რის აღ­ზე­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე, რომ­ლებ­მაც გა­აძ­ლი­ე­რეს თა­ვი­ან­თი მმარ­თვე­ლო­ბა შინ და ახლა მიზ­ნად ისა­ხა­ვენ გლო­ბა­ლუ­რი წეს­რი­გის დამ­ხო­ბას და და­სავ­ლე­თის ჩა­ნაც­ვლე­ბას, მაგ­რამ ეს ასე­ვე ნიშ­ნავს, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს აქვს პო­ტენ­ცი­უ­რი ბერ­კე­ტე­ბი ამ რე­ჟი­მებ­ზე - თუ მთავ­რო­ბა საკ­მა­რი­სად გა­ბე­დუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ ის გა­მო­ი­ყე­ნოს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

სიბ­ლი წერს, რომ ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

"ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ტენ­ცი­უ­რი დიქ­ტა­ტო­რი. მისი მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ მა­ლავს თა­ვის გეგ­მას, და­ან­გრი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის მის­წრა­ფე­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ და სა­ნაც­ვლოდ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის კონ­ტრო­ლის ქვეშ და­აბ­რუ­ნოს. ივა­ნიშ­ვილ­მა ასე­ვე გახ­სნა თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა და ევ­რო­პა ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის დამ­ღუპ­ვე­ლი გავ­ლე­ნის­თვის, აშშ-ის მიერ სან­ქცი­რე­ბუ­ლი ჩი­ნუ­რი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის ასა­შე­ნებ­ლად მოწ­ვე­ვით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

სიბ­ლი წერს, რომ დე­კემ­ბერ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო შე­უ­ერ­თდა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს და სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა 5 ქარ­თველ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ძა­ლა­დობ­რივ ჩახ­შო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. იან­ვარ­ში აშშ ერთი ნა­ბი­ჯით წინ წა­ვი­და და დიდი ხნის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­უ­წე­სა. სიბ­ლი წერს, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო ჯერ არ მიჰ­ყო­ლია შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მა­გა­ლითს, ევ­რო­კავ­ში­რი კი ვერ მოქ­მე­დებს რუ­სე­თის მი­მართ მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი უნ­გრე­თის და სლო­ვა­კე­თის ლი­დე­რე­ბის მხრი­დან პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ვე­ტო­ე­ბის გამო.

სიბ­ლი წერს, რომ „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლომ“ გა­მო­ავ­ლი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი 95 კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­სა და კა­ი­მა­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე.

"ამ კუნ­ძუ­ლებს, რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის ზღვი­სი­ქი­თა ტე­რი­ტო­რი­ებს, მო­ე­თხო­ვე­ბათ სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა კომ­პა­ნი­ებ­თან ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­ზაქ­ცი­ის აკ­რძალ­ვით და მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვით. ივა­ნიშ­ვი­ლის მსგავ­სი კლეპ­ტოკ­რა­ტე­ბი იშ­ვი­ა­თად არი­ან ისე­თი სუ­ლე­ლე­ბი, რომ თა­ვი­ან­თი კვერ­ცხი ერთ კა­ლა­თა­ში შე­ი­ნა­ხონ. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მისი სა­ზღვარ­გა­რე­თუ­ლი ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბი BVI-ს ან კა­ი­მა­ნის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე იყოს. ის გან­თავ­სე­ბუ­ლია სხვა იუ­რის­დიქ­ცი­ებ­ში მსგავ­სი სუს­ტი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, მაგ­რამ უკე­თე­სი ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რე­ბით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

  • სიბ­ლი წერს, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ, სან­ქცი­ე­ბის საფრ­თხე ხში­რად საკ­მა­რი­სია სხვა იუ­რის­დიქ­ცი­ე­ბის ბან­კე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ შე­წყვი­ტონ თვა­ლის და­ხუჭ­ვა და სა­ეჭ­ვო კლი­ენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბა.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აშშ დო­ლა­რის გლო­ბა­ლუ­რი რო­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვა­შინგტონს ამ მხრივ ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა აქვს, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოც.

სიბ­ლი წერს, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს „ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რატ­მა“ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა, ჯე­იმს მა­კკ­ლე­რიმ წა­რად­გი­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ლე­ი­ბო­რის­ტულ მთავ­რო­ბას ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ამ დრო­ის­თვის მას მხო­ლოდ 15 დე­პუ­ტა­ტი შე­უ­ერ­თდა, ძი­რი­თა­დად მისი პარ­ტი­ი­დან და ეს არის მხარ­და­ჭე­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო გა­მოვ­ლი­ნე­ბა.

"მა­კკ­ლი­რი არ არის ერ­თა­დერ­თი პარ­ლა­მენ­ტა­რი, რო­მელ­მაც ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს უც­ნა­უ­რი გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა შე­ამ­ჩნია. წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რმა და ჰელ­სინ­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ჯო უილ­სონ­მა ასე­ვე მო­უ­წო­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უ­წე­სოს სან­ქცი­ე­ბი ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მე­გო­ბარს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მისი ოჯა­ხის წევ­რებს და მა­ცო­ცხლე­ბელ­თა (enablers) ქსელს. ივა­ნიშ­ვი­ლის მსგავს კლეპ­ტოკ­რა­ტებს არა­სო­დეს უნდა შე­ეძ­ლოთ ბრი­ტა­ნე­თის ზღვი­სი­ქი­თა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მათი მო­პა­რუ­ლი სიმ­დიდ­რის გა­სა­თეთ­რებ­ლად, მაგ­რამ თუ ამის გა­კე­თე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ, ამი­ე­რი­დან უნდა იცხოვ­რონ ში­შით, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო გა­მო­ი­ყე­ნებს სან­ქცი­ე­ბის ძა­ლას მათ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის მიზ­ნით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოყენება მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად" - ნეით სიბლი

"ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოყენება მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად" - ნეით სიბლი

ბიძინა ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად გამოყენება, მაგრამ თუ ამას აკეთებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ გაერთიანებული სამეფო, მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, სანქციების ძალას გამოიყენებს, - ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი ნეით სიბლის სტატიაშია აღნიშნული.

