თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.
პროცესს ესწრებოდა ბრალდებული გიორგი ახობაძეც, რომელმაც თქვა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
"თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაცა, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს”, - განაცხადა გიორგი ახობაძემ.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ახობაძის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, არგუმენტად კი დაასახელა ის, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მათ შორის, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა იმისა, რომ გიორგი ახობაძემ ნარკოტიკული საშუალება ვინმესგან შეიძინა. შესაბამისად, მათი თქმით, ამ მხრივ, ბრალის მტკიცებულება არ არსებობს.
ასევე არ არსებობს ახობაძის საზღვრის კვეთისა და მიმალვის არანაირი საფრთხე. ამასთან, დაცვის მხარემა არაერთი შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ არცერთი არ დააკმაყოფილა და ახობაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
იხილეთ ასევე: