საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი... მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა, თურმე პოლიტიკურად ვდევნი" - ელისაშვილი
"ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი... მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა, თურმე პოლიტიკურად ვდევნი" - ელისაშვილი

რო­გო­რი აბ­სურ­დია შე­ხე­დეთ, გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო, ათმა კაც­მა წიხლქვეშ გა­იგ­დო, ცემა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნით კი არ აღ­ძრეს საქ­მე, არა­მედ ცე­მის, 126–ე მუხ­ლით აღ­ძრეს და მე აღ­მიძ­რეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნით - ნე­ბის­მი­ერ­მა მი­თხა­რით, ვინ იცით, ვინ ოხე­რია ალი ბა­ბე­ვი?! - ამის შე­სა­ხებ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შე­დეგ აღ­ნიშ­ნა, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი აბ­სურ­დია, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის და­სა­ჭე­რად იყე­ნებს, ამი­ტომ არ გა­მო­რი­ცხავს, რომ და­ა­კა­ვონ.

"ფაქ­ტია, რომ დღეს, არ და­მი­ჭი­რეს. 6 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა მომ­დევ­ნო სხდო­მა, არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა, სამ­წლი­ა­ნი მუხ­ლია. აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დია, რომ მე ვი­ღაც ალი ბა­ბა­ე­ვი [ვცე­მე]. ნე­ბის­მი­ერს რომ ჰკი­თხოთ, ვინ ოხე­რია ალი ბა­ბა­ე­ვი, რო­მე­ლიც თურ­მე ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე ყო­ფი­ლა, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბით გა­დავ­რე­ულ­ვარ, ქუ­ჩა­ში ვე­ტა­კე და არი­ქა… შე­მა­გი­ნა და მა­გა­ზე მქონ­და რე­აქ­ცია. თან, რო­გო­რი აბ­სურ­დია შე­ხე­დეთ, გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო, ათმა კაც­მა წიხლქვეშ გა­იგ­დო, სცე­მა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნით კი არ აღ­ძრეს საქ­მე, არა­მედ ცე­მის, 126–ე მუხ­ლით აღ­ძრეს და მე აღ­მიძ­რეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ანუ გი­ორ­გი გა­ხა­რია პო­ლი­ტი­კო­სი არ არის და მას პო­ლი­ტი­კუ­რად არ გა­უს­წორ­დნენ და პო­ლი­ტი­კო­სია თურ­მე ალი ბა­ბე­ვი. ნე­ბის­მი­ერ­მა მი­თხა­რით, ვინ იცით, ვინ ოხე­რია ალი ბა­ბე­ვი?! შე­სა­ბა­მი­სად, ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყე­ნებს იმის­თვის, რომ და­მი­ჭი­როს. მინ­და ვუ­თხრა „ჯიგ­რებს“, რომ მე არ მე­ში­ნია, ვი­ყა­ვი, ვნა­ხე, დიდი არა­ფე­რი სა­ში­ში იქ არ არის. და­ჭე­რის­თვი­საც და ცი­ხე­ში წას­ვლის­თვი­საც მზად ვარ. არ ვიცი, ამათ თავ­ში რა იხარ­შე­ბა, ამას ღმერ­თმა უწყის, ფაქ­ტია, რომ არას­წო­რი მუხ­ლი მაქვს წარ­დგე­ნი­ლი.

გა­ხა­რია სცე­მეს, თურ­მე ის არ ყო­ფი­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და სხვა მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი საქ­მე და მე რომ ვი­ღა­ცა ქე­ცი­ა­ნი, კა­ციშ­ვილ­მა რომ არ იცის, ვინ ოხე­რია ეს ალი ბა­ბა­ე­ვი და მას რომ შე­მოვ­ცხე, რად­გან რამ­დენ­ჯერ­მე შე­მა­გი­ნა - ამის გამო თურ­მე პო­ლი­ტი­კუ­რად ვდევ­ნი მას. ალი ბა­ბა­ე­ვია თურ­მე პო­ლი­ტი­კო­სი და გა­ხა­რია არაა პო­ლი­ტი­კო­სი. რა თქმა უნდა, აბ­სურ­დია. ჩემი და­ჭე­რა თუ უნ­დათ, და­მი­ჭი­რონ, არ მე­ში­ნია, აგერ ვარ”, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ალე­კო ელი­საშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 4000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის შემ­დეგ შე­ეც­ვა­ლა.

