პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცმა, რომელსაც პრეზიდენტი დაარქვეს, თქვა, რომ მე "გლობალური ომის პარტიის წევრი“ ვარ და ომი მინდა. ალბათ, ამ კაცმა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკში სოხუმიდან ომს გამოვექეცი" - კახა კინწურაშვილი
"კაცმა, რომელსაც პრეზიდენტი დაარქვეს, თქვა, რომ მე "გლობალური ომის პარტიის წევრი“ ვარ და ომი მინდა. ალბათ, ამ კაცმა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკში სოხუმიდან ომს გამოვექეცი" - კახა კინწურაშვილი

მე ზუს­ტად არ ვიცი ამ ბრძო­ლი­დან რამ­დე­ნად და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი გა­მო­ვალ, მაგ­რამ ერთს ვი­ტყვი: ომ­გა­მოვ­ლი­ლი ბავ­შვე­ბი ბო­დიშს არ იხ­დი­ან, - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა "ახა­ლი თე­ატ­რის“ წინ, მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბის საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტის დროს გა­ნა­ცხა­და.

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ქუ­ჩებ­ში დგა­ნან ძლი­ე­რი და გა­უ­ტე­ხე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და იმ ძა­ლას, რო­მე­ლიც თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უწო­დებს, "ამ ძლივს გა­მაგ­რე­ბუ­ლი ხერ­ხემ­ლის და­ლეწ­ვა უნდა და და­უ­ზო­გა­ვად წიხ­ლე­ბით დგე­ბა იმის­თვის, რომ თავი ჩავ­ხა­როთ, ვე­ღა­რას­დროს შევ­ძლოთ აწე­ვა“.

"და­ახ­ლო­ე­ბით, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, კაც­მა, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი და­არ­ქვეს, ტე­ლე­ვი­ზი­ით თქვა, რომ მე, კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის წევ­რი“ ვარ და ომი მინ­და. ალ­ბათ, ამ კაც­მა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკ­ში სო­ხუ­მი­დან ომს გა­მო­ვე­ქე­ცი, ახლა მო­ი­თხო­ვენ აწე­უ­ლი თავი და­ხა­რო და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დო, ბო­დი­ში იმის­თვის, რომ 8 წლის ასაკ­ში სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­მო­გაგ­დეს, და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ნახე, დევ­ნი­ლო­ბა გა­ნი­ცა­დე, წარ­სუ­ლი და­კარ­გე, ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა გა­გიმ­წარ­და და ომის შიში ჩა­გი­სახ­ლდა, რო­მე­ლიც არ­სე­ბო­ბას არ გაც­ლის და თურ­მე ამის­თვის ბო­დიშს უნდა ვიხ­დი­დე.

ერთხელ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, რო­დე­საც ომზე ჰყვე­ბი, ყო­ველ­თვის ბავ­შვის პერ­სპექ­ტი­ვი­დან აკ­ვირ­დე­ბა და ომის შენი ხედ­ვა ბავ­შვუ­რი­აო. მეც და სა­ქარ­თვე­ლოც ომ­გა­მოვ­ლი­ლი ბავ­შვე­ბი ვართ, ძლი­ე­რი და თა­ვა­წე­უ­ლი, ომი ბევ­რჯერ ვნა­ხე და არას­დროს მშვი­დო­ბა.

ის, რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ქუ­ჩებ­ში ხდე­ბა, მშვი­დო­ბა არ არის. დღეს დგა­ნან ძლი­ე­რი და გა­უ­ტე­ხე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ამა­ყად, და იმ ძა­ლას, რო­მე­ლიც თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უწო­დებს, სწო­რედ ამ ძლივს გა­მაგ­რე­ბუ­ლი ხერ­ხემ­ლის და­ლეწ­ვა უნდა და და­უ­ზო­გა­ვად წიხ­ლე­ბით დგე­ბა. იმის­თვის, რომ თავი ჩავ­ხა­როთ, ვე­ღა­რას­დროს შევ­ძლოთ აწე­ვა და თან ბო­დიშს ვიხ­დი­დეთ იმის­თვის, რომ ასე ამაზ­რზე­ნად სუს­ტე­ბი ვართ“, - გა­ნა­ცხა­და კინ­წუ­რაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"კაცმა, რომელსაც პრეზიდენტი დაარქვეს, თქვა, რომ მე "გლობალური ომის პარტიის წევრი“ ვარ და ომი მინდა. ალბათ, ამ კაცმა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკში სოხუმიდან ომს გამოვექეცი" - კახა კინწურაშვილი

"კაცმა, რომელსაც პრეზიდენტი დაარქვეს, თქვა, რომ მე "გლობალური ომის პარტიის წევრი“ ვარ და ომი მინდა. ალბათ, ამ კაცმა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკში სოხუმიდან ომს გამოვექეცი" - კახა კინწურაშვილი

მე ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან, - ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა "ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა.

კახა კინწურაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, "ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა“.

"დაახლოებით, რამდენიმე თვის წინ, კაცმა, რომელსაც პრეზიდენტი დაარქვეს, ტელევიზიით თქვა, რომ მე, კახა კინწურაშვილი "გლობალური ომის პარტიის წევრი“ ვარ და ომი მინდა. ალბათ, ამ კაცმა არ იცის, რომ მე 8 წლის ასაკში სოხუმიდან ომს გამოვექეცი, ახლა მოითხოვენ აწეული თავი დახარო და ბოდიში მოიხადო, ბოდიში იმისთვის, რომ 8 წლის ასაკში საკუთარი სახლიდან გამოგაგდეს, დახოცილი ადამიანები ნახე, დევნილობა განიცადე, წარსული დაკარგე, ბავშვობა და ახალგაზრდობა გაგიმწარდა და ომის შიში ჩაგისახლდა, რომელიც არსებობას არ გაცლის და თურმე ამისთვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, როდესაც ომზე ჰყვები, ყოველთვის ბავშვის პერსპექტივიდან აკვირდება და ომის შენი ხედვა ბავშვურიაო. მეც და საქართველოც ომგამოვლილი ბავშვები ვართ, ძლიერი და თავაწეული, ომი ბევრჯერ ვნახე და არასდროს მშვიდობა.

ის, რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება, მშვიდობა არ არის. დღეს დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები, ამაყად, და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, სწორედ ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება. იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა და თან ბოდიშს ვიხდიდეთ იმისთვის, რომ ასე ამაზრზენად სუსტები ვართ“, - განაცხადა კინწურაშვილმა.