  • სიბლი წერს, რომ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები (BOT) დიდი ხანია განიხილება, როგორც საგადასახადო სამოთხე. მაგრამ ბოლო წლებში ყურადღების ცენტრში მოექცა მათი, როგორც ფულის გათეთრების გლობალური ცენტრების როლი. სტატიაში ხაზგასმულია, რომ როგორც მანამდე კონსერვატიული მთავრობა, ამჟამად გაერთიანებული სამეფოს მმართველი ლეიბორისტული მთავრობა ზეწოლის ქვეშ იმყოფება, გააძლიეროს კორპორატიული გამჭვირვალობა და განდევნოს ბინძური ფული.

სიბლი წერს, რომ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მდიდრების მისაზიდად შემუშავებულმა პოლიტიკამ ასევე მიიზიდა კრიმინალები, რომლებიც ცხადი მიზეზების გამო დაინტერესებული არიან ფინანსური შეთანხმებების თავიანთი ქვეყნების ხელისუფლებისთვის დამალვით.

"ამიტომ გაერთიანებული სამეფოს ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სხვა კლეპტოკრატიული დიქტატურის აღზევების ხელშეწყობაზე, რომლებმაც გააძლიერეს თავიანთი მმართველობა შინ და ახლა მიზნად ისახავენ გლობალური წესრიგის დამხობას და დასავლეთის ჩანაცვლებას, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პოტენციური ბერკეტები ამ რეჟიმებზე - თუ მთავრობა საკმარისად გაბედული იქნება, რომ ის გამოიყენოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

სიბლი წერს, რომ ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი.

"ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პოტენციური დიქტატორი. მისი მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ არ მალავს თავის გეგმას, დაანგრიოს მოსახლეობის მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და სანაცვლოდ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ დააბრუნოს. ივანიშვილმა ასევე გახსნა თავისი ქვეყანა და ევროპა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამღუპველი გავლენისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად მოწვევით“, - აღნიშნულია სტატიაში.

სიბლი წერს, რომ დეკემბერში, გაერთიანებული სამეფო შეუერთდა შეერთებულ შტატებს და სანქციები დაუწესა 5 ქართველ მაღალჩინოსანს დემოკრატიული საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში მონაწილეობისთვის. იანვარში აშშ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და დიდი ხნის დაგვიანებული სანქციები თავად ბიძინა ივანიშვილს დაუწესა. სიბლი წერს, რომ გაერთიანებული სამეფო ჯერ არ მიჰყოლია შეერთებული შტატების მაგალითს, ევროკავშირი კი ვერ მოქმედებს რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი უნგრეთის და სლოვაკეთის ლიდერების მხრიდან პროგნოზირებადი ვეტოების გამო.

სიბლი წერს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოავლინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი 95 კომპანია, რომლებიც რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე.

"ამ კუნძულებს, როგორც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს, მოეთხოვებათ სანქციების აღსრულება კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვით და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების გაყინვით. ივანიშვილის მსგავსი კლეპტოკრატები იშვიათად არიან ისეთი სულელები, რომ თავიანთი კვერცხი ერთ კალათაში შეინახონ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი საზღვარგარეთული ფინანსური აქტივები BVI-ს ან კაიმანის საბანკო ანგარიშებზე იყოს. ის განთავსებულია სხვა იურისდიქციებში მსგავსი სუსტი ზედამხედველობით, მაგრამ უკეთესი ფინანსური სექტორებით“, - აღნიშნულია სტატიაში.

  • სიბლი წერს, რომ საბედნიეროდ, სანქციების საფრთხე ხშირად საკმარისია სხვა იურისდიქციების ბანკების დასარწმუნებლად, რომ შეწყვიტონ თვალის დახუჭვა და საეჭვო კლიენტთან ურთიერთობა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ დოლარის გლობალური როლის გათვალისწინებით, ვაშინგტონს ამ მხრივ ყველაზე დიდი გავლენა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გაერთიანებული სამეფოც.

სიბლი წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს „ლიბერალ-დემოკრატმა“ პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკკლერიმ წარადგინა შუამდგომლობა, რომელიც ლეიბორისტულ მთავრობას ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის მას მხოლოდ 15 დეპუტატი შეუერთდა, ძირითადად მისი პარტიიდან და ეს არის მხარდაჭერის უმნიშვნელო გამოვლინება.

"მაკკლირი არ არის ერთადერთი პარლამენტარი, რომელმაც ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებაში გაერთიანებული სამეფოს უცნაური გაჭიანურება შეამჩნია. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ასევე მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოს, დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობარს, ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებს და მაცოცხლებელთა (enablers) ქსელს. ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არასოდეს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების გამოყენება მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად, მაგრამ თუ ამის გაკეთებას აგრძელებენ, ამიერიდან უნდა იცხოვრონ შიშით, რომ გაერთიანებული სამეფო გამოიყენებს სანქციების ძალას მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია სტატიაში.