ცნო­ბის­თვის, ალე­კო ელი­საშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შემ­თხვე­ვა 2 დე­კემ­ბერს მოხ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა თბი­ლის­ში, კოს­ტა­ვას ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თა ეროვ­ნუ­ლი კონ­გრე­სის თავ­მჯდო­მა­რეს და პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს, ალი ბა­ბა­ევს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი... მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა, თურმე პოლიტიკურად ვდევნი" - ელისაშვილი

"ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი... მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა, თურმე პოლიტიკურად ვდევნი" - ელისაშვილი

როგორი აბსურდია შეხედეთ, გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, ათმა კაცმა წიხლქვეშ გაიგდო, ცემა და პოლიტიკური დევნით კი არ აღძრეს საქმე, არამედ ცემის, 126–ე მუხლით აღძრეს და მე აღმიძრეს პოლიტიკური დევნით - ნებისმიერმა მითხარით, ვინ იცით, ვინ ოხერია ალი ბაბევი?! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც მან სხდომის დასრულების შედეგ აღნიშნა, მის მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდია, რომელსაც ხელისუფლება მის დასაჭერად იყენებს, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.

"ფაქტია, რომ დღეს, არ დამიჭირეს. 6 თებერვალს გაიმართება მომდევნო სხდომა, არსებითი განხილვა, სამწლიანი მუხლია. აბსოლუტურად აბსურდია, რომ მე ვიღაც ალი ბაბაევი [ვცემე]. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, ვინ ოხერია ალი ბაბაევი, რომელიც თურმე ისეთი პოლიტიკური მოღვაწე ყოფილა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობით გადავრეულვარ, ქუჩაში ვეტაკე და არიქა… შემაგინა და მაგაზე მქონდა რეაქცია. თან, როგორი აბსურდია შეხედეთ, გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, ათმა კაცმა წიხლქვეშ გაიგდო, სცემა და პოლიტიკური დევნით კი არ აღძრეს საქმე, არამედ ცემის, 126–ე მუხლით აღძრეს და მე აღმიძრეს პოლიტიკური დევნით. წარმოიდგინეთ, ანუ გიორგი გახარია პოლიტიკოსი არ არის და მას პოლიტიკურად არ გაუსწორდნენ და პოლიტიკოსია თურმე ალი ბაბევი. ნებისმიერმა მითხარით, ვინ იცით, ვინ ოხერია ალი ბაბევი?! შესაბამისად, ამას ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ დამიჭიროს. მინდა ვუთხრა „ჯიგრებს“, რომ მე არ მეშინია, ვიყავი, ვნახე, დიდი არაფერი საშიში იქ არ არის. დაჭერისთვისაც და ციხეში წასვლისთვისაც მზად ვარ. არ ვიცი, ამათ თავში რა იხარშება, ამას ღმერთმა უწყის, ფაქტია, რომ არასწორი მუხლი მაქვს წარდგენილი.

გახარია სცემეს, თურმე ის არ ყოფილა პოლიტიკური დევნა და სხვა მუხლით არის აღძრული საქმე და მე რომ ვიღაცა ქეციანი, კაციშვილმა რომ არ იცის, ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი და მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა - ამის გამო თურმე პოლიტიკურად ვდევნი მას. ალი ბაბაევია თურმე პოლიტიკოსი და გახარია არაა პოლიტიკოსი. რა თქმა უნდა, აბსურდია. ჩემი დაჭერა თუ უნდათ, დამიჭირონ, არ მეშინია, აგერ ვარ”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ შეეცვალა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.