მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზარქუას და სანიკიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ... ჯარიმა გოჩა ენუქიძემ გადაუხადა" - "მთავარი არხი"
"ზარქუას და სანიკიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ... ჯარიმა გოჩა ენუქიძემ გადაუხადა" - "მთავარი არხი"

"მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებს, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ა­სა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში შეს­ვლა სა­მუ­და­მოდ აეკ­რძა­ლათ.

  • ასე­ვე მათი ცნო­ბით, 80 000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც ზარ­ქუ­ას და სა­ნი­კი­ძეს აბუ-და­ბი­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო და­ე­კის­რათ, გოჩა ენუ­ქი­ძემ გა­და­ი­ხა­და.

გუ­შინ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ზარ­ქუა და სა­ნი­კი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ და მათ აბუ -და­ბი­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დე­პუ­ტა­ტებ­მა ინ­ცი­დენ­ტის გამო, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დღე ნა­ხე­ვა­რი გა­ა­ტა­რეს, შემ­დეგ კი სას­ტუმ­რო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 იან­ვარს, აბუ-და­ბი­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და გელა სამ­ხა­რა­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

შემ­თხვე­ვა სას­ტუმ­როს სა­სა­დი­ლო­ში მოხ­და. კად­რებ­ში ჩანს, რომ ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს, სა­დი­ლო­ბის დროს, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ საჭ­მე­ლი შე­ა­ყა­რა და ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, შემ­დეგ კი ჩხუბ­ში ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე ჩა­ერ­თო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა სა­დაც ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვა წინა დღეს მომ­ხდარ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რა დრო­საც მან ირაკ­ლი ზარ­ქუ­ა­სა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს „რუსი მონა“ უწო­და. ცნო­ბის­თვის, პირ­ვე­ლად მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ზარქუას და სანიკიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ... ჯარიმა გოჩა ენუქიძემ გადაუხადა" - "მთავარი არხი"

"ზარქუას და სანიკიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ... ჯარიმა გოჩა ენუქიძემ გადაუხადა" - "მთავარი არხი"

"მთავარი არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" წევრებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ.

  • ასევე მათი ცნობით, 80 000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც ზარქუას და სანიკიძეს აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო დაეკისრათ, გოჩა ენუქიძემ გადაიხადა.

გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ზარქუა და სანიკიძე საქართველოში დაბრუნდნენ და მათ აბუ -დაბიში მომხდარ ინციდენტზე ჯარიმა დაეკისრათ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატებმა ინციდენტის გამო, პოლიციის განყოფილებაში დღე ნახევარი გაატარეს, შემდეგ კი სასტუმროში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

წაიკითხეთ ასევე: