სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში" - პატრიარქის მილოცვა ტრამპს
"ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში" - პატრიარქის მილოცვა ტრამპს

გუ­ლი­თა­დად გი­ლო­ცავთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის 47-ე პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას - გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი მის­წრა­ფე­ბა, და­იც­ვათ ქრის­ტი­ა­ნულ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თო-სა­კა­ცობ­რიო ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და არ და­ი­შუ­როთ ძა­ლის­ხმე­ვა დე­და­მი­წა­ზე მშვი­დო­ბი­სათ­ვის,- ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მი­ლოც­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მი­მართ.

  • რო­გორც ილია მო­ე­რე აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა იმე­დოვ­ნებს, რომ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ზო­გა­და­დაც სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს მო­ი­ტანს და დაძ­ლევს არა­ერთ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვას.

„ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, გუ­ლი­თა­დად გი­ლო­ცავთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის 47-ე პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას. ძა­ლი­ან დი­დია თქვენ­და­მი ხალ­ხის მო­ლო­დი­ნი არა მარ­ტო ამე­რი­კა­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მარ­თა­ლია, სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო გა­მოს­ვლა­ში მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი თქვენ თქვე­ნი ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე გა­ა­კე­თეთ, მაგ­რამ ყვე­ლა იმე­დოვ­ნებს, რომ, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ზო­გა­და­დაც სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს მო­ი­ტანს და დაძ­ლევს არა­ერთ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვას.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვე­ნი მის­წრა­ფე­ბა, და­იც­ვათ ქრის­ტი­ა­ნულ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თო-სა­კა­ცობ­რიო ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და არ და­ი­შუ­როთ ძა­ლის­ხმე­ვა დე­და­მი­წა­ზე მშვი­დო­ბი­სათ­ვის. ყო­ვე­ლი ხელ­მწი­ფე­ბა უფ­ლის­გან არის, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რია ის ერი და ის ხე­ლი­სუ­ფა­ლი, ვინც თა­ვის მსა­ხუ­რე­ბას ღმერ­თს უკავ­ში­რებს. "ნე­ტარ არს კაცი, ვინც უფალ­ზე ამ­ყა­რებს იმედს“ (ფს. 39:5).

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ თქვენ, თქვე­ნი ოჯა­ხი და თქვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცია.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს ამე­რი­კა და მთე­ლი მსოფ­ლიო.

ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მით

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი

და მიტ­რო­პო­ლი­ტი ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­ლოც­ვა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში" - პატრიარქის მილოცვა ტრამპს

"ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში" - პატრიარქის მილოცვა ტრამპს

გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაშია აღნიშნული აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.

  • როგორც ილია მოერე აღნიშნავს, ყველა იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.

„ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას. ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენ თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ, დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება, ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის. ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. ,,ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“ (ფს. 39:5).

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია.

ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო.

ღრმა პატივისცემით

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის“,- აღნიშნულია მილოცვაში