სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის სცენარი, რაც შარშან ჩცდ-ში გათამაშდა, რეალობაში განმეორდებოდა" - რა ხდებოდა მსახიობ ანა ტყებუჩავას პროცესზე
"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის სცენარი, რაც შარშან ჩცდ-ში გათამაშდა, რეალობაში განმეორდებოდა" - რა ხდებოდა მსახიობ ანა ტყებუჩავას პროცესზე

მსა­ხი­ო­ბი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და, ამ­ბობს, რომ სი­ტუ­ა­ცია რაც ახლა ხდე­ბა კო­მი­კუ­რია.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს და პრო­ცესს შეგ­ნე­ბუ­ლად აჭი­ა­ნუ­რე­ბენ.

"ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის სცე­ნა­რი, რაც შარ­შან ჩცდ-ში გა­თა­მაშ­და, რე­ა­ლო­ბა­ში გან­მე­ორ­დე­ბო­და. ძა­ლი­ან კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა. ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე თავ­ჩახ­რი­ლი პა­სუ­ხობს და მა­ინც გა­და­დეს პრო­ცე­სი და რა­ტომ? რა­ტომ აწ­ვა­ლებ ადა­მი­ანს? უდა­ნა­შა­უ­ლოა და გა­უშ­ვი რა. რაში სდე­ბენ ბრალს ამ ადა­მი­ანს ვერ ვხვდე­ბი. მარ­ტო იმი­ტომ, რომ თითი და­უქ­ნი­ონ და შე­ა­ში­ნონ? მათი არა­ვის ეში­ნია, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვართ" - ამ­ბობს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

პრო­ცეს­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ასე­ვე მსა­ხი­ო­ბი ნინო კას­რა­ძეც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა:

"ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას ბრა­ლი რაც წა­უ­ყე­ნეს, ამ ბრა­ლის და­დას­ტუ­რე­ბა არ მოხ­და. ძა­ლი­ან უმ­წე­ო­და გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ბრალ­დე­ბა. ეს ჩანს" - თქვა ნინო კას­რა­ძემ.

  • შე­გახ­სე­ნებთ, მსა­ხი­ობ ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან. კერ­ძოდ კი იმას, რომ 2025 წლის 9 იან­ვარს, ის რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და გზა ხე­ლოვ­ნუ­რად იმ დროს გა­და­კე­ტა, როცა ამის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არ იყო.

რო­გორც ანა ტყე­ბუ­ჩა­ვამ სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა, მას რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გზა არ გა­და­უ­კე­ტავს, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა არ ჩა­უ­დე­ნია. შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით კი, არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გორც ვი­დეო ისე წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით, რი­თაც დგინ­დე­ბა, რომ მსა­ხი­ობ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა ჩა­ი­დი­ნა. მისი თქმით, ანა ტყე­ბუ­ჩა­ვამ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­კე­ტა გზა, რისი აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც არ იდგა, რად­გან მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ იყო იმ­დე­ნი, რომ გზის გა­და­კეტ­ვა ყო­ფი­ლი­ყო სა­ჭი­რო.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის სცენარი, რაც შარშან ჩცდ-ში გათამაშდა, რეალობაში განმეორდებოდა" - რა ხდებოდა მსახიობ ანა ტყებუჩავას პროცესზე

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის სცენარი, რაც შარშან ჩცდ-ში გათამაშდა, რეალობაში განმეორდებოდა" - რა ხდებოდა მსახიობ ანა ტყებუჩავას პროცესზე

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ანა ტყებუჩავას პროცესს ესწრებოდა, ამბობს, რომ სიტუაცია რაც ახლა ხდება კომიკურია.

მსახიობის თქმით, ანა ტყებუჩავას წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და პროცესს შეგნებულად აჭიანურებენ.

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის სცენარი, რაც შარშან ჩცდ-ში გათამაშდა, რეალობაში განმეორდებოდა. ძალიან კომიკური სიტუაციაა. ადამიანი ყველაფერზე თავჩახრილი პასუხობს და მაინც გადადეს პროცესი და რატომ? რატომ აწვალებ ადამიანს? უდანაშაულოა და გაუშვი რა. რაში სდებენ ბრალს ამ ადამიანს ვერ ვხვდები. მარტო იმიტომ, რომ თითი დაუქნიონ და შეაშინონ? მათი არავის ეშინია, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ" - ამბობს გაჩეჩილაძე.

პროცესზე იმყოფებოდა ასევე მსახიობი ნინო კასრაძეც, რომელმაც აღნიშნა:

"ანა ტყებუჩავას ბრალი რაც წაუყენეს, ამ ბრალის დადასტურება არ მოხდა. ძალიან უმწეოდა გამოიყურებოდა ბრალდება. ეს ჩანს" - თქვა ნინო კასრაძემ.

  • შეგახსენებთ, მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ 2025 წლის 9 იანვარს, ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

როგორც ანა ტყებუჩავამ სხდომაზე ისაუბრა, მას რუსთაველის გამზირზე გზა არ გადაუკეტავს, შესაბამისად, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. შსს-ს წარმომადგენლის თქმით კი, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, როგორც ვიდეო ისე წერილობითი მტკიცებულებების სახით, რითაც დგინდება, რომ მსახიობმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა. მისი თქმით, ანა ტყებუჩავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, რუსთაველის გამზირზე ხელოვნურად გადაკეტა გზა, რისი აუცილებლობაც არ იდგა, რადგან მონაწილეთა რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ გზის გადაკეტვა ყოფილიყო საჭირო.