საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - "ეს არაფერს ცვლის... ვიკრიბებით დღეს საღამოს რუსთაველზე"
ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - "ეს არაფერს ცვლის... ვიკრიბებით დღეს საღამოს რუსთაველზე"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ მა­ნუ­ჩარ ცა­ცუ­ამ მი­ი­ღო.

  • ცა­ცუ­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ჟორ­ჟო­ლი­ანს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით 5000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა.

რო­გორც ჟორ­ჟო­ლი­ან­მა სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, დღეს რუს­თა­ველ­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ელო­დე­ბა.

"არა­ფერს არ შეც­ვლის ეს ჯა­რი­მა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მარ­ტო ჩემ­ში კი არა, არც ერთი მო­ქა­ლა­ქის შემ­თხვე­ვა­ში, ვი­საც უსა­მარ­თლოდ აჯა­რი­მე­ბენ, ეს არა­ფერს ცვლის. ვიკ­რი­ბე­ბით დღეს სა­ღა­მოს რუს­თა­ველ­ზე და ყო­ველ­დღე, ვიდ­რე სინ­დი­სის პა­ტიმ­რებს გა­რეთ არ გა­მო­უშ­ვე­ბენ",-გა­ნა­ცხა­და ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

კერ­ძოდ კი იმას, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე 3 იან­ვარს იმ­ყო­ფე­ბო­და და გზა ხე­ლოვ­ნუ­რად იმ დროს გა­და­კე­ტა, როცა ამის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არ იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - "ეს არაფერს ცვლის... ვიკრიბებით დღეს საღამოს რუსთაველზე"

ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლომ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - "ეს არაფერს ცვლის... ვიკრიბებით დღეს საღამოს რუსთაველზე"

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

  • ცაცუას გადაწყვეტილებით ჟორჟოლიანს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც ჟორჟოლიანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს რუსთაველზე აქციის მონაწილეებს ელოდება.

"არაფერს არ შეცვლის ეს ჯარიმა და დარწმუნებული ვარ, რომ მარტო ჩემში კი არა, არც ერთი მოქალაქის შემთხვევაში, ვისაც უსამართლოდ აჯარიმებენ, ეს არაფერს ცვლის. ვიკრიბებით დღეს საღამოს რუსთაველზე და ყოველდღე, ვიდრე სინდისის პატიმრებს გარეთ არ გამოუშვებენ",-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.

კერძოდ კი იმას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 3 იანვარს იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.