სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი კახა მურადოვის შესახებ, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს?
რა არის ცნობილი კახა მურადოვის შესახებ, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ "სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბის­თვის“ და­კა­ვე­ბულ კახა მუ­რა­დოვს 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ეხო კავ­კა­ზა“ ავ­რცე­ლებს.

  • "ეხო კავ­კა­ზას“ ცნო­ბით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ მუ­რა­დოვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა "სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი­სა“ და "ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის“ ბრალ­დე­ბით მი­უ­სა­ჯა.

აფხა­ზე­თის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მუ­რა­დო­ვი ბრალს არ აღი­რებს.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბის“ ბრალ­დე­ბით კახა მუ­რა­დო­ვის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2024 წლის 14 მა­ისს გა­ავ­რცე­ლა.

მუ­რა­დო­ვის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აფხა­ზე­თის მცხოვ­რებ­ლე­ბის ფა­რულ სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თვას ცდი­ლობ­და და "მხედ­რი­ო­ნი­სა“ და უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის წევ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და“

  • დე ფაქ­ტო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ დღეს, 14 მა­ისს, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, "სა­ქარ­თვე­ლოს და აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე“ კახა მუ­რა­დო­ვი გაგ­რა­ში, ჯერ კი­დევ 24 აპ­რილს და­ა­კა­ვეს.

მათი მტკი­ცე­ბით, მუ­რა­დო­ვის სახ­ლის ჩხრე­კი­სას "ამო­ღე­ბუ­ლია ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებს მის სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე“, თუმ­ცა ჩხრე­კის გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია ამ­გვარ ტექ­ნი­კად 2 მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი.

  • აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, კახა მუ­რა­დოვს, რო­მე­ლიც 1994-1999 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ში მუ­შა­ობ­და, კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და 90-იან წლებ­ში მოქ­მე­დი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან, მათ შო­რის "მხედ­რი­ონ­თან".

"კი­თხვა­ზე, სად მა­ლავ­და მუ­რა­დო­ვი ქარ­თულ პას­პორ­ტს, მან უპა­სუ­ხა, რომ ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა მათ სა­ხე­ლე­ბი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია“, - წერს Apsnypress-ი.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უვრცე­ლე­ბი­ათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რა არის ცნობილი კახა მურადოვის შესახებ, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს?

რა არის ცნობილი კახა მურადოვის შესახებ, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს?

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დაკავებულ კახა მურადოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

  • "ეხო კავკაზას“ ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მურადოვს თავისუფლების აღკვეთა "სამშობლოს ღალატისა“ და "ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობის“ ბრალდებით მიუსაჯა.

აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, მურადოვი ბრალს არ აღირებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით კახა მურადოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 14 მაისს გაავრცელა.

მურადოვის დაკავების შემდეგ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ "დაკავებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე აფხაზეთის მცხოვრებლების ფარულ სამუშაოებში ჩართვას ცდილობდა და "მხედრიონისა“ და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებთან კონტაქტი ჰქონდა“

  • დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ დღეს, 14 მაისს, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "საქართველოს და აფხაზეთის მოქალაქე“ კახა მურადოვი გაგრაში, ჯერ კიდევ 24 აპრილს დააკავეს.

მათი მტკიცებით, მურადოვის სახლის ჩხრეკისას "ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე“, თუმცა ჩხრეკის გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ამგვარ ტექნიკად 2 მობილური ტელეფონი.

  • აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, კახა მურადოვს, რომელიც 1994-1999 წლებში საქართველოს შსს-ში მუშაობდა, კონტაქტები ჰქონდა 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებებთან, მათ შორის "მხედრიონთან".

"კითხვაზე, სად მალავდა მურადოვი ქართულ პასპორტს, მან უპასუხა, რომ ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მათ სახელები არ დაუსახელებია“, - წერს Apsnypress-ი.

საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ამ ინფორმაციაზე არანაირი კომენტარი არ გაუვრცელებიათ